https://sputnik-georgia.com/20230608/--------278387961.html
მდინარაძე: ევროკავშირის პირობებიდან ერთ-ერთის შესრულება პრაქტიკულად შეუძლებელია
მდინარაძე: ევროკავშირის პირობებიდან ერთ-ერთის შესრულება პრაქტიკულად შეუძლებელია
Sputnik საქართველო
საქართველო ევროკომისიის შუალედურ შეფასებას ზაფხულში ელოდება, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მისაღებად – წლის ბოლოს. 08.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-08T17:00+0400
2023-06-08T17:00+0400
2023-06-08T22:08+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
საზოგადოება
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/10/250625585_0:58:2400:1408_1920x0_80_0_0_e7b6c4e81f0c08fe5dd6a57cd4107f7b.jpg
თბილისი, 8 ივნისი — Sputnik. კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოსაპოვებლად თითქმის შეუძლებელია შესრულდეს ევროკავშირის ერთ-ერთი პირობა – დეპოლარიზაცია, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა პოლიტიკურ პარტიებს შორის თანამშრომლობის უზრუნველყოფის გზით.პოლარიზაციის ხარისხის გასაღრმავებლად ოპოზიცია ყველაფრის, მათ შორის შეურაცხყოფის და პირადი თავდასხმების უფლებას აძლევს თავს, აღნიშნა დეპუტატმა.მისი თქმით, ახლა არ არის დრო იმის გასარკვევად, ვინ არის ხელისუფლებაში და არც გარედან მომდინარე დავალებების დრო არ არის. „მოდით, ყველამ ვთქვათ, რომ ამ მოცემულობაში, ამ ხელისუფლების პირობებში, ამ რეალური კრიტერიუმებით... საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს და თუ გარედან დასაყრდენი მათ არ ექნებათ, პრაქტიკულად აბსოლუტური გარანტია არის, რომ ჩვენმა ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. მაგრამ ისინი ამას არ აკეთებენ“, – აღნიშნა მდინარაძემ.როგორც ადრე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, თუ საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, გადაიჭრება პოლარიზაციის საკითხიც, რომელიც სტატუსის მოსაპოვებლად ერთ-ერთი პირობაა.პრემიერი: ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად ერთი პირობის შესრულება დაგვრჩა>>>„ქართულმა ოცნებამ" რეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობა ევროკავშირის უმაღლესი პოლიტიკური ორგანოს გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მალევე დაიწყო – 2022 წლის განმავლობაში შესწორებები 80-ზე მეტ კანონში შევიდა.ზოგიერთი ოპოზიციური პარტია, მათ შორის უმსხვილესი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, არ მონაწილეობს რეკომენდაციების განსახორციელებლად საჭირო პროექტების განხილვაში და ხელისუფლების მუშაობას ფიქციას უწოდებს.საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ დაადანაშაულა ოპოზიცია, რომ მისი მთავარი ამოცანაა ხელი შეუშალოს საქართველოს კანდიდატის სტატუსის მოპოვებაში ქვეყანაში შემდგომი დესტაბილიზაციისა და ხელისუფლების შეცვლის მიზნით.საქართველო ევროკომისიის შუალედურ შეფასებას ზაფხულში ელოდება, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მისაღებად – წლის ბოლოს. სტატუსის მინიჭებას მხარი ერთხმად უნდა დაუჭიროს ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერმა.როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ამას წინათ განაცხადა, საქართველომ ამ საკითხზე უკვე მოიპოვა ევროკავშირის ზოგიერთი ლიდერის მხარდაჭერა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/10/250625585_0:0:2133:1600_1920x0_80_0_0_e0d2616f08cae416e1ff8d65e2c12bef.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საზოგადოება, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საზოგადოება, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ახალი ამბები
მდინარაძე: ევროკავშირის პირობებიდან ერთ-ერთის შესრულება პრაქტიკულად შეუძლებელია
17:00 08.06.2023 (განახლებულია: 22:08 08.06.2023) საქართველო ევროკომისიის შუალედურ შეფასებას ზაფხულში ელოდება, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მისაღებად – წლის ბოლოს.
თბილისი, 8 ივნისი — Sputnik. კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოსაპოვებლად თითქმის შეუძლებელია შესრულდეს ევროკავშირის ერთ-ერთი პირობა – დეპოლარიზაცია, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა პოლიტიკურ პარტიებს შორის თანამშრომლობის უზრუნველყოფის გზით.
„ფაქტია, რომ დეპოლარიზაციის პუნქტის შესრულება პრაქტიკულად შეუძლებელია, მას კიდევ უფრო აღრმავებენ და, სამწუხაროდ, ხდება მისი წახალისებაც", – განაცხადა მდინარაძემ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში.
პოლარიზაციის ხარისხის გასაღრმავებლად ოპოზიცია ყველაფრის, მათ შორის შეურაცხყოფის და პირადი თავდასხმების უფლებას აძლევს თავს, აღნიშნა დეპუტატმა.
„ასეთი დამოკიდებულება აღრმავებს პოლარიზაციას. ზოგჯერ ისინი დედის გინებაზე გადმოდიან ხოლმე... ყველა წითელ ხაზს კვეთენ, ყველა სიბინძურეს კადრულობენ პოლარიზაციის ხარისხის გასაღრმავებლად", – განაცხადა მდინარაძემ.
მისი თქმით, ახლა არ არის დრო იმის გასარკვევად, ვინ არის ხელისუფლებაში და არც გარედან მომდინარე დავალებების დრო არ არის.
„მოდით, ყველამ ვთქვათ, რომ ამ მოცემულობაში, ამ ხელისუფლების პირობებში, ამ რეალური კრიტერიუმებით... საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს და თუ გარედან დასაყრდენი მათ არ ექნებათ, პრაქტიკულად აბსოლუტური გარანტია არის, რომ ჩვენმა ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. მაგრამ ისინი ამას არ აკეთებენ“, – აღნიშნა მდინარაძემ.
როგორც ადრე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, თუ საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, გადაიჭრება პოლარიზაციის საკითხიც, რომელიც სტატუსის მოსაპოვებლად ერთ-ერთი პირობაა.
„ქართულმა ოცნებამ" რეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობა ევროკავშირის უმაღლესი პოლიტიკური ორგანოს გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მალევე დაიწყო – 2022 წლის განმავლობაში შესწორებები 80-ზე მეტ კანონში შევიდა.
ზოგიერთი ოპოზიციური პარტია, მათ შორის უმსხვილესი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, არ მონაწილეობს რეკომენდაციების განსახორციელებლად საჭირო პროექტების განხილვაში და ხელისუფლების მუშაობას ფიქციას უწოდებს.
საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ დაადანაშაულა ოპოზიცია, რომ მისი მთავარი ამოცანაა ხელი შეუშალოს საქართველოს კანდიდატის სტატუსის მოპოვებაში ქვეყანაში შემდგომი დესტაბილიზაციისა და ხელისუფლების შეცვლის მიზნით.
საქართველო ევროკომისიის შუალედურ შეფასებას ზაფხულში ელოდება, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მისაღებად – წლის ბოლოს. სტატუსის მინიჭებას მხარი ერთხმად უნდა დაუჭიროს ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერმა.
როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ამას წინათ განაცხადა, საქართველომ ამ საკითხზე უკვე მოიპოვა ევროკავშირის ზოგიერთი ლიდერის მხარდაჭერა.