სააკაშვილის სარჩელი უკრაინის წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში დაუშვებლად ცნეს

© photo: Sputnik / Alexey Vitvitsky / გადასვლა მედიაბანკშიადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო  - Sputnik საქართველო, 1920, 29.06.2023
გამოწერა
თბილისი, 29 ივნისი – Sputnik. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაუშვებლად ცნო მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სარჩელი უკრაინის წინააღმდეგ მისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ, ნათქვამია „ტვიტერზე“ სტრასბურგის სასამართლოს განცხადებაში.
სარჩელში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ითხოვდა მისი უფლებების დარღვევის აღიარებას მისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევასთან და ქვეყნიდან გაძევებასთან დაკავშირებით.

„ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „სააკაშვილი უკრაინის წინააღმდეგ“ (საჩივარი №8113/18) გადაწყვეტილებაში ერთხმად გამოაცხადა განცხადება დაუშვებლად. გადაწყვეტილება საბოლოოა“, – ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.

საქმე ეხებოდა სააკაშვილის განცხადებას, რომელმაც 2015 წელს უკრაინაში ნატურალიზაცია მიიღო და შემდეგ აქტიურად მონაწილეობდა უკრაინის პოლიტიკაში.
სააკაშვილმა უფლებების სხვადასხვა დარღვევის შესახებ 2017 წელს განაცხადა, როდესაც მას უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს, ხოლო 2018 წელს, როდესაც მის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, ის დააკავეს და უკრაინიდან გააძევეს. სააკაშვილი აცხადებდა, რომ მის წინააღმდეგ დაირღვა ევროპული კონვენციის რამდენიმე მუხლი: მუხლი 3 (არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის აკრძალვა), 5§1 (თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლება), 6§2 (უდანაშაულობის პრეზუმფცია), 8 (პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება), 11 (შეკრების თავისუფლება), 13 (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება) და 18 (უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები).
სააკაშვილის მიმართ არაადამიანური მოპყრობა არ გამოვლენილა - რა დაადგინა გამოძიებამ>>
სასამართლომ დაადგინა, რომ ყველა სარჩელში, გარდა ერთისა, სააკაშვილმა არ გამოიყენა მისთვის ხელმისაწვდომი ყველა შიდასახელმწიფოებრივი საშუალება, ხოლო დანარჩენი პრეტენზიები – მე-13 მუხლის მიხედვით, აშკარად უსაფუძვლო იყო.
სასამართლომ აღნიშნა, რომ 2019 წლის მაისის შემდეგ, როდესაც სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა დაუბრუნდა და პოლიტიკური საქმიანობა განაახლა, მას არაფერი უშლიდა ხელს უკრაინაში საჩივრების შეტანაში.
სააკაშვილის მოქალაქეობა
2017 წლის ივლისის ბოლოს უკრაინის ექს-პრეზიდენტმა პიოტრ პოროშენკომ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა. მოტივი ის იყო, რომ პოლიტიკოსმა უკრაინული პასპორტის მიღებისას დამალა, რომ საქართველოში მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები იყო აღძრული.
მაშინ სააკაშვილი მოქალაქეობის არმქონე პირი გახდა, რადგან საქართველოს მოქალაქეობა მან უკრაინული მოქალაქეობის მიღების გამო 2015 წელს დაკარგა.
მრავალსერიანი ფილმივითაა - დეპუტატმა პოლიტიკაში სააკაშვილის დაბრუნება შეაფასა>>
2018 წლის თებერვალში სააკაშვილი უკრაინიდან პოლონეთში გააძევეს, რომლის ტერიტორიიდან მან 2017 წლის შემოდგომაზე მესაზღვრეების და სამართალდამცველების კორდონების გარღვევის შემდეგ უკრაინაში შეაღწია. კიევში დაბრუნება მან ახალი პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ მისთვის მოქალაქეობის დაბრუნების შემდეგ მოახერხა.
2020 წლის მაისში ზელენსკიმ სააკაშვილი უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშნა.
სააკაშვილის დაკავება და სისხლის სამართლის საქმეები
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
პაპუაშვილი: სააკაშვილმა საკუთარი რეპუტაცია თავად დაასამარა>>
ამავდროულად თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრისაქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
დაკავების დღიდან სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენ დროს ის კლინიკებში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ გორის ჰოსპიტალში, ხოლო 2022 წლის მაისიდან დღემდე ის კლინიკა „ვივამედშია".
ყველა ახალი ამბავი
0