https://sputnik-georgia.com/20230616/davitasvili-saq2artvelos-energetikis-gansakutrebuli-potenciali-aqvs-278660187.html
მინისტრი: საქართველოს განახლებადი ენერგეტიკის განსაკუთრებული პოტენციალი აქვს
მინისტრი: საქართველოს განახლებადი ენერგეტიკის განსაკუთრებული პოტენციალი აქვს
Sputnik საქართველო
საქართველოს მთავრობა ასევე ინტენსიურად მუშაობს ენერგეტიკულ პოლიტიკასა და რეფორმებზე, განაცხადა ლევან დავითაშვილმა. 16.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-16T21:47+0400
2023-06-16T21:47+0400
2023-06-16T23:10+0400
საქართველოს ენერგეტიკა
ენერგეტიკა
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/10/278657868_0:106:2049:1258_1920x0_80_0_0_9dea75de270b7955d7a1de66be82f7ac.jpg
თბილისი, 16 ივნისი – Sputnik. საქართველოს განახლებადი ენერგეტიკის განვითარების და მისი სწორად ათვისება-გამოყენების განსაკუთრებული პოტენციალი აქვს, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა თბილისში განახლებადი ენერგიის საინვესტიციო კონფერენციაზე.მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას განიხილა საერთაშორისო ტენდენციები განახლებადი ენერგეტიკის სფეროში და ამის გათვალისწინებით საქართველოს საინვესტიციო პოტენციალზე და მისი სწორად გამოყენების აუცილებლობაზე ისაუბრა. მისი თქმით, ეკონომიკისთვის, უსაფრთხოებისთვის და, ზოგადად, ქვეყნის განვითარებისთვის ენერგეტიკის როლი უმნიშვნელოვანესია.მინისტრის თქმით, საქართველოს არა მარტო შიდა – ჰიდროელექტროენერგიის, ქარის, მზის, ბიომასის და სხვადასხვა წყაროებიდან გენერაციის შესაძლებლობა გააჩნია, არამედ სხვადასხვა ალტერნატიული, ინოვაციური ენერგეტიკის მიმართულებების საშუალებაც.დავითაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს საიმისოდ, რომ გახდეს ე.წ. ენერგომაკუმულირებელი ცენტრი, სადაც თავს მოიყრის ჰიდროენერგია სხვადასხვა ქვეყნიდან, საქართველო კი შეიძლება იყოს სავაჭრო პლატფორმა.„ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, შესაბამისი, საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარება და სისტემების დანერგვა სჭირდება, რაზეც სახელმწიფო ძალიან აქტიურად მუშაობს“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.ენერგოდამოუკიდებლობა, როგორც პრიორიტეტი - საქართველოში ადგილობრივი გენერაცია გაგრძელდება>>როგორც დავითაშვილმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობა ასევე ინტენსიურად მუშაობს ენერგოპოლიტიკასა და იმ რეფორმებზე, რომლებიც საბოლოოდ ქვეყნის მდგრადი ენერგოსისტემის საფუძველი იქნება.როგორც მინისტრმა განაცხადა, სახელმწიფო მზად არის, იყოს ინვესტორი, პარტნიორი საერთაშორისო, ადგილობრივ ინვესტორებთან ერთად, რათა ქვეყანაში მსხვილმასშტაბიანი ენერგოპროექტები განვითარდეს და გამოჩნდეს სახელმწიფოს მკაფიო მხარდაჭერა ამ სექტორის მიმართ.ენერგეტიკული ბირჟაენერგეტიკული სექტორის რეფორმირებისა და ამ მხრივ სახელმწიფოს მნიშვნელოვანი როლის კონტექსტში დავითაშვილი ასევე შეეხო საქართველოში ელექტროენერგიის ბაზრის გახსნას 1 ივლისიდან, რაც ნიშნავს კონკურენტულ პირობებში ვაჭრობას ღია ბაზარზე.