https://sputnik-georgia.com/20230701/-georgian-airways-------279164241.html
გაიაშვილი: Georgian Airways-ის წინააღმდეგ სანქციების დაწესება პოლიტიკური გადაწყვეტილებაა
გაიაშვილი: Georgian Airways-ის წინააღმდეგ სანქციების დაწესება პოლიტიკური გადაწყვეტილებაა
Sputnik საქართველო
უკრაინის პრეზიდენტმა Airways-სა და მის დირექტორ თამაზ გაიაშვილს სანქციები მას შემდეგ დაუწესა, რაც Georgian Airways-მა რუსეთში ფრენების განხორციელება დაიწყო 01.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-01T23:23+0400
2023-07-01T23:23+0400
2023-07-02T00:53+0400
ახალი ამბები
საქართველო
ავიამიმოსვლა საქართველოში
ავიამიმოსვლა საქართველო-რუსეთს შორის
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24466/77/244667759_117:0:1930:1020_1920x0_80_0_0_4653e5c85ca927f9b0dec3eeb368bf67.jpg
თბილისი, 1 ივლისი – Sputnik. ავიაკომპანია Georgian Airways-ის წინააღმდეგ სანქციების დაწესება პოლიტიკური და უსამართლო გადაწყვეტილებაა, განაცხადა კომპანიის დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა თამაზ გაიაშვილმა.უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განკარგულება ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ისა და მისი დირექტორის, თამაზ გაიაშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ ძალაში შაბათს შევიდა.ამასთან მან იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება სანქციების შემოღებაზე მყისიერ და ანალოგიურ პასუხს გასცემს.პარლამენტის სპიკერმა შალვა პაპუაშვილმა ავიაკომპანიის წინააღმდეგ სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება ქართველი ხალხის მიმართ უსამართლოა.უკრაინამ Georgian Airways-ს და მის დირექტორს სანქციები დაუწესა >>განკარგულების თანახმად, „ჯორჯიან ეარვეისი“ 10 წლის განმავლობაში ვერ შეძლებს უკრაინის ტერიტორიის გავლით აქტივების განკარგვას, სავაჭრო ოპერაციების განხორციელებას, ფრენების, მათ შორის ტრანზიტული ფრენების განხორციელებას და ქვეყნიდან კაპიტალის ექსპორტს.გარდა ამისა, ავიაკომპანიას გაუუქმდა ყველა ლიცენზია, მას ეკრძალება შესყიდვების განხორციელება და პრივატიზაციაში მონაწილეობა, ასევე უკრაინული ტექნოლოგიებისა და უკრაინის ინტელექტუალური საკუთრების გამოყენება.რაც შეეხება თამაზ გაიაშვილს, მის მიმართ სანქციები, მათ შორის სავაჭრო ოპერაციების აკრძალვა, აქტივების ბლოკირება, ასევე 10 წლის განმავლობაში იმოქმედებს.უკრაინამ სანქციებზე საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც Georgian Airways-მა რუსეთში ფრენების განხორციელება დაიწყო.2023 წლის მაისის შუა რიცხვებში რუსეთმა გააუქმა 2019 წელს დაწესებული პირდაპირი ავიამიმოსვლის აკრძალვა საქართველოსთან. გაუქმების შემდეგ პირველი რეისი რუსულმა ავიაკომპანია „აზიმუტმა“ 19 მაისს შეასრულა, ხოლო 20 მაისს მოსკოვში Georgian Airways-ის თვითმფრინავი გაფრინდა.ამ დროისათვის საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენის სურვილი ხუთმა ავიაკომპანიამ გამოთქვა.ავიამიმოსვლა საქართველოსა და რუსეთს შორის მოსკოვმა ცალმხრივად 2019 წელს შეწყვიტა. ამის საბაბი იყო თბილისში გამართული მასობრივი საპროტესტო აქციები საქართველოს პარლამენტის შენობაში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის სერგეი გავრილოვის გამოჩენის შემდეგ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24466/77/244667759_91:0:1911:1365_1920x0_80_0_0_c8acffffca1f5c0ff4c55ca3ee1a5312.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ავიამიმოსვლა საქართველოში, ავიამიმოსვლა საქართველო-რუსეთს შორის, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა
ახალი ამბები, საქართველო, ავიამიმოსვლა საქართველოში, ავიამიმოსვლა საქართველო-რუსეთს შორის, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა
გაიაშვილი: Georgian Airways-ის წინააღმდეგ სანქციების დაწესება პოლიტიკური გადაწყვეტილებაა
23:23 01.07.2023 (განახლებულია: 00:53 02.07.2023) უკრაინის პრეზიდენტმა Airways-სა და მის დირექტორ თამაზ გაიაშვილს სანქციები მას შემდეგ დაუწესა, რაც Georgian Airways-მა რუსეთში ფრენების განხორციელება დაიწყო
თბილისი, 1 ივლისი – Sputnik. ავიაკომპანია Georgian Airways-ის წინააღმდეგ სანქციების დაწესება პოლიტიკური და უსამართლო გადაწყვეტილებაა, განაცხადა კომპანიის დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა თამაზ გაიაშვილმა.
