https://sputnik-georgia.com/20230630/--red-wings----279143239.html
როდის დაიწყებს ავიაკომპანია Red Wings ფრენებს საქართველოში?
როდის დაიწყებს ავიაკომპანია Red Wings ფრენებს საქართველოში?
Sputnik საქართველო
ავიარეისები მარშრუტით მოსკოვი–ქუთაისი–მოსკოვი ოქტომბრის ბოლომდე კვირაში სამჯერ შესრულდება. 30.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-30T21:02+0400
2023-06-30T21:02+0400
2023-06-30T22:54+0400
საქართველო
რუსეთი
ქართულ–რუსული ურთიერთობები
ავიამიმოსვლა საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/1e/279138889_0:0:1600:901_1920x0_80_0_0_40801e4609441eab39b7b4389e1df4af.jpg
თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. რუსული ავიაკომპანია Red Wings პირდაპირი რეგულარული რეისების შესრულებას მოსკოვი–ქუთაისის მიმართულებით 10 ივლისს დაიწყებს, ნათქვამია კომპანიის ვებ-გვერდზე.ავიაგადამზიდი მოსკოვის „დომოდედოვოს“ აეროპორტიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში რეისებს შეასრულებს Superjet-100 სამგზავრო თვითმფრინავით. ფრენის დრო – 3 სთ და 40 წუთი.გარდა ამისა, 11 ივლისიდან ავიაკომპანია სოჭიდან თბილისის მიმართულებით პირდაპირ ფრენებსაც დაიწყებს. სოჭის აეროპორტიდან თვითმფრინავი 14:00 საათზე აფრინდება, თბილისში კი 16:20 საათზე დაჯდება. ფრენის დრო 1:20 საათი.2023 წლის მაისის შუა რიცხვებში რუსეთმა გააუქმა 2019 წელს დაწესებული პირდაპირი ავიამიმოსვლის აკრძალვა საქართველოსთან. გაუქმების შემდეგ პირველი რეისი რუსულმა ავიაკომპანია „აზიმუტმა“ 19 მაისს შეასრულა, ხოლო 20 მაისს მოსკოვში Georgian Airways-ის თვითმფრინავი გაფრინდა.ამ დროისათვის საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენის სურვილი ხუთმა ავიაკომპანიამ გამოთქვა.ავიამიმოსვლა საქართველოსა და რუსეთს შორის მოსკოვმა ცალმხრივად 2019 წელს შეწყვიტა. ამის საბაბი იყო თბილისში გამართული მასობრივი საპროტესტო აქციები საქართველოს პარლამენტის შენობაში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის სერგეი გავრილოვის გამოჩენის შემდეგ.ტურისტების რაოდენობამ რუსეთიდან 2022 წელს საქართველოში ჩამოსული უცხოელების საერთო რაოდენობის 20% შეადგინა, ხოლო 2023 წლის პირველ კვარტალში – 21,25%.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/1e/279138889_83:0:1503:1065_1920x0_80_0_0_0198d789e705da62918f57daebde2b03.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, რუსეთი, ქართულ–რუსული ურთიერთობები, ავიამიმოსვლა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, რუსეთი, ქართულ–რუსული ურთიერთობები, ავიამიმოსვლა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
როდის დაიწყებს ავიაკომპანია Red Wings ფრენებს საქართველოში?
21:02 30.06.2023 (განახლებულია: 22:54 30.06.2023) ავიარეისები მარშრუტით მოსკოვი–ქუთაისი–მოსკოვი ოქტომბრის ბოლომდე კვირაში სამჯერ შესრულდება.
თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. რუსული ავიაკომპანია Red Wings პირდაპირი რეგულარული რეისების შესრულებას მოსკოვი–ქუთაისის მიმართულებით 10 ივლისს დაიწყებს,
ნათქვამია კომპანიის ვებ-გვერდზე.
ავიაგადამზიდი მოსკოვის „დომოდედოვოს“ აეროპორტიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში რეისებს შეასრულებს Superjet-100 სამგზავრო თვითმფრინავით. ფრენის დრო – 3 სთ და 40 წუთი.
Red Wings-ის თვითმფრინავები მოსკოვი–ქუთაისი–მოსკოვის მარშრუტით ავიარეისებს კვირაში სამი სიხშირით შეასრულებენ: ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს. მოსკოვიდან თვითმფრინავი 18:50 საათზე აფრინდება. ბილეთების გაყიდვა ავიაკომპანიის ოფიციალურ გვერდზე უკვე დაწყებულია.
გარდა ამისა, 11 ივლისიდან ავიაკომპანია სოჭიდან თბილისის მიმართულებით პირდაპირ ფრენებსაც დაიწყებს. სოჭის აეროპორტიდან თვითმფრინავი 14:00 საათზე აფრინდება, თბილისში კი 16:20 საათზე დაჯდება. ფრენის დრო 1:20 საათი.
2023 წლის მაისის შუა რიცხვებში რუსეთმა გააუქმა 2019 წელს დაწესებული პირდაპირი ავიამიმოსვლის აკრძალვა საქართველოსთან. გაუქმების შემდეგ პირველი რეისი რუსულმა ავიაკომპანია „აზიმუტმა“ 19 მაისს შეასრულა, ხოლო 20 მაისს მოსკოვში Georgian Airways-ის თვითმფრინავი გაფრინდა.
ამ დროისათვის საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენის სურვილი ხუთმა ავიაკომპანიამ გამოთქვა.
ავიამიმოსვლა საქართველოსა და რუსეთს შორის მოსკოვმა ცალმხრივად 2019 წელს შეწყვიტა. ამის საბაბი იყო თბილისში გამართული მასობრივი საპროტესტო აქციები საქართველოს პარლამენტის შენობაში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის სერგეი გავრილოვის გამოჩენის შემდეგ.
ტურისტების რაოდენობამ რუსეთიდან 2022 წელს საქართველოში ჩამოსული უცხოელების საერთო რაოდენობის 20% შეადგინა, ხოლო 2023 წლის პირველ კვარტალში – 21,25%.