ახალი ენერგეტიკული ბირჟა ყოველდღიური ვაჭრობით საქართველოში, ბოლო შეთანხმებით, 2023 წლის 1 აპრილიდან უნდა ამოქმედებულიყო. სულ კი ელექტროენერგიის ბაზრის გახსნა აქამდე ხუთჯერ გადაიდო, რადგან, მათ შორის, ბაზრის მონაწილეები არ აღმოჩნდნენ მზად საათობრივი ვაჭრობისთვის.გადაიდება თუ არა ენერგობირჟის გახსნა მეექვსედ - სემეკის პასუხი>>თავისუფალი, კონკურენტუნარიანი და საათობრივი ელექტროენერგეტიკული ბაზრის დანერგვა არის იმ რეფორმის ნაწილი, რომელიც საქართველომ უნდა განახორციელოს ენერგეტიკულ თანამეგობრობაში გაერთიანების პირობების ფარგლებში.ბირჟის გახსნა საქართველოს საშუალებას მისცემს, მეტი ინვესტიცია მოიზიდოს ენერგეტიკის სფეროში. მეტიც, ელექტროენერგიის ფასების ფორმირების პროცესი უფრო გამჭვირვალე გახდება.სიახლის თანახმად, მომხმარებლებს შეუძლიათ წინა დღეს გააკეთონ განაცხადი მომდევნო დღის ენერგიის შესყიდვასთან დაკავშირებით. ბაზარზე იქნებიან ელექტროენერგიის მიმწოდებლები – ჰიდროელექტროსადგურები, თბოსადგურები, იმპორტიორები, რომელთაც ექნებათ ენერგია გასაყიდი, და საბაზრო ფასი მოთხოვნა–მიწოდების თანაფარდობის საფუძველზე ჩამოყალიბდება.თბილისში მდგრადი ენერგეტიკის დღე აღინიშნება>>საქართველოში პირველი ენერგეტიკული ბირჟა 2019 წელს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისა" და „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის" მონაწილეობით დაფუძნდა. თითოეულის წილი 50%-ია.ახალი ენერგეტიკული ბირჟა ყოველდღიური ვაჭრობის დანერგვასა და ოპერირებას საკონსულტაციო კომპანია Nord Pool Consulting-ის პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით განახორციელებს.ახალი სქემადავითაშვილის განცხადებით, შემუშავდა განახლებადი ენერგიის წყაროების მხარდაჭერის ახალი სქემა: სიმძლავრის აუქციონი და ფასთა სხვაობის შესახებ შეთანხმება.პირველი ასეთი აუქციონი უკვე წარმატებით დასრულდა და გამოვლინდა 27 გამარჯვებული პროექტი ჰიდრო, ქარის და მზის ელექტროსადგურების მშენებლობაზე.მთავრობის მიერ შემუშავებული მხარდაჭერის ახალი სქემა მოიცავს აუქციონის წესით მომდევნო სამი წლის განმავლობაში ჯამში 1.500 მგვტ სიმძლავრის ელექტროსადგურების მშენებლობის ხელშეწყობას.მთავრობის გეგმებშია დარგის დაჩქარებული განვითარება, რისთვისაც უახლოეს ორ–სამ წელიწადში 3–4 მილიარდი დოლარის ოდენობის ინვესტიციებს მოიზიდავენ.სქემა ითვალისწინებს სახელმწიფოს მხრიდან ენერგეტიკული პროექტების მხარდაჭერას ელექტროსადგურის ექსპლუატაციის დაწყებიდან 15 წლის განმავლობაში ფასთა შორის სხვაობის ე.წ. cfd ხელშეკრულებით.Cfd არის კონტრაქტი ფასების სხვაობაზე. მთავრობის მიერ შეთავაზებული მოდელი ითვალისწინებს სახელმწიფოს მხრიდან გარანტიებს განსაზღვრულ საკონტრაქტო ფასსა და საბაზრო ფასს შორის სხვაობის დაფარვით კომპანიებისთვის, რომლებიც უზრუნველყოფენ ახალი ელექტროსადგურების მშენებლობას საქართველოში. ეს ეხება ჰიდრორესურსებს, ასევე სხვა განახლებად რესურსებს, როგორიცაა მზისა და ქარის ენერგია.მიწისქვეშა კაბელი„მწვანე ენერგეტიკის განვითარების კიდევ ერთი სტიმული იქნება შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი, რომელიც ჩვენს რეგიონს ევროპის ბაზრებთან დააკავშირებს და რომელსაც მაღალი საერთაშორისო მხარდაჭერა აქვს“, – განაცხადა დავითაშვილმა.