https://sputnik-georgia.com/20230622/---------278859049.html
მრავალსერიანი ფილმივითაა - დეპუტატმა პოლიტიკაში სააკაშვილის დაბრუნება შეაფასა
მრავალსერიანი ფილმივითაა - დეპუტატმა პოლიტიკაში სააკაშვილის დაბრუნება შეაფასა
Sputnik საქართველო
მესამე სერიაში სააკაშვილი იტყვის, რომ მას საერთაშორისო იმპერიალისტური ძალები დევნიან, ივარაუდა დეპუტატმა. 22.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-22T23:16+0400
2023-06-22T23:16+0400
2023-06-22T23:16+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
მიხეილ სააკაშვილი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/0e/273041018_0:76:1280:796_1920x0_80_0_0_4c696dffabffa2fb8a76cd28696e965a.jpg
თბილისი, 22 ივნისი – Sputnik. საქართველოს მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ირგებს სხვადასხვა როლებს - წამებისა და მოწამვლის ობიექტიდან პოლიტიკაში დაბრუნებამდე, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ქადაგიშვილი ყოფილი პრეზიდენტის ქართულ პოლიტიკაში შესაძლო დაბრუნებას.სააკაშვილი 2022 წლის მაისიდან კლინიკა „ვივამედში" იმყოფება. მან 16 ივნისს სოციალური ქსელის თავის გვერდზე დაწერა, რომ მიუხედავად ჯანმრთელობის მდგომარეობისა, ქართულ პოლიტიკაში ძალიან აქტიურად ჩართვას აპირებს და პარალელურად მონაწილეობას მიიღებს უკრაინის პოლიტიკაში. სააკაშვილის თქმით, იგი ასევე ყველა სასამართლო პროცესზე დასწრებას აპირებს, თუ ამის ფიზიკური შესაძლებლობა ექნება.მესამე სერიაში სააკაშვილი იტყვის, რომ მას საერთაშორისო იმპერიალისტური ძალები დევნიან, ივარაუდა დეპუტატმა.„ეს არის მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკის მთელი სიუჟეტი“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.სააკაშვილის ლობისტური კამპანია საქართველოს წინააღმდეგ არის მიმართული - კალაძე>>>მაისის ბოლოს სტრასბურგის სასამართლომ „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" საქმეზე უარი უთხრა სააკაშვილს ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე. ამავდროულად სახელმწიფოს არ დაევალა ქვეყნის შიგნით სხვა სამედიცინო დაწესებულებაში მისი გადაყვანა. ამის შემდეგ სააკაშვილმა პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ განაცხადა.პატიმარი სააკაშვილისააკაშვილს მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. მისი ვადის ათვლა დაკავების დღიდან – 2021 წლის 1 ოქტომბრიდან დაიწყო. თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს კიდევ სამ საქმეს, რომელთა განაჩენმაც შეიძლება ექს-პრეზიდენტის პატიმრობის ვადის გაზრდაზე იმოქმედოს.განაჩენის მიხედვით, სააკაშვილს ეკრძალება რამე სახის სახელმწიფო თანამდებობის დაკავება. გარდა ამისა, კანონის მიხედვით, მას არ შეუძლია სათავეში ჩაუდგეს მის მიერ დაარსებულ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას", რადგანაც უკრაინის მოქალაქეა.ამასთან, ოპოზიციურ პარტიაში არ მალავენ, რომ წინასაარჩევნო კამპანიის და „ნაცმოძრაობის" პოლიტიკური დღის წესრიგის მთავარი ფსონი სააკაშვილის თემა იქნება.„შოუ, მასკარადი და ცირკი“ - პრემიერი ღარიბაშვილი სააკაშვილის საქციელზე>>>უფრო ადრე „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა არ გამორიცხა, რომ სააკაშვილი საქართველოს მთავრობის მეთაურის პოსტზე წარადგინონ. ამასთან, როგორც მან აღნიშნა, სააკაშვილის როლი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში უზარმაზარი იქნება.ხაბეიშვილის განცხადებაზე კომენტარისას მმართველ პარტია „ქართულ ოცნებაში" განაცხადეს, რომ სააკაშვილის შესაძლო პრემიერობას არასერიოზულად უყურებენ.სააკაშვილის დაბრუნებამ და მისმა დაპატიმრებამ 2021 წელს „ნაცმოძრაობას" მისცა საშუალება, რომ არჩევნებზე ყველაზე მაღალი შედეგები ეჩვენებინა 2012 წლის შემდეგ. ამასთან, ჯერ კიდევ 2023 წლის დასაწყისში ექს-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პოლიტიკიდან მიდის.დაკავების დღიდან სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენ დროს ის კლინიკებში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ გორის ჰოსპიტალში, ხოლო 2022 წლის მაისიდან დღემდე ის კლინიკა „ვივამედშია".
