https://sputnik-georgia.com/20230703/sulgam-saqartvelos-sagareo-uwyeba-ukomentarod-datova-279213384.html
საქართველოს საგარეო უწყებაში დაბარებულმა უკრაინელმა დიპლომატმა შენობა უკომენტაროდ დატოვა
საქართველოს საგარეო უწყებაში დაბარებულმა უკრაინელმა დიპლომატმა შენობა უკომენტაროდ დატოვა
Sputnik საქართველო
მანამდე Georgian Airways-ის ხელმძღვანელმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს მთავრობა უკრაინას სანქციების დაწესების საპასუხოდ დაუყოვნებლივ და ანალოგიურ პასუხს... 03.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-03T20:47+0400
2023-07-03T20:47+0400
2023-07-03T23:02+0400
საქართველო
უკრაინა
სანქციები რუსეთის წინააღმდეგ
ახალი ამბები
პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23432/92/234329265_0:0:1498:844_1920x0_80_0_0_632afeb1c0b901ac3b0f6ba07bde2ab0.jpg
თბილისი, 3 ივლისი – Sputnik. საქართველოში უკრაინის საკითხებში დროებითმა რწმუნებულმა ალექსანდრ შულგამ უკომენტაროდ დატოვა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობა, სადაც კიევის მიერ ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ისა და მისი დამფუძნებლის თამაზ გაიაშვილის მიმართ სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით იყო დაბარებული, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის შესაბამისი განკარგულება ძალაში შაბათს, 1 ივლისს შევიდა. განკარგულების თანახმად, კომპანია 10 წლის განმავლობაში ვერ შეძლებს უკრაინის ტერიტორიის გავლით აქტივების განკარგვას, სავაჭრო ოპერაციების განხორციელებას, ფრენების, მათ შორის ტრანზიტული ფრენების განხორციელებას და ქვეყნიდან კაპიტალის ექსპორტს.შეხვედრა, რომელზეც ქართული ავიაგადამზიდის წინააღმდეგ სანქციების დაწესება განიხილეს, დაახლოებით ნახევარ საათს გაგრძელდა.უკრაინის პრეზიდენტმა 1 ივლისს სანქციები დააწესა 190 ფიზიკური პირისა და 290 კომპანიის მიმართ. მათ შორისაა Georgian Airways და თამაზ გაიაშვილი.უკრაინამ Georgian Airways-ის წინააღმდეგ სანქციები დააწესა: ვიცე-პრემიერის განმარტება>>საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა უკრაინის პრეზიდენტის ბრძანებას პოლიტიკურად მოტივირებული უწოდეს, ხოლო Georgian Airways-ის ხელმძღვანელმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს მთავრობა უკრაინას სანქციების დაწესების საპასუხოდ დაუყოვნებლივ და ანალოგიურ პასუხს გასცემს.ზელენსკიმ 2022 წლის 30 მარტს საქართველოდან და მაროკოდან ელჩები გაიწვია. მიზეზი გახდა დიპლომატების არასაკმარისი პროდუქტიული მუშაობა, რადგან ქვეყნები, სადაც ისინი მუშაობდნენ, არ შეუერთდნენ დასავლეთის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. ამის შემდეგ ელჩის მოვალეობას საქართველოში ანდრეი კასიანოვი ასრულებდა.კასიანოვმა 2023 წლის მაისის შუა რიცხვებში განაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებს. ამჟამად ელჩის მოვალეობას ალექსანდრ შულგა ასრულებს.უკრაინის მხრიდან სანქციებზე მას შემდეგ დაიწყო ლაპარაკი, რაც Georgian Airways-მა, ერთადერთმა ქართულმა ავიაკომპანიამ რუსეთში ფრენა დაიწყო.2023 წლის მაისის შუა რიცხვებში რუსეთმა გააუქმა 2019 წელს დაწესებული პირდაპირი ავიამიმოსვლის აკრძალვა საქართველოსთან.გაიაშვილი: Georgian Airways-ის წინააღმდეგ სანქციების დაწესება პოლიტიკური გადაწყვეტილებაა>>ფრენების აკრძალვის გაუქმების შემდეგ 19 მაისს პირველი რეისი რუსეთიდან საქართველოში შეასრულა რუსული ავიაკომპანია „აზიმუტის" თვითმფრინავმა, ხოლო 20 მაისს მოსკოვში Georgian Airways-ის თვითმფრინავი გაფრინდა. 10 ივლისიდან პირდაპირი რეისების შესრულებას დაიწყებს კიდევ ერთი რუსული ავიაკომპანია Red Wings.ამ დროისათვის საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენის სურვილი ხუთმა ავიაკომპანიამ გამოთქვა.ავიამიმოსვლა საქართველოსა და რუსეთს შორის მოსკოვმა ცალმხრივად 2019 წელს შეწყვიტა. ამის საბაბი იყო თბილისში გამართული მასობრივი საპროტესტო აქციები საქართველოს პარლამენტის შენობაში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის სერგეი გავრილოვის გამოჩენის შემდეგ.