აზერბაიჯანის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობებმა 2022 წლის 17 დეკემბერს ხელი მოაწერეს შეთანხმებას „მწვანე ენერგეტიკისა და ტრანსპორტის განვითარების სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ“, რომელიც შავი ზღვის ფსკერზე ელექტროგადამცემი ხაზის გაყვანას ითვალისწინებს.რა ეტაპზეა შავი ზღვის ფსკერზე ელექტროკაბელის გაყვანის პროექტი: მინისტრის განმარტება>>თუ პროექტი განხორციელდება, ათასი მეგავატი სიმძლავრის 1195 კმ-იანი კაბელი საქართველოს აღმოსავლეთ ბალკანეთთან დააკავშირებს, რაც სამხრეთ კავკასიას და ევროპას საშუალებას მისცემს, ისარგებლონ ფართო საექსპორტო შესაძლებლობებით და განახორციელონ ელექტროენერგიის იმპორტი ელექტროენერგიის ბაზრის საათობრივი ფასების გათვალისწინებით.ენერგეტიკის განვითარებაექსპერტები ვარაუდობენ, რომ 2030 წლისთვის ელექტროენერგიის მოხმარება თითქმის 70%-ით გაიზრდება და 22 მლრდ კვტ/სთ-ს მიაღწევს. ამიტომ რეფორმების რეალიზაცია ენერგეტიკის სფეროში მთავრობის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ESCO) მონაცემებით, 2022 წელს საქართველომ მოიხმარა 14,8 მლრდ კვტ/სთ ელექტროენერგია, რაც 2021 წლის მონაცემებზე 3,8%-ით მეტია.საქართველოში 2023 წელს ახალი ელექტროსადგურები ამუშავდება>>გასულ წელს საქართველოში საკუთარი გამომუშავება 14,2 მლრდ კვტ/სთ იყო, რაც 2021 წლის მონაცემზე 12,7%-ით მეტია.გაზრდილი მოთხოვნის გამო საქართველოში ელექტროენერგიის დეფიციტის შევსება ხდებოდა მეზობელი ქვეყნებიდან განხორციელებული იმპორტის ხარჯზე. იმპორტმა 1,5 მლრდ კვტ/სთ-ზე მეტი შეადგინა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/10/278657868_114:0:1933:1364_1920x0_80_0_0_1bb171483d3b2cf8466db9359674942a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს ენერგეტიკა, ენერგეტიკა, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველო
საქართველოს ენერგეტიკა, ენერგეტიკა, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველო
მინისტრი: საქართველოს განახლებადი ენერგეტიკის განსაკუთრებული პოტენციალი აქვს
21:47 16.06.2023 (განახლებულია: 23:10 16.06.2023) საქართველოს მთავრობა ასევე ინტენსიურად მუშაობს ენერგეტიკულ პოლიტიკასა და რეფორმებზე, განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
თბილისი, 16 ივნისი – Sputnik. საქართველოს განახლებადი ენერგეტიკის განვითარების და მისი სწორად ათვისება-გამოყენების განსაკუთრებული პოტენციალი აქვს, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა თბილისში განახლებადი ენერგიის საინვესტიციო კონფერენციაზე.
მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას განიხილა საერთაშორისო ტენდენციები განახლებადი ენერგეტიკის სფეროში და ამის გათვალისწინებით საქართველოს საინვესტიციო პოტენციალზე და მისი სწორად გამოყენების აუცილებლობაზე ისაუბრა. მისი თქმით, ეკონომიკისთვის, უსაფრთხოებისთვის და, ზოგადად, ქვეყნის განვითარებისთვის ენერგეტიკის როლი უმნიშვნელოვანესია.
„დღევანდელი კონფერენციაც სწორედ ამ საკითხს ეძღვნება – განახლებადი ენერგიის წყაროებში ჩვენ რა საინვესტიციო პოტენციალი და შესაძლებლობები გვაქვს, როგორია მათი გამოყენების გზები და ფორმები“, – განაცხადა დავითაშვილმა.
