https://sputnik-georgia.com/20230608/dacinvis-rirsia-kalaze-evroparlamentarze-278396747.html
„დაცინვის ღირსია“ - კალაძემ ევროპარლამენტის დეპუტატის კრიტიკას უპასუხა
„დაცინვის ღირსია“ - კალაძემ ევროპარლამენტის დეპუტატის კრიტიკას უპასუხა
Sputnik საქართველო
ევროპარლამენტის დეპუტატი მიიჩნევს, რომ საქართველოს პროგრესი ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად აუცილებელი პირობების შესრულების მხრივ... 08.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-08T20:46+0400
2023-06-08T20:46+0400
2023-06-08T23:09+0400
პოლიტიკა
პოლიტიკა საქართველოში
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ახალი ამბები
საქართველო
ქართული ოპოზიცია
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
ქართული ოცნება
კახა კალაძე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/19/278016330_0:166:1600:1067_1920x0_80_0_0_8bdbc4193ece6f695c5cf06b90494bb1.jpg
თბილისი, 8 ივნისი – Sputnik. ევროპარლამენტის დეპუტატის მარინა კალიურანდის განცხადება საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად პირობების შესრულებასთან დაკავშირებით რეალობას არის მოწყვეტილი და დაცინვის ღირსია, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ.კალიურანდმა განაცხადა, რომ განცხადებები კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს მიერ 12 რეკომენდაციიდან 80%-ის შესრულებასთან დაკავშირებით კითხვებს ბადებს. მისი თქმით, საქართველოს პროგრესი 12 პირობის შესრულების კუთხით „ჯერ კიდევ არასრული და ნაწილობრივ ზედაპირულია“. როგორც ევროდეპუტატმა აღნიშნა, ეს ასევე მოქმედებს იმაზე, რომ „საქართველო უკრაინასა და მოლდოვას ზოგიერთი საკვანძო მიმართულებაში ჩამორჩება“.ეს განცხადებები გაკეთდა არა საქართველოს მთავრობის, არამედ ქვეყნის წინააღმდეგ, დაამატა მან.პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის საზღვრებს გარეთ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მომავალს მტრები ჰყავს.2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და ა.შ. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მიიღეს უკრაინამ და მოლდოვამ.დეპუტატი: საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე უარისთვის არგუმენტი არ არსებობს>>როგორც კალაძემ აღნიშნა, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებული ნებისმიერი პარამეტრი რომ ავიღოთ და შევადაროთ, აბსოლუტურად ყველა მიმართულებით შეიძლება დავინახოთ, რამდენად წინაა საქართველო უკრაინაზე და მოლდოვაზე ყველა მაჩვენებლით.თუმცა, პოლიტიკოსის თქმით, მათ არ გამოუვათ საქართველოში კონფრონტაციისა და რევოლუციის მოწყობა.მისი თქმით, საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას ყველაზე დიდი მომხრეები – ქვეყნის მოქალაქეები ჰყავს.„ქართულმა ოცნებამ" რეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობა ევროკავშირის უმაღლესი პოლიტიკური ორგანოს გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მალევე დაიწყო – 2022 წლის განმავლობაში შესწორებები ათობით კანონში შევიდა.ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ მუშაობა პრაქტიკულად ყველა მიმართულებით დამთავრდა, გარდა დეოლიგარქიზაციისა და სასამართლო რეფორმისა. ამასთან, ამ ორ საკითხზე მმართველი პარტია აქტიურად თანამშრომლობს ვენეციის კომისიასთან.მდინარაძე: ევროკავშირის პირობებიდან ერთ-ერთის შესრულება პრაქტიკულად შეუძლებელია>>ზოგიერთი ოპოზიციური პარტია, მათ შორის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, არ მონაწილეობს რეკომენდაციების განსახორციელებლად საჭირო პროექტების განხილვაში და ხელისუფლების მუშაობას ფიქციას უწოდებს.საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ დაადანაშაულა ოპოზიცია, რომ მისი მთავარი ამოცანაა ხელი შეუშალოს საქართველოს კანდიდატის სტატუსის მოპოვებაში ქვეყანაში შემდგომი დესტაბილიზაციისა და ხელისუფლების შეცვლის მიზნით.ჰერჩინსკი: საქართველომ კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად წლის ბოლომდე პროგრესი უნდა აჩვენოს>>საქართველო ევროკომისიის შუალედურ შეფასებას ზაფხულში ელოდება, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მისაღებად – წლის ბოლოს. სტატუსის მინიჭებას მხარი ერთხმად უნდა დაუჭიროს ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერმა.როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ამას წინათ განაცხადა, საქართველომ ამ საკითხზე უკვე მოიპოვა ევროკავშირის ზოგიერთი ლიდერის მხარდაჭერა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/19/278016330_240:205:1374:1055_1920x0_80_0_0_aa4cb1197768f9295c948839adffbab8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ახალი ამბები, საქართველო, ქართული ოპოზიცია, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , ქართული ოცნება , კახა კალაძე
პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ახალი ამბები, საქართველო, ქართული ოპოზიცია, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , ქართული ოცნება , კახა კალაძე
„დაცინვის ღირსია“ - კალაძემ ევროპარლამენტის დეპუტატის კრიტიკას უპასუხა
20:46 08.06.2023 (განახლებულია: 23:09 08.06.2023) ევროპარლამენტის დეპუტატი მიიჩნევს, რომ საქართველოს პროგრესი ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად აუცილებელი პირობების შესრულების მხრივ „ჯერ კიდევ არასრული და ნაწილობრივ ზედაპირულია“.