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განკარგულება ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ისა და მისი დირექტორის, თამაზ გაიაშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ ძალაში შაბათს შევიდა.
„მიმაჩნია, რომ უკრაინის მიერ სანქცირებულთა სიაში ჩემი ან ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ შეყვანა აბსურდი და უსამართლობაა. აქვე მინდა გამოვხატო წუხილი იმის გამო, რომ ამ გადაწყვეტილებას პოლიტიკური სარჩული აქვს. რუსეთში ფრენებს ახორციელებენ თურქეთის, არაბული სახელმწიფოების, ისრაელის, სომხეთის, აზერბაიჯანის, მთელი აზიისა და შუა აზიის ავიაკომპანიებიც, რომლებიც ასობით რეისს ასრულებენ, მაგრამ მათ სანქციების დაწესებას ვერ ჰკადრებენ“, - განაცხადა გაიაშვილმა.
ამასთან მან იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება სანქციების შემოღებაზე მყისიერ და ანალოგიურ პასუხს გასცემს.
პარლამენტის სპიკერმა შალვა პაპუაშვილმა ავიაკომპანიის წინააღმდეგ სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება ქართველი ხალხის მიმართ უსამართლოა.
განკარგულების თანახმად, „ჯორჯიან ეარვეისი“ 10 წლის განმავლობაში ვერ შეძლებს უკრაინის ტერიტორიის გავლით აქტივების განკარგვას, სავაჭრო ოპერაციების განხორციელებას, ფრენების, მათ შორის ტრანზიტული ფრენების განხორციელებას და ქვეყნიდან კაპიტალის ექსპორტს.
გარდა ამისა, ავიაკომპანიას გაუუქმდა ყველა ლიცენზია, მას ეკრძალება შესყიდვების განხორციელება და პრივატიზაციაში მონაწილეობა, ასევე უკრაინული ტექნოლოგიებისა და უკრაინის ინტელექტუალური საკუთრების გამოყენება.
რაც შეეხება თამაზ გაიაშვილს, მის მიმართ სანქციები, მათ შორის სავაჭრო ოპერაციების აკრძალვა, აქტივების ბლოკირება, ასევე 10 წლის განმავლობაში იმოქმედებს.
უკრაინამ სანქციებზე საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც Georgian Airways-მა რუსეთში ფრენების განხორციელება დაიწყო.
2023 წლის მაისის შუა რიცხვებში რუსეთმა გააუქმა 2019 წელს დაწესებული პირდაპირი ავიამიმოსვლის აკრძალვა საქართველოსთან. გაუქმების შემდეგ პირველი რეისი რუსულმა ავიაკომპანია „აზიმუტმა“ 19 მაისს შეასრულა, ხოლო 20 მაისს მოსკოვში Georgian Airways-ის თვითმფრინავი გაფრინდა.
ამ დროისათვის საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენის სურვილი ხუთმა ავიაკომპანიამ გამოთქვა.
ავიამიმოსვლა საქართველოსა და რუსეთს შორის მოსკოვმა ცალმხრივად 2019 წელს შეწყვიტა. ამის საბაბი იყო თბილისში გამართული მასობრივი საპროტესტო აქციები საქართველოს პარლამენტის შენობაში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის სერგეი გავრილოვის გამოჩენის შემდეგ.