https://sputnik-georgia.com/20230704/ukrainis-xelisuflebis-pozicia-seuracxmyofelia-kobaxize-279226182.html
უკრაინის ხელისუფლების პოზიცია შეურაცხმყოფელია - ირაკლი კობახიძე
უკრაინის ხელისუფლების პოზიცია შეურაცხმყოფელია - ირაკლი კობახიძე
Sputnik საქართველო
ზელენსკიმ განაცხადა, რომ მათ არაერთხელ მოუწოდეს ოფიციალურ თბილისს, შეწყვიტოს შეურაცხყოფა და დათანხმდეს სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას. 04.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-04T13:04+0400
2023-07-04T13:04+0400
2023-07-04T18:51+0400
ქართული ოცნება
ირაკლი კობახიძე
პოლიტიკა
ახალი ამბები
საქართველო
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
უკრაინა
მიხეილ სააკაშვილი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0b/262001370_0:188:3045:1901_1920x0_80_0_0_fa131b756c945b59b9ce198b0807eb70.jpg
თბილისი, 4 ივლისი — Sputnik. უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილება, დაატოვებინოს უკრაინა საქართველოს ელჩს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული ვითარების გამო, საქართველოს ხელისუფლებისთვის შეურაცხმყოფელია, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 3 ივლისს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაავალა, დაუკავშირდეს საქართველოს ელჩს უკრაინაში, გამოხატოს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ძლიერი პროტესტი და შესთავაზოს უკრაინის დატოვება 48 საათის განმავლობაში თბილისთან კონსულტაციებისთვის. მან განაცხადა: „ჩვენ არაერთხელ მოვუწოდეთ ოფიციალურ თბილისს, შეწყვიტოს ეს შეურაცხყოფა და დათანხმდეს სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას". კობახიძემ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ ამ თემაზე კომენტარით სიღრმეში არ უნდა წასვლა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ საუბარია იმ ქვეყნის პრეზიდენტზე, რომელიც ამჟამად ომის რეჟიმშია. კობახიძის თქმით, „ქართული ოცნების" ოპონენტებმა თავად აღიარეს, რომ უკრაინელი მაღალი თანამდებობის კონკრეტული ჩინოვნიკები მონაწილეობდნენ საქართველოში სააკაშვილის ჩამოსვლაში 2021 წლის შემოდგომაზე. ჩვენი სურვილია, რომ თუნდაც ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში დავრჩეთ უკრაინასთან, განაცხადა კობახიძემ. ზელენსკი: საქართველოს ელჩმა 48 საათში დატოვოს კიევი თბილისთან კონსულტაციებისთვის>>მანამდე, ორშაბათს, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, სააკაშვილმა დისტანციურად მიიღო მონაწილეობა თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომაში, რომელიც 2007 წელს აქციის დარბევის საქმეს ეხებოდა. მან გამოაჩინა თავისი გამხდარი სხეული და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, ბოდიში მოეხადათ მისი ასეთ მდგომარეობამდე მიყვანისთვის. სააკაშვილის მოქალაქეობა 2017 წლის ივლისის ბოლოს უკრაინის ექს-პრეზიდენტმა პიოტრ პოროშენკომ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა. მოტივი ის იყო, რომ პოლიტიკოსმა უკრაინული პასპორტის მიღებისას დამალა, რომ საქართველოში მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები იყო აღძრული. მაშინ სააკაშვილი მოქალაქეობის არმქონე პირი გახდა, რადგან საქართველოს მოქალაქეობა მან უკრაინული მოქალაქეობის მიღების გამო 2015 წელს დაკარგა. სააკაშვილის სარჩელი უკრაინის წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში დაუშვებლად ცნეს>>2018 წლის თებერვალში სააკაშვილი უკრაინიდან პოლონეთში გააძევეს, რომლის ტერიტორიიდან მან შემოდგომაზე მესაზღვრეების და სამართალდამცველების კორდონების გარღვევის შემდეგ ისევ უკრაინაში შეაღწია. კიევში დაბრუნება მან ახალი პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ მისთვის მოქალაქეობის დაბრუნების შემდეგ მოახერხა. 2020 წლის მაისში ზელენსკიმ სააკაშვილი უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშნა. სააკაშვილის დაკავება და სისხლის სამართლის საქმეები სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე. საქართველოს საგარეო უწყებაში დაბარებულმა უკრაინელმა დიპლომატმა შენობა უკომენტაროდ დატოვა>>ამავდროულად თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს. დაკავების დღიდან სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენ დროს ის კლინიკებში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ გორის ჰოსპიტალში, ხოლო 2022 წლის მაისიდან დღემდე ის კლინიკა "ვივამედშია".