საქართველო
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23432/92/234329265_165:0:1498:1000_1920x0_80_0_0_9bd32177ab048eac9fbcc2e1c9aed8e3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, უკრაინა , სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, ახალი ამბები, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველო, უკრაინა , სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, ახალი ამბები, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველოს საგარეო უწყებაში დაბარებულმა უკრაინელმა დიპლომატმა შენობა უკომენტაროდ დატოვა
20:47 03.07.2023 (განახლებულია: 23:02 03.07.2023) მანამდე Georgian Airways-ის ხელმძღვანელმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს მთავრობა უკრაინას სანქციების დაწესების საპასუხოდ დაუყოვნებლივ და ანალოგიურ პასუხს გასცემს.
თბილისი, 3 ივლისი – Sputnik. საქართველოში უკრაინის საკითხებში დროებითმა რწმუნებულმა ალექსანდრ შულგამ უკომენტაროდ დატოვა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობა, სადაც კიევის მიერ ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ისა და მისი დამფუძნებლის თამაზ გაიაშვილის მიმართ სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით იყო დაბარებული, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის შესაბამისი განკარგულება ძალაში შაბათს, 1 ივლისს შევიდა. განკარგულების თანახმად, კომპანია 10 წლის განმავლობაში ვერ შეძლებს უკრაინის ტერიტორიის გავლით აქტივების განკარგვას, სავაჭრო ოპერაციების განხორციელებას, ფრენების, მათ შორის ტრანზიტული ფრენების განხორციელებას და ქვეყნიდან კაპიტალის ექსპორტს.
შეხვედრა, რომელზეც ქართული ავიაგადამზიდის წინააღმდეგ სანქციების დაწესება განიხილეს, დაახლოებით ნახევარ საათს გაგრძელდა.
უკრაინის პრეზიდენტმა 1 ივლისს სანქციები დააწესა 190 ფიზიკური პირისა და 290 კომპანიის მიმართ. მათ შორისაა Georgian Airways და თამაზ გაიაშვილი.
საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა უკრაინის პრეზიდენტის ბრძანებას პოლიტიკურად მოტივირებული უწოდეს, ხოლო Georgian Airways-ის ხელმძღვანელმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს მთავრობა უკრაინას სანქციების დაწესების საპასუხოდ დაუყოვნებლივ და ანალოგიურ პასუხს გასცემს.
ზელენსკიმ 2022 წლის 30 მარტს საქართველოდან და მაროკოდან ელჩები გაიწვია. მიზეზი გახდა დიპლომატების არასაკმარისი პროდუქტიული მუშაობა, რადგან ქვეყნები, სადაც ისინი მუშაობდნენ, არ შეუერთდნენ დასავლეთის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. ამის შემდეგ ელჩის მოვალეობას საქართველოში ანდრეი კასიანოვი ასრულებდა.
კასიანოვმა 2023 წლის მაისის შუა რიცხვებში განაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებს. ამჟამად ელჩის მოვალეობას ალექსანდრ შულგა ასრულებს.
უკრაინის მხრიდან სანქციებზე მას შემდეგ დაიწყო ლაპარაკი, რაც Georgian Airways-მა, ერთადერთმა ქართულმა ავიაკომპანიამ რუსეთში ფრენა დაიწყო.
2023 წლის მაისის შუა რიცხვებში რუსეთმა გააუქმა 2019 წელს დაწესებული პირდაპირი ავიამიმოსვლის აკრძალვა საქართველოსთან.
ფრენების აკრძალვის გაუქმების შემდეგ 19 მაისს პირველი რეისი რუსეთიდან საქართველოში შეასრულა რუსული ავიაკომპანია „აზიმუტის" თვითმფრინავმა, ხოლო 20 მაისს მოსკოვში Georgian Airways-ის თვითმფრინავი გაფრინდა. 10 ივლისიდან პირდაპირი რეისების შესრულებას დაიწყებს კიდევ ერთი რუსული ავიაკომპანია Red Wings.
ამ დროისათვის საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენის სურვილი ხუთმა ავიაკომპანიამ გამოთქვა.
ავიამიმოსვლა საქართველოსა და რუსეთს შორის მოსკოვმა ცალმხრივად 2019 წელს შეწყვიტა. ამის საბაბი იყო თბილისში გამართული მასობრივი საპროტესტო აქციები საქართველოს პარლამენტის შენობაში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის სერგეი გავრილოვის გამოჩენის შემდეგ.