https://sputnik-georgia.com/20230708/-----279363398.html
პაპუაშვილი: სააკაშვილის დანაშაულებისთვის პასუხისმგებლობა „ნაცმოძრაობას“ ეკისრება
პაპუაშვილი: სააკაშვილის დანაშაულებისთვის პასუხისმგებლობა „ნაცმოძრაობას“ ეკისრება
Sputnik საქართველო
მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც სასჯელს პრეზიდენტობის პერიოდში ჩადენილი დანაშაულებისთვის იხდის, პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ განაცხადა. 08.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-08T23:50+0400
2023-07-08T23:50+0400
2023-07-09T08:56+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
საქართველოს პარლამენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/0d/265958284_0:96:1280:816_1920x0_80_0_0_58439c984cb748193d25ef3dc5418ce2.jpg
თბილისი, 8 ივლისი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ რადგან ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეალური ლიდერია, პარტია მის დანაშაულებზე პასუხისმგებელია.მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც სასჯელს პრეზიდენტობის პერიოდში ჩადენილი დანაშაულებისთვის იხდის, ივლისის შუა რიცხვებში პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ განაცხადა. მის მიერ დაფუძნებული პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ მისი გათავისუფლების მოთხოვნით სისტემატურად საპროტესტო აქციებს მართავს.სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. საქართველოში მისმა დაბრუნებამ დროებით გააძლიერა პარტიის მხარდაჭერა, თუმცა მალევე, სააკაშვილის დროინდელი თანამდებობის პირების აქტიურობის ფონზე, „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგმა კვლავ დაღმასვლა დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ პარტია რჩება ქვეყნის უდიდეს ოპოზიციურ ძალად, მისი რეიტინგი რამდენჯერმე დაბალია, ვიდრე მმართველი პარტიის.სააკაშვილს მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.ამასთან, თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/0d/265958284_54:80:1200:940_1920x0_80_0_0_39f17143e9749e619b2f571e5e369809.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, მიხეილ სააკაშვილი , საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , საქართველოს პარლამენტი
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, მიხეილ სააკაშვილი , საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , საქართველოს პარლამენტი
პაპუაშვილი: სააკაშვილის დანაშაულებისთვის პასუხისმგებლობა „ნაცმოძრაობას“ ეკისრება
23:50 08.07.2023 (განახლებულია: 08:56 09.07.2023) მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც სასჯელს პრეზიდენტობის პერიოდში ჩადენილი დანაშაულებისთვის იხდის, პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ განაცხადა.
თბილისი, 8 ივლისი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ რადგან ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეალური ლიდერია, პარტია მის დანაშაულებზე პასუხისმგებელია.
მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც სასჯელს პრეზიდენტობის პერიოდში ჩადენილი დანაშაულებისთვის იხდის, ივლისის შუა რიცხვებში პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ განაცხადა. მის მიერ დაფუძნებული პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ მისი გათავისუფლების მოთხოვნით სისტემატურად საპროტესტო აქციებს მართავს.
„ვხედავთ, რომ რეალურად, ამ პარტიის ფაქტობრივი, არაფაქტობრივი, ოფიციალური, თუ ფორმალური მთავარი ლიდერი იყო და რჩება მიხეილ სააკაშვილი. ვიდრე მას აღიქვამენ, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერად, ის დანაშაულები, რომლებიც მას აქვს ჩადენილი, რა თქმა უნდა, ვრცელდება მთლიანად „ნაციონალურ მოძრაობაზე“. პასუხისმგებლობა, რომელიც მიხეილ სააკაშვილს თავისი დანაშაულებისთვის აქვს ქართველი ხალხის წინაშე, თანაბარწილად ვრცელდება „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა აქტიური მონაწილისთვის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. საქართველოში მისმა დაბრუნებამ დროებით გააძლიერა პარტიის მხარდაჭერა, თუმცა მალევე, სააკაშვილის დროინდელი თანამდებობის პირების აქტიურობის ფონზე, „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგმა კვლავ დაღმასვლა დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ პარტია რჩება ქვეყნის უდიდეს ოპოზიციურ ძალად, მისი რეიტინგი რამდენჯერმე დაბალია, ვიდრე მმართველი პარტიის.
სააკაშვილს მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
ამასთან, თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.