https://sputnik-georgia.com/20230606/premieri-evrokavsiris-kandidatis-statusis-misarebad-erti-pirobid-sesruleba-dagvrca-278333033.html
პრემიერი: ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად ერთი პირობის შესრულება დაგვრჩა
პრემიერი: ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად ერთი პირობის შესრულება დაგვრჩა
Sputnik საქართველო
საქართველო ევროკომისიის შუალედურ შეფასებას ზაფხულში ელოდება, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მისაღებად – წლის ბოლოს. 06.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-06T19:20+0400
2023-06-06T19:20+0400
2023-06-06T19:20+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ევროკავშირი
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23402/95/234029581_0:163:3060:1884_1920x0_80_0_0_d0d87a691a92cea48691e9dd5af13fa5.jpg
თბილისი, 6 ივნისი – Sputnik. საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად 12 რეკომენდაციიდან ერთის შესრულება დარჩა - ესაა პოლარიზაციის საკითხის გადაჭრა, განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა პოლიტიკურ პარტიებს შორის თანამშრომლობის უზრუნველყოფის გზით.ამასთან პრემიერმა აღნიშნა, რომ ამ საკითხის გადაჭრასთან დაკავშირებით საკუთარი ხედვა გააჩნია.„მე ჩემი პოზიცია მაქვს. მე აქაც და ევროპელ პარტნიორებთანაც საჯაროდ ვთქვი, რომ თუ ჩვენს ევროპელ მეგობრებს რეალურად სურთ პოლარიზაციის დასრულება, ან მისი შემცირება და მინიმუმზე დაყვანა, კანდიდატის სტატუსი უნდა მოგვცენ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.„ქართულმა ოცნებამ" რეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობა ევროკავშირის უმაღლესი პოლიტიკური ორგანოს გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მალევე დაიწყო – 2022 წლის განმავლობაში შესწორებები 80-ზე მეტ კანონში შევიდა.„გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს" - ევროკავშირის ელჩი >>ამ ორ პროექტზე მმართველი პარტია აქტიურად თანამშრომლობდა ევროკავშირის ინსტიტუტებთან და წევრ ქვეყნებთან, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისთან (OSCE/ODIHR), ასევე ვენეციის კომისიასთან და მის დასკვნებს ელოდებოდა.ზოგიერთი ოპოზიციური პარტია, მათ შორის უმსხვილესი ოპოზიციური ფრაქცია, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, არ მონაწილეობს რეკომენდაციების განსახორციელებლად საჭირო პროექტების განხილვაში და ხელისუფლების მუშაობას ფიქციას უწოდებს.საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ დაადანაშაულა ოპოზიცია, რომ მისი მთავარი ამოცანაა ხელი შეუშალოს საქართველოს კანდიდატის სტატუსის მოპოვებაში ქვეყანაში შემდგომი დესტაბილიზაციისა და ხელისუფლების შეცვლის მიზნით.საქართველო ევროკომისიის შუალედურ შეფასებას ზაფხულში ელოდება, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მისაღებად – წლის ბოლოს. სტატუსის მინიჭებას მხარი ერთხმად უნდა დაუჭიროს ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერმა.როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, საქართველომ ამ საკითხზე უკვე მოიპოვა ევროკავშირის ზოგიერთი ლიდერის მხარდაჭერა.
საქართველო
ევროკავშირი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23402/95/234029581_165:0:2896:2048_1920x0_80_0_0_2555fae0d91eee55d560dc15ba304c94.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი , საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი , საქართველოს პრემიერ–მინისტრი
პრემიერი: ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად ერთი პირობის შესრულება დაგვრჩა
საქართველო ევროკომისიის შუალედურ შეფასებას ზაფხულში ელოდება, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მისაღებად – წლის ბოლოს.
თბილისი, 6 ივნისი – Sputnik. საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად 12 რეკომენდაციიდან ერთის შესრულება დარჩა - ესაა პოლარიზაციის საკითხის გადაჭრა, განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა პოლიტიკურ პარტიებს შორის თანამშრომლობის უზრუნველყოფის გზით.
„დესტრუქციულ ოპოზიციას არავითარი მონაწილეობა არ მიუღია ამ სამუშაო ჯგუფებში, რომლებიც ჩვენ შევქმენით. გვრჩება ერთადერთი - პოლარიზაციის დასრულება“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
ამასთან პრემიერმა აღნიშნა, რომ ამ საკითხის გადაჭრასთან დაკავშირებით საკუთარი ხედვა გააჩნია.
„მე ჩემი პოზიცია მაქვს. მე აქაც და ევროპელ პარტნიორებთანაც საჯაროდ ვთქვი, რომ თუ ჩვენს ევროპელ მეგობრებს რეალურად სურთ პოლარიზაციის დასრულება, ან მისი შემცირება და მინიმუმზე დაყვანა, კანდიდატის სტატუსი უნდა მოგვცენ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
„ქართულმა ოცნებამ" რეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობა ევროკავშირის უმაღლესი პოლიტიკური ორგანოს გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მალევე დაიწყო – 2022 წლის განმავლობაში შესწორებები 80-ზე მეტ კანონში შევიდა.
ამ ორ პროექტზე მმართველი პარტია აქტიურად თანამშრომლობდა ევროკავშირის ინსტიტუტებთან და წევრ ქვეყნებთან, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისთან (OSCE/ODIHR), ასევე ვენეციის კომისიასთან და მის დასკვნებს ელოდებოდა.
ზოგიერთი ოპოზიციური პარტია, მათ შორის უმსხვილესი ოპოზიციური ფრაქცია, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, არ მონაწილეობს რეკომენდაციების განსახორციელებლად საჭირო პროექტების განხილვაში და ხელისუფლების მუშაობას ფიქციას უწოდებს.
საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ დაადანაშაულა ოპოზიცია, რომ მისი მთავარი ამოცანაა ხელი შეუშალოს საქართველოს კანდიდატის სტატუსის მოპოვებაში ქვეყანაში შემდგომი დესტაბილიზაციისა და ხელისუფლების შეცვლის მიზნით.
საქართველო ევროკომისიის შუალედურ შეფასებას ზაფხულში ელოდება, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მისაღებად – წლის ბოლოს. სტატუსის მინიჭებას მხარი ერთხმად უნდა დაუჭიროს ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერმა.
როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, საქართველომ ამ საკითხზე უკვე მოიპოვა ევროკავშირის ზოგიერთი ლიდერის მხარდაჭერა.