„გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს" - ევროკავშირის ელჩი

© courtesy of European Union in Georgiaპაველ ჰერჩინსკი
პაველ ჰერჩინსკი - Sputnik საქართველო, 1920, 06.06.2023
გამოწერა
საქართველო ევროკომისიის საბოლოო გადაწყვეტილებას ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით წლის ბოლოს ელოდება.
თბილისი, 6 ივნისი — Sputnik. ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ იმედი გამოთქვა, რომ საქართველო ევროკავშირში შესვლის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს მიიღებს.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და ა.შ.
„თუ მეკითხებით ჩემს პირად მოსაზრებას, გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს, მაგრამ გადაწყვეტილება არის 27 წევრი ქვეყნის ხელში უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე", - განუცხადა ჟურნალისტებს ჰერჩინსკიმ.
ამ ეტაპზე ევროკომისია ე.წ. გაფართოების ანგარიშზე მუშაობს, რაც მრავალ სხვადასხვა, მათ შორის, საქართველოს ხელისუფლებისგან მიღებულ ინფორმაციაზეა დაფუძნებული. ელჩის თქმით, დოკუმენტი 2023 წლის ოქტომბერში გამოქვეყნდება.
„აქედან გამომდინარე, ჯერ კიდევ გვაქვს გარკვეული დრო იმისთვის, რათა უზრუნველვყოთ მაქსიმალური პროგრესი 12 პრიორიტეტთან დაკავშირებით და შემდეგ ყველაფერი დამოკიდებული იქნება 27 წევრ ქვეყანაზე, უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე, პრეზიდენტებისა და პრემიერების დონეზე, გადაწყვიტონ, რა იქნება შემდგომი ნაბიჯები საქართველოსთან დაკავშირებით", - აღნიშნა ელჩმა.
ილია დარჩიაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 02.06.2023
დარჩიაშვილი: ევროინტეგრაციის პროცესში ყველამ თავისი წილი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს
„ქართულმა ოცნებამ" რეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობა ევროკავშირის უმაღლესი პოლიტიკური ორგანოს გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მალევე დაიწყო – 2022 წლის განმავლობაში შესწორებები 80-ზე მეტ კანონში შევიდა.
საქართველო ევროკომისიის შუალედურ შეფასებას ზაფხულში ელოდება, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მისაღებად – წლის ბოლოს. სტატუსის მინიჭებას მხარი ერთხმად უნდა დაუჭიროს ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერმა.
ყველა ახალი ამბავი
0