საქართველო
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0b/262001370_169:0:2898:2047_1920x0_80_0_0_63392571438e2d01ed1e5a69c147f5dc.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ქართული ოცნება , ირაკლი კობახიძე, პოლიტიკა, ახალი ამბები, საქართველო, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, უკრაინა , მიხეილ სააკაშვილი
ქართული ოცნება , ირაკლი კობახიძე, პოლიტიკა, ახალი ამბები, საქართველო, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, უკრაინა , მიხეილ სააკაშვილი
უკრაინის ხელისუფლების პოზიცია შეურაცხმყოფელია - ირაკლი კობახიძე
13:04 04.07.2023 (განახლებულია: 18:51 04.07.2023) ზელენსკიმ განაცხადა, რომ მათ არაერთხელ მოუწოდეს ოფიციალურ თბილისს, შეწყვიტოს შეურაცხყოფა და დათანხმდეს სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას.
თბილისი, 4 ივლისი — Sputnik. უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილება, დაატოვებინოს უკრაინა საქართველოს ელჩს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული ვითარების გამო, საქართველოს ხელისუფლებისთვის შეურაცხმყოფელია, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 3 ივლისს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაავალა, დაუკავშირდეს საქართველოს ელჩს უკრაინაში, გამოხატოს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ძლიერი პროტესტი და შესთავაზოს უკრაინის დატოვება 48 საათის განმავლობაში თბილისთან კონსულტაციებისთვის. მან განაცხადა: „ჩვენ არაერთხელ მოვუწოდეთ ოფიციალურ თბილისს, შეწყვიტოს ეს შეურაცხყოფა და დათანხმდეს სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას".
კობახიძემ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ ამ თემაზე კომენტარით სიღრმეში არ უნდა წასვლა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ საუბარია იმ ქვეყნის პრეზიდენტზე, რომელიც ამჟამად ომის რეჟიმშია.
„ზოგადად, ხელისუფლების ეს პოზიცია ჩვენთვის არის შეურაცხმყოფელი", – განაცხადა კობახიძემ.
კობახიძის თქმით, „ქართული ოცნების" ოპონენტებმა თავად აღიარეს, რომ უკრაინელი მაღალი თანამდებობის კონკრეტული ჩინოვნიკები მონაწილეობდნენ საქართველოში სააკაშვილის ჩამოსვლაში 2021 წლის შემოდგომაზე.
„დღეს, როცა იგივე ხელისუფლება ითხოვს სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას, ეს, რა თქმა უნდა, შეიცავს შეურაცხყოფის ნიშნებს", – აღნიშნა კობახიძემ.
ჩვენი სურვილია, რომ თუნდაც ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში დავრჩეთ უკრაინასთან, განაცხადა კობახიძემ.
მანამდე, ორშაბათს, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, სააკაშვილმა დისტანციურად მიიღო მონაწილეობა თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომაში, რომელიც 2007 წელს აქციის დარბევის საქმეს ეხებოდა. მან გამოაჩინა თავისი გამხდარი სხეული და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, ბოდიში მოეხადათ მისი ასეთ მდგომარეობამდე მიყვანისთვის.
2017 წლის ივლისის ბოლოს უკრაინის ექს-პრეზიდენტმა პიოტრ პოროშენკომ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა. მოტივი ის იყო, რომ პოლიტიკოსმა უკრაინული პასპორტის მიღებისას დამალა, რომ საქართველოში მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები იყო აღძრული.
მაშინ სააკაშვილი მოქალაქეობის არმქონე პირი გახდა, რადგან საქართველოს მოქალაქეობა მან უკრაინული მოქალაქეობის მიღების გამო 2015 წელს დაკარგა.
2018 წლის თებერვალში სააკაშვილი უკრაინიდან პოლონეთში გააძევეს, რომლის ტერიტორიიდან მან შემოდგომაზე მესაზღვრეების და სამართალდამცველების კორდონების გარღვევის შემდეგ ისევ უკრაინაში შეაღწია. კიევში დაბრუნება მან ახალი პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ მისთვის მოქალაქეობის დაბრუნების შემდეგ მოახერხა.
2020 წლის მაისში ზელენსკიმ სააკაშვილი უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშნა.
სააკაშვილის დაკავება და სისხლის სამართლის საქმეები
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
ამავდროულად თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
დაკავების დღიდან სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენ დროს ის კლინიკებში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ გორის ჰოსპიტალში, ხოლო 2022 წლის მაისიდან დღემდე ის კლინიკა "ვივამედშია".