მინისტრის თქმით, საქართველოს არა მარტო შიდა – ჰიდროელექტროენერგიის, ქარის, მზის, ბიომასის და სხვადასხვა წყაროებიდან გენერაციის შესაძლებლობა გააჩნია, არამედ სხვადასხვა ალტერნატიული, ინოვაციური ენერგეტიკის მიმართულებების საშუალებაც.
დავითაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს საიმისოდ, რომ გახდეს ე.წ. ენერგომაკუმულირებელი ცენტრი, სადაც თავს მოიყრის ჰიდროენერგია სხვადასხვა ქვეყნიდან, საქართველო კი შეიძლება იყოს სავაჭრო პლატფორმა.
„ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, შესაბამისი, საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარება და სისტემების დანერგვა სჭირდება, რაზეც სახელმწიფო ძალიან აქტიურად მუშაობს“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
როგორც დავითაშვილმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობა ასევე ინტენსიურად მუშაობს ენერგოპოლიტიკასა და იმ რეფორმებზე, რომლებიც საბოლოოდ ქვეყნის მდგრადი ენერგოსისტემის საფუძველი იქნება.
როგორც მინისტრმა განაცხადა, სახელმწიფო მზად არის, იყოს ინვესტორი, პარტნიორი საერთაშორისო, ადგილობრივ ინვესტორებთან ერთად, რათა ქვეყანაში მსხვილმასშტაბიანი ენერგოპროექტები განვითარდეს და გამოჩნდეს სახელმწიფოს მკაფიო მხარდაჭერა ამ სექტორის მიმართ.
ენერგეტიკული სექტორის რეფორმირებისა და ამ მხრივ სახელმწიფოს მნიშვნელოვანი როლის კონტექსტში დავითაშვილი ასევე შეეხო საქართველოში ელექტროენერგიის ბაზრის გახსნას 1 ივლისიდან, რაც ნიშნავს კონკურენტულ პირობებში ვაჭრობას ღია ბაზარზე.
ახალი ენერგეტიკული ბირჟა ყოველდღიური ვაჭრობით საქართველოში, ბოლო შეთანხმებით, 2023 წლის 1 აპრილიდან უნდა ამოქმედებულიყო. სულ კი ელექტროენერგიის ბაზრის გახსნა აქამდე ხუთჯერ გადაიდო, რადგან, მათ შორის, ბაზრის მონაწილეები არ აღმოჩნდნენ მზად საათობრივი ვაჭრობისთვის.
თავისუფალი, კონკურენტუნარიანი და საათობრივი ელექტროენერგეტიკული ბაზრის დანერგვა არის იმ რეფორმის ნაწილი, რომელიც საქართველომ უნდა განახორციელოს ენერგეტიკულ თანამეგობრობაში გაერთიანების პირობების ფარგლებში.
ბირჟის გახსნა საქართველოს საშუალებას მისცემს, მეტი ინვესტიცია მოიზიდოს ენერგეტიკის სფეროში. მეტიც, ელექტროენერგიის ფასების ფორმირების პროცესი უფრო გამჭვირვალე გახდება.
სიახლის თანახმად, მომხმარებლებს შეუძლიათ წინა დღეს გააკეთონ განაცხადი მომდევნო დღის ენერგიის შესყიდვასთან დაკავშირებით. ბაზარზე იქნებიან ელექტროენერგიის მიმწოდებლები – ჰიდროელექტროსადგურები, თბოსადგურები, იმპორტიორები, რომელთაც ექნებათ ენერგია გასაყიდი, და საბაზრო ფასი მოთხოვნა–მიწოდების თანაფარდობის საფუძველზე ჩამოყალიბდება.
საქართველოში პირველი ენერგეტიკული ბირჟა 2019 წელს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისა" და „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის" მონაწილეობით დაფუძნდა. თითოეულის წილი 50%-ია.
ახალი ენერგეტიკული ბირჟა ყოველდღიური ვაჭრობის დანერგვასა და ოპერირებას საკონსულტაციო კომპანია Nord Pool Consulting-ის პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით განახორციელებს.
დავითაშვილის განცხადებით, შემუშავდა განახლებადი ენერგიის წყაროების მხარდაჭერის ახალი სქემა: სიმძლავრის აუქციონი და ფასთა სხვაობის შესახებ შეთანხმება.
