https://sputnik-georgia.com/20230607/hercinski-saqartvelom-saqartvelom-kandidatis-statusis-mosapoveblad-wlis-bolomde-progresi-unda-acvenos-278374375.html
ჰერჩინსკი: საქართველომ კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად წლის ბოლომდე პროგრესი უნდა აჩვენოს
ჰერჩინსკი: საქართველომ კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად წლის ბოლომდე პროგრესი უნდა აჩვენოს
Sputnik საქართველო
საქართველო ევროკომისიის საბოლოო გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მისაღებად წლის ბოლოს ელოდება 07.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-07T22:44+0400
2023-06-07T22:44+0400
2023-06-07T22:44+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ევროკომისია
ევროკავშირი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/01/277230701_0:127:2048:1280_1920x0_80_0_0_e52a2a22495cde551a2beb619dd6a422.jpg
თბილისი, 7 ივნისი – Sputnik. საქართველომ, წლის ბოლოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოსაპოვებლად, 12 პირობის შესასრულებლად დარჩენილი დრო დიდი პროგრესის მისაღწევად უნდა გამოიყენოს, განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ.2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა პოლიტიკურ პარტიებს შორის თანამშრომლობის უზრუნველყოფის გზით.დიპლომატმა განაცხადა, რომ ახლა ევროკომისია დასკვნას ამზადებს.„ეს ანგარიში, რომელშიც რეკომენდაციებიც იქნება მოცემული, ოქტომბერში გამოქვეყნდება. შემდეგ კი, უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე, ევროკავშირის წევრი 27 სახელმწიფოს ლიდერი - პრეზიდენტები და პრემიერ-მინისტრები - წლის ბოლოს შეხვდებიან და გადაწყვეტენ რა შემდგომი ნაბიჯები უნდა გადაიდგას საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადთან დაკავშირებით“, - განაცხადა ჰარცელმა.„ქართულმა ოცნებამ" რეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობა ევროკავშირის უმაღლესი პოლიტიკური ორგანოს გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მალევე დაიწყო – 2022 წლის განმავლობაში შესწორებები ათობით კანონში შევიდა.„გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს" - ევროკავშირის ელჩი >>საქართველო ევროკომისიის შუალედურ შეფასებას ზაფხულში ელოდება, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მისაღებად – წლის ბოლოს. სტატუსის მინიჭებას მხარი ერთხმად უნდა დაუჭიროს ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერმა.როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, საქართველომ ამ საკითხზე უკვე მოიპოვა ევროკავშირის ზოგიერთი ლიდერის მხარდაჭერა.
საქართველო
ევროკავშირი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/01/277230701_282:115:1948:1365_1920x0_80_0_0_b38d1cdb1702cc8ff78302680bdec209.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკომისია, ევროკავშირი
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკომისია, ევროკავშირი
ჰერჩინსკი: საქართველომ კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად წლის ბოლომდე პროგრესი უნდა აჩვენოს
საქართველო ევროკომისიის საბოლოო გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მისაღებად წლის ბოლოს ელოდება
თბილისი, 7 ივნისი – Sputnik. საქართველომ, წლის ბოლოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოსაპოვებლად, 12 პირობის შესასრულებლად დარჩენილი დრო დიდი პროგრესის მისაღწევად უნდა გამოიყენოს, განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა პოლიტიკურ პარტიებს შორის თანამშრომლობის უზრუნველყოფის გზით.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წლის ბოლომდე დარჩენილი დრო გამოყენებული იქნას 12 პრიორიტეტზე რაც შეიძლება მეტი პროგრესის მისაღწევად. აგრეთვე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოდან კარგი ამბები მოდიოდეს“, - აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა.
დიპლომატმა განაცხადა, რომ ახლა ევროკომისია დასკვნას ამზადებს.
„ეს ანგარიში, რომელშიც რეკომენდაციებიც იქნება მოცემული, ოქტომბერში გამოქვეყნდება. შემდეგ კი, უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე, ევროკავშირის წევრი 27 სახელმწიფოს ლიდერი - პრეზიდენტები და პრემიერ-მინისტრები - წლის ბოლოს შეხვდებიან და გადაწყვეტენ რა შემდგომი ნაბიჯები უნდა გადაიდგას საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადთან დაკავშირებით“, - განაცხადა ჰარცელმა.
„ქართულმა ოცნებამ" რეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობა ევროკავშირის უმაღლესი პოლიტიკური ორგანოს გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მალევე დაიწყო – 2022 წლის განმავლობაში შესწორებები ათობით კანონში შევიდა.
საქართველო ევროკომისიის შუალედურ შეფასებას ზაფხულში ელოდება, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მისაღებად – წლის ბოლოს. სტატუსის მინიჭებას მხარი ერთხმად უნდა დაუჭიროს ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერმა.
როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, საქართველომ ამ საკითხზე უკვე მოიპოვა ევროკავშირის ზოგიერთი ლიდერის მხარდაჭერა.