https://sputnik-georgia.com/20230608/----------278383986.html
დეპუტატი: საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე უარისთვის არგუმენტი არ არსებობს
დეპუტატი: საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე უარისთვის არგუმენტი არ არსებობს
Sputnik საქართველო
საქართველო ევროკომისიის შუალედურ შეფასებას ზაფხულში ელოდება, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მისაღებად – წლის ბოლოს. 08.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-08T14:13+0400
2023-06-08T14:13+0400
2023-06-08T21:17+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ევროკავშირი
ქართული ოცნება
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/1c/249832428_0:91:1338:844_1920x0_80_0_0_f44fca53649aaed3f4d5cbbc56edd76c.jpg
თბილისი, 8 ივნისი — Sputnik. ობიექტური გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში საქართველო გარანტირებულად მიიღებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და ა.შ. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მიიღეს უკრაინამ და მოლდოვამ.პოლიტიკოსს მიაჩნია, რომ მოვლენების განვითარების როგორც პესიმისტურ, ისე ოპტიმისტურ სცენარებზე შეიძლება საუბარი.„ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციის ნაწილისა და სამოქალაქო სექტორის ერთი ნაწილის მხარდაჭერით რეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობა ევროკავშირის უმაღლესი პოლიტიკური ორგანოს გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მალევე დაიწყო – 2022 წლის განმავლობაში შესწორებები 80-ზე მეტ კანონში შევიდა.ჰერჩინსკი: საქართველომ კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად წლის ბოლომდე პროგრესი უნდა აჩვენოს>>>ზოგიერთი ოპოზიციური პარტია, მათ შორის უმსხვილესი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, არ მონაწილეობს რეკომენდაციების განსახორციელებლად საჭირო პროექტების განხილვაში და ხელისუფლების მუშაობას ფიქციას უწოდებს.საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ დაადანაშაულა ოპოზიცია, რომ მისი მთავარი ამოცანაა ხელი შეუშალოს საქართველოს კანდიდატის სტატუსის მოპოვებაში ქვეყანაში შემდგომი დესტაბილიზაციისა და ხელისუფლების შეცვლის მიზნით.საქართველო ევროკომისიის შუალედურ შეფასებას ზაფხულში ელოდება, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მისაღებად – წლის ბოლოს. სტატუსის მინიჭებას მხარი ერთხმად უნდა დაუჭიროს ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერმა.როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ამას წინათ განაცხადა, საქართველომ ამ საკითხზე უკვე მოიპოვა ევროკავშირის ზოგიერთი ლიდერის მხარდაჭერა.
საქართველო
ევროკავშირი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/1c/249832428_0:0:1245:934_1920x0_80_0_0_6db92fb9a0521b973c4e6ab325d003a3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი , ქართული ოცნება , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი , ქართული ოცნება , საზოგადოება, ახალი ამბები
დეპუტატი: საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე უარისთვის არგუმენტი არ არსებობს
14:13 08.06.2023 (განახლებულია: 21:17 08.06.2023) საქართველო ევროკომისიის შუალედურ შეფასებას ზაფხულში ელოდება, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მისაღებად – წლის ბოლოს.
თბილისი, 8 ივნისი — Sputnik. ობიექტური გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში საქართველო გარანტირებულად მიიღებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და ა.შ. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მიიღეს უკრაინამ და მოლდოვამ.
„თუ იქნება სამართლიანი, ობიექტური გადაწყვეტილება, საქართველო გარანტირებულად მიიღებს სტატუსს. არ არსებობს არგუმენტი, რის გამოც რეალურად საქართველომ სტატუსი შეიძლება ვერ მიიღოს“, – განაცხადა მდინარაძემ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში.
პოლიტიკოსს მიაჩნია, რომ მოვლენების განვითარების როგორც პესიმისტურ, ისე ოპტიმისტურ სცენარებზე შეიძლება საუბარი.
„მეტსაც ვიტყვი, და შეიძლება ცოტა გაუკვირდეთ ზოგიერთებს, მაგრამ მგონია, რომ ამის სითამამე უნდა გვეყოს და ვთქვათ: თუ ზოგიერთი ადამიანი, მაგალითად, „გლობალური ომის პარტიის" წარმომადგენლები დარწმუნდებიან, რომ სტატუსის ვერმიღებით საქართველოში სიტუაციას ვერ შეცვლიან, ანუ ხელისუფლებას ვერ შეცვლიან, უფრო მეტი შანსია, მივიღოთ სტატუსი", – განაცხადა მდინარაძემ.
„ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციის ნაწილისა და სამოქალაქო სექტორის ერთი ნაწილის მხარდაჭერით რეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობა ევროკავშირის უმაღლესი პოლიტიკური ორგანოს გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მალევე დაიწყო – 2022 წლის განმავლობაში შესწორებები 80-ზე მეტ კანონში შევიდა.
ზოგიერთი ოპოზიციური პარტია, მათ შორის უმსხვილესი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, არ მონაწილეობს რეკომენდაციების განსახორციელებლად საჭირო პროექტების განხილვაში და ხელისუფლების მუშაობას ფიქციას უწოდებს.
საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ დაადანაშაულა ოპოზიცია, რომ მისი მთავარი ამოცანაა ხელი შეუშალოს საქართველოს კანდიდატის სტატუსის მოპოვებაში ქვეყანაში შემდგომი დესტაბილიზაციისა და ხელისუფლების შეცვლის მიზნით.
საქართველო ევროკომისიის შუალედურ შეფასებას ზაფხულში ელოდება, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მისაღებად – წლის ბოლოს. სტატუსის მინიჭებას მხარი ერთხმად უნდა დაუჭიროს ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერმა.
როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ამას წინათ განაცხადა, საქართველომ ამ საკითხზე უკვე მოიპოვა ევროკავშირის ზოგიერთი ლიდერის მხარდაჭერა.