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/0e/273041018_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_73e1c82b8e2e421c2f3f5534ca124ab6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, მიხეილ სააკაშვილი
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, მიხეილ სააკაშვილი
მრავალსერიანი ფილმივითაა - დეპუტატმა პოლიტიკაში სააკაშვილის დაბრუნება შეაფასა
მესამე სერიაში სააკაშვილი იტყვის, რომ მას საერთაშორისო იმპერიალისტური ძალები დევნიან, ივარაუდა დეპუტატმა.
თბილისი, 22 ივნისი – Sputnik. საქართველოს მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ირგებს სხვადასხვა როლებს - წამებისა და მოწამვლის ობიექტიდან პოლიტიკაში დაბრუნებამდე, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ქადაგიშვილი ყოფილი პრეზიდენტის ქართულ პოლიტიკაში შესაძლო დაბრუნებას.
სააკაშვილი 2022 წლის მაისიდან კლინიკა „ვივამედში" იმყოფება. მან 16 ივნისს სოციალური ქსელის თავის გვერდზე დაწერა, რომ მიუხედავად ჯანმრთელობის მდგომარეობისა, ქართულ პოლიტიკაში ძალიან აქტიურად ჩართვას აპირებს და პარალელურად მონაწილეობას მიიღებს უკრაინის პოლიტიკაში. სააკაშვილის თქმით, იგი ასევე ყველა სასამართლო პროცესზე დასწრებას აპირებს, თუ ამის ფიზიკური შესაძლებლობა ექნება.
„სხვადასხვა როლი ჰქონდა მორგებული. წინა სერიაში იყო - მომწამლეს, მკლავენ და მაწამებენ, მაგრამ ამას სტრასბურგის სასამართლომ საბოლოოდ წერტილი დაუსვა. დღევანდელი სერიაა - დავბრუნდი პოლიტიკაში, პრემიერ-მინისტრი უნდა გავხდე და ა.შ.“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.
მესამე სერიაში სააკაშვილი იტყვის, რომ მას საერთაშორისო იმპერიალისტური ძალები დევნიან, ივარაუდა დეპუტატმა.
„ეს არის მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკის მთელი სიუჟეტი“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.
მაისის ბოლოს სტრასბურგის სასამართლომ „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" საქმეზე უარი უთხრა სააკაშვილს ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე. ამავდროულად სახელმწიფოს არ დაევალა ქვეყნის შიგნით სხვა სამედიცინო დაწესებულებაში მისი გადაყვანა. ამის შემდეგ სააკაშვილმა პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ განაცხადა.
სააკაშვილს მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. მისი ვადის ათვლა დაკავების დღიდან – 2021 წლის 1 ოქტომბრიდან დაიწყო. თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს კიდევ სამ საქმეს, რომელთა განაჩენმაც შეიძლება ექს-პრეზიდენტის პატიმრობის ვადის გაზრდაზე იმოქმედოს.
განაჩენის მიხედვით, სააკაშვილს ეკრძალება რამე სახის სახელმწიფო თანამდებობის დაკავება. გარდა ამისა, კანონის მიხედვით, მას არ შეუძლია სათავეში ჩაუდგეს მის მიერ დაარსებულ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას", რადგანაც უკრაინის მოქალაქეა.
ამასთან, ოპოზიციურ პარტიაში არ მალავენ, რომ წინასაარჩევნო კამპანიის და „ნაცმოძრაობის" პოლიტიკური დღის წესრიგის მთავარი ფსონი სააკაშვილის თემა იქნება.
უფრო ადრე „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა არ გამორიცხა, რომ სააკაშვილი საქართველოს მთავრობის მეთაურის პოსტზე წარადგინონ. ამასთან, როგორც მან აღნიშნა, სააკაშვილის როლი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში უზარმაზარი იქნება.
ხაბეიშვილის განცხადებაზე კომენტარისას მმართველ პარტია „ქართულ ოცნებაში" განაცხადეს, რომ სააკაშვილის შესაძლო პრემიერობას არასერიოზულად უყურებენ.
სააკაშვილის დაბრუნებამ და მისმა დაპატიმრებამ 2021 წელს „ნაცმოძრაობას" მისცა საშუალება, რომ არჩევნებზე ყველაზე მაღალი შედეგები ეჩვენებინა 2012 წლის შემდეგ. ამასთან, ჯერ კიდევ 2023 წლის დასაწყისში ექს-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პოლიტიკიდან მიდის.
დაკავების დღიდან სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენ დროს ის კლინიკებში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ გორის ჰოსპიტალში, ხოლო 2022 წლის მაისიდან დღემდე ის კლინიკა „ვივამედშია".