თბილისში მდგრადი ენერგეტიკის დღე აღინიშნება

© AP Photo / Godofredo A. Vásquezქარის ელექტროსადგური
ქარის ელექტროსადგური - Sputnik საქართველო, 1920, 15.06.2023
გამოწერა
განახლებადი ენერგიის წყაროებისადმი მიძღვნილი ღონისძიება საინტერესო იქნება როგორც უფროსებისთვის, ისე ბავშვებისთვის.
თბილისი, 15 ივნისი — Sputnik. საქართველოში მდგრადი ენერგეტიკის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება თბილისში, დედაენის პარკში 23 ივნისს გაიმართება, იუწყებიან ორგანიზატორები.
ღონისძიება 14:00 საათზე დაიწყება. სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ შემეცნებით, გასართობ და საგანმანათლებლო აქტივობებში განახლებადი ენერგიისა და ენერგოეფექტურობის შესახებ.
გარდა ამისა, ღონისძიების მონაწილეებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ ვორკ-შოფებში და ისწავლონ ენერგიის დაზოგვის ყოველდღიური პრაქტიკა, ასევე გაეცნონ კომპანიებს, რომლებიც აწარმოებენ ან ყიდიან ენერგოეფექტურ ტექნოლოგიებს.
ორგანიზატორების განცხადებით, ბავშვებს საშუალება ექნებათ მოუსმინონ საინტერესო ლექციებს, რაც მათ ცნობისმოყვარეობას გააღვიძებს და ხელს შეუწყობს გარემოსდაცვითი ცოდნის გაღრმავებას.
მათ ასევე შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ ინტერაქტიულ ექსპერიმენტებში, რაც ნათლად აჩვენებს ენერგიის დაზოგვის სარგებელს და დაეხმარება განახლებადი ენერგიის წყაროების შესახებ ცნობიერების ამაღლებას.
ღონისძიებას მომღერალი ელენე კალანდაძე გაუძღვება. დღის განმავლობაში სტუმრები მოისმენენ მუსიკოსისა და კომპოზიტორის ერეკლე გეწაძის შემოქმედებას. ღონისძიება დასრულდება ჯგუფ 4D Monster Lobsters-ის კონცერტით.
ღონისძიების ორგანიზატორები არიან სამხრეთ კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN), ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
ყველა ახალი ამბავი
0