https://sputnik-georgia.com/20230523/----------277941801.html
რა ეტაპზეა შავი ზღვის ფსკერზე ელექტროკაბელის გაყვანის პროექტი: მინისტრის განმარტება
რა ეტაპზეა შავი ზღვის ფსკერზე ელექტროკაბელის გაყვანის პროექტი: მინისტრის განმარტება
Sputnik საქართველო
მსოფლიო ბანკი შავი ზღვის ფსკერის დეტალური კვლევისთვის საქართველოს დამატებით 75 მლნ დოლარს გამოუყოფს. 23.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-23T18:21+0400
2023-05-23T18:21+0400
2023-05-23T21:46+0400
საქართველო
საქართველოს მთავრობა
საქართველოს ფინანსთა სამინიტრო
ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/17/277939834_0:157:2048:1310_1920x0_80_0_0_e25e15b5771a7481437a4b5ec8f02a19.jpg
თბილისი, 23 მაისი — Sputnik. შავი ზღვის ფსკერზე წყალქვეშა ელექტროკაბელის გაყვანის ისტორიული პროექტის შესწავლის ეტაპის ყველა კომპონენტი 2023 წლის ბოლოსთვის დასრულდება, განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.აზერბაიჯანის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობებმა 2022 წლის 17 დეკემბერს ხელი მოაწერეს შეთანხმებას „მწვანე ენერგეტიკისა და ტრანსპორტის განვითარების სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ“, რომელიც შავი ზღვის ფსკერზე ელექტროგადამცემი ხაზის გაყვანას ითვალისწინებს.შავი ზღვის ფსკერზე წყალქვეშა კაბელის გაყვანის პროექტი საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით და საქართველოსა და რუმინეთის გადამცემი სისტემის ოპერატორების „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" და „ტრანსელექტრიკის“ თანამშრომლობით განხორციელდება.ამ ეტაპზე „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ საკონსულტაციო კომპანია CESI-ს დახმარებით ახორციელებს პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას. სამომავლოდ პროექტის ფარგლებში ასევე ჩატარდება გარემოზე და სოციალური ზემოქმედების შეფასებისა და შავი ზღვის ფსკერის გეოფიზიკური და გეოტექნიკური კვლევები.ევროკავშირი შავი ზღვის გავლით ინტერნეტკაბელის გაყვანას გეგმავს>>>მათი მეშვეობით დადგინდება პროექტის პრაქტიკული განხორციელების შესაძლებლობები და საუკეთესო გზები. კომიტეტი განიხილავს CESI-ს მიერ მომზადებულ პრეზენტაციას, რომელიც ასახავს მიმდინარე და დაგეგმილ აქტივობებს ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევის ფარგლებში.პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ევროპისა და კავკასიის რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებას, განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარებას და გაზრდის სატრანზიტო შესაძლებლობებს.მსოფლიო ბანკი შავის ზღვის ფსკერის დეტალური კვლევისთვის საქართველოს დამატებით 75 მლნ დოლარს გამოუყოფს.თუ პროექტი განხორციელდება, ათასი მეგავატი სიმძლავრის 1195 კმ-იანი კაბელი საქართველოს აღმოსავლეთ ბალკანეთთან დააკავშირებს, რაც სამხრეთ კავკასიას და ევროპას საშუალებას მისცემს, ისარგებლონ ფართო საექსპორტო შესაძლებლობებით და განახორციელონ ელექტროენერგიის იმპორტი ელექტროენერგიის ბაზრის საათობრივი ფასების გათვალისწინებით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/17/277939834_118:0:1938:1365_1920x0_80_0_0_059313155b97894fbe12758406d513d2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს მთავრობა , საქართველოს ფინანსთა სამინიტრო, ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს მთავრობა , საქართველოს ფინანსთა სამინიტრო, ეკონომიკა, ახალი ამბები
რა ეტაპზეა შავი ზღვის ფსკერზე ელექტროკაბელის გაყვანის პროექტი: მინისტრის განმარტება
18:21 23.05.2023 (განახლებულია: 21:46 23.05.2023) მსოფლიო ბანკი შავი ზღვის ფსკერის დეტალური კვლევისთვის საქართველოს დამატებით 75 მლნ დოლარს გამოუყოფს.
თბილისი, 23 მაისი — Sputnik. შავი ზღვის ფსკერზე წყალქვეშა ელექტროკაბელის გაყვანის ისტორიული პროექტის შესწავლის ეტაპის ყველა კომპონენტი 2023 წლის ბოლოსთვის დასრულდება, განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.
აზერბაიჯანის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობებმა 2022 წლის 17 დეკემბერს ხელი მოაწერეს შეთანხმებას „მწვანე ენერგეტიკისა და ტრანსპორტის განვითარების სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ“, რომელიც შავი ზღვის ფსკერზე ელექტროგადამცემი ხაზის გაყვანას ითვალისწინებს.
„წლის ბოლოსთვის სრულად უნდა იქნას დასრულებული შესწავლის ეტაპის ყველა კომპონენტი და, შესაბამისად, ამის შემდგომ ჩვენ შევძლებთ გადავიდეთ კონკრეტულ ნაბიჯებზე როგორც დაფინანსების ნაწილში, ისე მივიღოთ გადაწყვეტილება შესრულების ტექნიკურ ნაწილთან და ფინანსურ სტრუქტურასთან მიმართებით", – განაცხადა ხუციშვილმა.
შავი ზღვის ფსკერზე წყალქვეშა კაბელის გაყვანის პროექტი საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით და საქართველოსა და რუმინეთის გადამცემი სისტემის ოპერატორების „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" და „ტრანსელექტრიკის“ თანამშრომლობით განხორციელდება.
ამ ეტაპზე „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ საკონსულტაციო კომპანია CESI-ს დახმარებით ახორციელებს პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას. სამომავლოდ პროექტის ფარგლებში ასევე ჩატარდება გარემოზე და სოციალური ზემოქმედების შეფასებისა და შავი ზღვის ფსკერის გეოფიზიკური და გეოტექნიკური კვლევები.
მათი მეშვეობით დადგინდება პროექტის პრაქტიკული განხორციელების შესაძლებლობები და საუკეთესო გზები. კომიტეტი განიხილავს CESI-ს მიერ მომზადებულ პრეზენტაციას, რომელიც ასახავს მიმდინარე და დაგეგმილ აქტივობებს ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევის ფარგლებში.
პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ევროპისა და კავკასიის რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებას, განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარებას და გაზრდის სატრანზიტო შესაძლებლობებს.
მსოფლიო ბანკი შავის ზღვის ფსკერის დეტალური კვლევისთვის საქართველოს დამატებით 75 მლნ დოლარს გამოუყოფს.
თუ პროექტი განხორციელდება, ათასი მეგავატი სიმძლავრის 1195 კმ-იანი კაბელი საქართველოს აღმოსავლეთ ბალკანეთთან დააკავშირებს, რაც სამხრეთ კავკასიას და ევროპას საშუალებას მისცემს, ისარგებლონ ფართო საექსპორტო შესაძლებლობებით და განახორციელონ ელექტროენერგიის იმპორტი ელექტროენერგიის ბაზრის საათობრივი ფასების გათვალისწინებით.