თბილისი, 8 ივნისი – Sputnik. ევროპარლამენტის დეპუტატის მარინა კალიურანდის განცხადება საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად პირობების შესრულებასთან დაკავშირებით რეალობას არის მოწყვეტილი და დაცინვის ღირსია, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ.
კალიურანდმა განაცხადა, რომ განცხადებები კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს მიერ 12 რეკომენდაციიდან 80%-ის შესრულებასთან დაკავშირებით კითხვებს ბადებს. მისი თქმით, საქართველოს პროგრესი 12 პირობის შესრულების კუთხით „ჯერ კიდევ არასრული და ნაწილობრივ ზედაპირულია“. როგორც ევროდეპუტატმა აღნიშნა, ეს ასევე მოქმედებს იმაზე, რომ „საქართველო უკრაინასა და მოლდოვას ზოგიერთი საკვანძო მიმართულებაში ჩამორჩება“.
„ნამდვილად ეტყობა, სხვა ქვეყანაზე საუბრობს და მე მგონი, საერთოდ აცდენილია რეალობას. სამწუხაროდ, ხშირია ისეთი შემთხვევები, როცა შეურაცხმყოფელ განცხადებებს ვისმენთ ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით“, – განაცხადა კალაძემ.
ეს განცხადებები გაკეთდა არა საქართველოს მთავრობის, არამედ ქვეყნის წინააღმდეგ, დაამატა მან.
პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის საზღვრებს გარეთ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მომავალს მტრები ჰყავს.
„ჯერ რას ნიშნავს „ზედაპირულად შესრულებულია“? ჩვენ ვთქვით, რომ 12-ვე რეკომენდაცია შესრულებული იქნება ივნისისთვის, პროცესი მიმდინარეობს. ნებისმიერი პარამეტრი ავიღოთ, უკრაინაზე არ ვსაუბრობ, მესმის... რაც ხდება უკრაინაში, მაგრამ როცა ეს კონკრეტული ადამიანი გამოდის და საუბრობს იმაზე, რომ საქართველო მოლდოვას ჩამორჩება, ეს ადამიანი, რბილად რომ ვთქვათ, დაცინვის ღირსია“, – განაცხადა კალაძემ.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და ა.შ. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მიიღეს უკრაინამ და მოლდოვამ.
როგორც კალაძემ აღნიშნა, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებული ნებისმიერი პარამეტრი რომ ავიღოთ და შევადაროთ, აბსოლუტურად ყველა მიმართულებით შეიძლება დავინახოთ, რამდენად წინაა საქართველო უკრაინაზე და მოლდოვაზე ყველა მაჩვენებლით.
„მაშინ, როცა არასწორი გადაწყვეტილება იყო მიღებული, როცა სტატუსი არ მოგვანიჭეს, ესეც ძალიან კარგად ვიცით, რისთვის იყო გაკეთებული – უნდოდათ, რომ ეს ქვეყნის შიგნით ხელისუფლების წინააღმდეგ პოლიტიკურად გამოეყენებინათ“, – აღნიშნა კალაძემ.
თუმცა, პოლიტიკოსის თქმით, მათ არ გამოუვათ საქართველოში კონფრონტაციისა და რევოლუციის მოწყობა.
მისი თქმით, საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას ყველაზე დიდი მომხრეები – ქვეყნის მოქალაქეები ჰყავს.
„ჩვენ ვართ ის მთავრობა, რომელიც ამ ქვეყნის ინტერესს ატარებს“, – განაცხადა კალაძემ.
„ქართულმა ოცნებამ" რეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობა ევროკავშირის უმაღლესი პოლიტიკური ორგანოს გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მალევე დაიწყო – 2022 წლის განმავლობაში შესწორებები ათობით კანონში შევიდა.
ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ მუშაობა პრაქტიკულად ყველა მიმართულებით დამთავრდა, გარდა დეოლიგარქიზაციისა და სასამართლო რეფორმისა. ამასთან, ამ ორ საკითხზე მმართველი პარტია აქტიურად თანამშრომლობს ვენეციის კომისიასთან.
ზოგიერთი ოპოზიციური პარტია, მათ შორის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, არ მონაწილეობს რეკომენდაციების განსახორციელებლად საჭირო პროექტების განხილვაში და ხელისუფლების მუშაობას ფიქციას უწოდებს.
საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ დაადანაშაულა ოპოზიცია, რომ მისი მთავარი ამოცანაა ხელი შეუშალოს საქართველოს კანდიდატის სტატუსის მოპოვებაში ქვეყანაში შემდგომი დესტაბილიზაციისა და ხელისუფლების შეცვლის მიზნით.
საქართველო ევროკომისიის შუალედურ შეფასებას ზაფხულში ელოდება, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მისაღებად – წლის ბოლოს. სტატუსის მინიჭებას მხარი ერთხმად უნდა დაუჭიროს ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერმა.
როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ამას წინათ განაცხადა, საქართველომ ამ საკითხზე უკვე მოიპოვა ევროკავშირის ზოგიერთი ლიდერის მხარდაჭერა.