https://sputnik-georgia.com/20230701/--georgian-airways--------279158718.html
უკრაინამ Georgian Airways-ს და მის დირექტორს სანქციები დაუწესა
უკრაინამ Georgian Airways-ს და მის დირექტორს სანქციები დაუწესა
Sputnik საქართველო
უკრაინამ სანქციებზე საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც Georgian Airways-მა რუსეთში ფრენების განხორციელება დაიწყო 01.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-01T16:46+0400
2023-07-01T16:46+0400
2023-07-02T00:45+0400
ახალი ამბები
საქართველო
ავიამიმოსვლა საქართველოში
სანქციები რუსეთის წინააღმდეგ
უკრაინა
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24737/49/247374938_0:0:3001:1688_1920x0_80_0_0_e802a4a7aa2a9e9d7ac8434d7c74199e.jpg
თბილისი, 1 ივლისი – Sputnik. უკრაინამ ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-სა და მის დირექტორ თამაზ გაიაშვილს სანქციები დაუწესა, უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის შესაბამისი განკარგულება უკვე ძალაში შევიდა.განკარგულების თანახმად, „ჯორჯიან ეარვეისი“ 10 წლის განმავლობაში ვერ შეძლებს უკრაინის ტერიტორიის გავლით აქტივების განკარგვას, სავაჭრო ოპერაციების განხორციელებას, ფრენების, მათ შორის ტრანზიტული ფრენების განხორციელებას და ქვეყნიდან კაპიტალის ექსპორტს.გარდა ამისა, ავიაკომპანიას გაუუქმდა ყველა ლიცენზია, მას ეკრძალება შესყიდვების განხორციელება და პრივატიზაციაში მონაწილეობა, ასევე უკრაინული ტექნოლოგიებისა და უკრაინის ინტელექტუალური საკუთრების გამოყენება.როდის დაიწყებს ავიაკომპანია Red Wings ფრენებს საქართველოში? >>რაც შეეხება თამაზ გაიაშვილს, მის მიმართ სანქციები, მათ შორის სავაჭრო ოპერაციების აკრძალვა, აქტივების ბლოკირება, ასევე 10 წლის განმავლობაში იმოქმედებს.უკრაინამ სანქციებზე საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც Georgian Airways-მა რუსეთში ფრენების განხორციელება დაიწყო.2023 წლის მაისის შუა რიცხვებში რუსეთმა გააუქმა 2019 წელს დაწესებული პირდაპირი ავიამიმოსვლის აკრძალვა საქართველოსთან. გაუქმების შემდეგ პირველი რეისი რუსულმა ავიაკომპანია „აზიმუტმა“ 19 მაისს შეასრულა, ხოლო 20 მაისს მოსკოვში Georgian Airways-ის თვითმფრინავი გაფრინდა.ამ დროისათვის საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენის სურვილი ხუთმა ავიაკომპანიამ გამოთქვა.ავიამიმოსვლა საქართველოსა და რუსეთს შორის მოსკოვმა ცალმხრივად 2019 წელს შეწყვიტა. ამის საბაბი იყო თბილისში გამართული მასობრივი საპროტესტო აქციები საქართველოს პარლამენტის შენობაში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის სერგეი გავრილოვის გამოჩენის შემდეგ.
საქართველო
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24737/49/247374938_0:0:2729:2047_1920x0_80_0_0_687f7894a2408a482d48b7e7ac1ef99d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ავიამიმოსვლა საქართველოში, სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, უკრაინა , პოლიტიკა
ახალი ამბები, საქართველო, ავიამიმოსვლა საქართველოში, სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, უკრაინა , პოლიტიკა
უკრაინამ Georgian Airways-ს და მის დირექტორს სანქციები დაუწესა
16:46 01.07.2023 (განახლებულია: 00:45 02.07.2023) უკრაინამ სანქციებზე საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც Georgian Airways-მა რუსეთში ფრენების განხორციელება დაიწყო
თბილისი, 1 ივლისი – Sputnik. უკრაინამ ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-სა და მის დირექტორ თამაზ გაიაშვილს სანქციები დაუწესა, უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის შესაბამისი განკარგულება უკვე ძალაში შევიდა.
განკარგულების თანახმად, „ჯორჯიან ეარვეისი“ 10 წლის განმავლობაში ვერ შეძლებს უკრაინის ტერიტორიის გავლით აქტივების განკარგვას, სავაჭრო ოპერაციების განხორციელებას, ფრენების, მათ შორის ტრანზიტული ფრენების განხორციელებას და ქვეყნიდან კაპიტალის ექსპორტს.
გარდა ამისა, ავიაკომპანიას გაუუქმდა ყველა ლიცენზია, მას ეკრძალება შესყიდვების განხორციელება და პრივატიზაციაში მონაწილეობა, ასევე უკრაინული ტექნოლოგიებისა და უკრაინის ინტელექტუალური საკუთრების გამოყენება.
რაც შეეხება თამაზ გაიაშვილს, მის მიმართ სანქციები, მათ შორის სავაჭრო ოპერაციების აკრძალვა, აქტივების ბლოკირება, ასევე 10 წლის განმავლობაში იმოქმედებს.
უკრაინამ სანქციებზე საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც Georgian Airways-მა რუსეთში ფრენების განხორციელება დაიწყო.
2023 წლის მაისის შუა რიცხვებში რუსეთმა გააუქმა 2019 წელს დაწესებული პირდაპირი ავიამიმოსვლის აკრძალვა საქართველოსთან. გაუქმების შემდეგ პირველი რეისი რუსულმა ავიაკომპანია „აზიმუტმა“ 19 მაისს შეასრულა, ხოლო 20 მაისს მოსკოვში Georgian Airways-ის თვითმფრინავი გაფრინდა.
ამ დროისათვის საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენის სურვილი ხუთმა ავიაკომპანიამ გამოთქვა.
ავიამიმოსვლა საქართველოსა და რუსეთს შორის მოსკოვმა ცალმხრივად 2019 წელს შეწყვიტა. ამის საბაბი იყო თბილისში გამართული მასობრივი საპროტესტო აქციები საქართველოს პარლამენტის შენობაში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის სერგეი გავრილოვის გამოჩენის შემდეგ.