პირველი ასეთი აუქციონი უკვე წარმატებით დასრულდა და გამოვლინდა 27 გამარჯვებული პროექტი ჰიდრო, ქარის და მზის ელექტროსადგურების მშენებლობაზე.
„აუქციონის შედეგებმა გვიჩვენა, რომ საკმაოდ მაღალია დაინტერესება ინვესტორების მხრიდან და ჩვენ მიერ შეთავაზებული მხარდაჭერის სქემა მათთვის მისაღები და საინტერესოა“, – განაცხადა დავითაშვილმა.
მთავრობის მიერ შემუშავებული მხარდაჭერის ახალი სქემა მოიცავს აუქციონის წესით მომდევნო სამი წლის განმავლობაში ჯამში 1.500 მგვტ სიმძლავრის ელექტროსადგურების მშენებლობის ხელშეწყობას.
მთავრობის გეგმებშია დარგის დაჩქარებული განვითარება, რისთვისაც უახლოეს ორ–სამ წელიწადში 3–4 მილიარდი დოლარის ოდენობის ინვესტიციებს მოიზიდავენ.
სქემა ითვალისწინებს სახელმწიფოს მხრიდან ენერგეტიკული პროექტების მხარდაჭერას ელექტროსადგურის ექსპლუატაციის დაწყებიდან 15 წლის განმავლობაში ფასთა შორის სხვაობის ე.წ. cfd ხელშეკრულებით.
Cfd არის კონტრაქტი ფასების სხვაობაზე. მთავრობის მიერ შეთავაზებული მოდელი ითვალისწინებს სახელმწიფოს მხრიდან გარანტიებს განსაზღვრულ საკონტრაქტო ფასსა და საბაზრო ფასს შორის სხვაობის დაფარვით კომპანიებისთვის, რომლებიც უზრუნველყოფენ ახალი ელექტროსადგურების მშენებლობას საქართველოში. ეს ეხება ჰიდრორესურსებს, ასევე სხვა განახლებად რესურსებს, როგორიცაა მზისა და ქარის ენერგია.
„მწვანე ენერგეტიკის განვითარების კიდევ ერთი სტიმული იქნება შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი, რომელიც ჩვენს რეგიონს ევროპის ბაზრებთან დააკავშირებს და რომელსაც მაღალი საერთაშორისო მხარდაჭერა აქვს“, – განაცხადა დავითაშვილმა.
აზერბაიჯანის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობებმა 2022 წლის 17 დეკემბერს ხელი მოაწერეს შეთანხმებას „მწვანე ენერგეტიკისა და ტრანსპორტის განვითარების სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ“, რომელიც შავი ზღვის ფსკერზე ელექტროგადამცემი ხაზის გაყვანას ითვალისწინებს.
თუ პროექტი განხორციელდება, ათასი მეგავატი სიმძლავრის 1195 კმ-იანი კაბელი საქართველოს აღმოსავლეთ ბალკანეთთან დააკავშირებს, რაც სამხრეთ კავკასიას და ევროპას საშუალებას მისცემს, ისარგებლონ ფართო საექსპორტო შესაძლებლობებით და განახორციელონ ელექტროენერგიის იმპორტი ელექტროენერგიის ბაზრის საათობრივი ფასების გათვალისწინებით.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ 2030 წლისთვის ელექტროენერგიის მოხმარება თითქმის 70%-ით გაიზრდება და 22 მლრდ კვტ/სთ-ს მიაღწევს. ამიტომ რეფორმების რეალიზაცია ენერგეტიკის სფეროში მთავრობის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.
საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ESCO) მონაცემებით, 2022 წელს საქართველომ მოიხმარა 14,8 მლრდ კვტ/სთ ელექტროენერგია, რაც 2021 წლის მონაცემებზე 3,8%-ით მეტია.
გასულ წელს საქართველოში საკუთარი გამომუშავება 14,2 მლრდ კვტ/სთ იყო, რაც 2021 წლის მონაცემზე 12,7%-ით მეტია.
გაზრდილი მოთხოვნის გამო საქართველოში ელექტროენერგიის დეფიციტის შევსება ხდებოდა მეზობელი ქვეყნებიდან განხორციელებული იმპორტის ხარჯზე. იმპორტმა 1,5 მლრდ კვტ/სთ-ზე მეტი შეადგინა.