https://sputnik-georgia.com/20230529/ucxoetsi-myofi-qartvelebis-sromiti-uflebebis-darrveva-peofkavsirebma-400-sacivari-miires-278113506.html
უცხოეთში მყოფი ქართველების შრომითი უფლებების დარღვევა: პროფკავშირებმა 400 საჩივარი მიიღეს
უცხოეთში მყოფი ქართველების შრომითი უფლებების დარღვევა: პროფკავშირებმა 400 საჩივარი მიიღეს
Sputnik საქართველო
არალეგალური დასაქმების შემთხვევაში, რომლის ფაქტები საკმაოდ გახშირდა, მეტი პრობლემა ჩნდება და საქართველოს პროფკავშირებს უჭირთ ჩვენი მოქალაქეების უფლებების... 29.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-29T19:55+0400
2023-05-29T19:55+0400
2023-05-29T22:29+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
სოციალური სფერო საქართველოში
პროფკავშირების გაერთიანება
გერმანია
პოლონეთი
თურქეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/0f/252323979_0:0:3419:1924_1920x0_80_0_0_9aab5869c2615640f21730dbd1cfb239.jpg
თბილისი, 29 მაისი – Sputnik. მიმდინარე წლის დასაწყისიდან საქართველოს პროფკავშირებმა 400-მდე განცხადება მიიღეს იმ მოქალაქეებისგან, რომელთა შრომითი უფლებები დაირღვა საზღვარგარეთ, განუცხადა „Sputnik-საქართველოს“ საქართველოს პროფკავშირების ასოციაციის თავმჯდომარემ ირაკლი პეტრიაშვილმა.ქართველი მძღოლები, რომლებიც პოლონური კომპანიის მეშვეობით დასაქმდნენ, გერმანიაში მარტის შუა რიცხვებიდან იყვნენ გაფიცული, ისინი კუთვნილი ხელფასების გადახდას ითხოვდნენ. ზოგიერთი მათგანი მთელი თვის განმავლობაში დასვენების გარეშე მუშაობდა. ასევე მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ქართველი სტუდენტებიც, რომლებიც დროებით სამუშაოზე ევროპაში გაემგზავრნენ.პეტრიაშვილმა აღნიშნა, რომ ლეგალური დასაქმების შემთხვევაში პრობლემები ნაკლებია, მაგრამ არალეგალური დასაქმების შემთხვევაში, რომლის ფაქტები საკმაოდ გახშირდა, უფრო მეტი პრობლემა ჩნდება და საქართველოს პროფკავშირებს უჭირთ მათი უფლებების დაცვა იმის გამო, რომ არ აქვთ ხელშეკრულება, შესაბამისი დოკუმენტაცია, სამუშაო პირობების ჩამონათვალი და ა.შ.„ასეთ შემთხვევებში ყველაფერი უფრო რთულდება. ხოლო როცა ადამიანები ლეგალურად არიან დასაქმებული, თუ მათი უფლებები დაირღვა, შეგვიძლია მათი დაცვა", – განაცხადა პეტრიაშვილმა.ფრანკფურტში მარტიდან სატვირთო ავტომობილების 200-მდე მძღოლი იყო გაფიცული. საქართველოს პროფკავშირებმა მძღოლების საქმეში ჩართეს ყველა პარტნიორი ორგანიზაცია, მათ შორის გერმანიისა და ნიდერლანდის პროფკავშირები. მათი ჩართულობის შედეგად მძღოლებმა ანაზღაურების ნაწილი მიიღეს.პროფკავშირები მოუწოდებენ ხელისუფლებას, დაეხმაროს გერმანიაში გაფიცულ ქართველ მძღოლებს >>მძღოლების გარდა, პროფკავშირს დახმარებისთვის ქართველმა სტუდენტებმაც მიმართეს – გერმანიაში სამუშაოდ წასულმა 16-მა გოგონამ. გოგონების თქმით, საკონდიტრო ქარხანაში მუშაობის დაწყების ნაცვლად, როგორც ეს ხელშეკრულებით იყო შეთანხმებული, ისინი BMW-ს ქარხანაში დაასაქმეს.ნიურნბერგის ნაცვლად წაიყვანეს რეგენსბურგში და დღემდე არ მიუციათ ხელმოწერილი შრომითი ხელშეკრულებების ასლები. გოგონებს სიმძიმეების აწევა მოუწიათ, რის გამოც ერთ-ერთის ჯანმრთელობა ძლიერ შეირყა.ლეგალური დასაქმება უცხოეთში: რამდენი მოქალაქე წავიდა სამუშაოდ 2022 წელს >>საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებაში აღნიშნავენ, რომ სახელმწიფომ უნდა აკონტროლოს კერძო კომპანიები, რომლებიც სტუდენტებს საზღვარგარეთ ასაქმებენ.საქართველო გეგმავს „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანას, რათა დაარეგულიროს ამ პროცესში ჩართული კომპანიების საქმიანობა. ამჟამად პარლამენტის ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს. კანონში ცვლილებები შუამავალ კომპანიებს სავალდებულო სერტიფიკაციის გავლას დაავალდებულებს.
საქართველო
გერმანია
პოლონეთი
თურქეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/0f/252323979_843:0:3419:1932_1920x0_80_0_0_341766e8693f6ae445f1d1d4ca74c15e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, სოციალური სფერო საქართველოში, პროფკავშირების გაერთიანება, გერმანია , პოლონეთი , თურქეთი
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, სოციალური სფერო საქართველოში, პროფკავშირების გაერთიანება, გერმანია , პოლონეთი , თურქეთი
უცხოეთში მყოფი ქართველების შრომითი უფლებების დარღვევა: პროფკავშირებმა 400 საჩივარი მიიღეს
19:55 29.05.2023 (განახლებულია: 22:29 29.05.2023) არალეგალური დასაქმების შემთხვევაში, რომლის ფაქტები საკმაოდ გახშირდა, მეტი პრობლემა ჩნდება და საქართველოს პროფკავშირებს უჭირთ ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვა.
თბილისი, 29 მაისი – Sputnik. მიმდინარე წლის დასაწყისიდან საქართველოს პროფკავშირებმა 400-მდე განცხადება მიიღეს იმ მოქალაქეებისგან, რომელთა შრომითი უფლებები დაირღვა საზღვარგარეთ, განუცხადა „Sputnik-საქართველოს“ საქართველოს პროფკავშირების ასოციაციის თავმჯდომარემ ირაკლი პეტრიაშვილმა.
ქართველი მძღოლები, რომლებიც პოლონური კომპანიის მეშვეობით დასაქმდნენ, გერმანიაში მარტის შუა რიცხვებიდან იყვნენ გაფიცული, ისინი კუთვნილი ხელფასების გადახდას ითხოვდნენ. ზოგიერთი მათგანი მთელი თვის განმავლობაში დასვენების გარეშე მუშაობდა. ასევე მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ქართველი სტუდენტებიც, რომლებიც დროებით სამუშაოზე ევროპაში გაემგზავრნენ.
„ჩვენ მივიღეთ 400-მდე განცხადება საქართველოს მოქალაქეებისგან. ეს იყო პოლონეთიდან, გერმანიიდან და თურქეთიდან. სტუდენტებს შარშან ძალიან მძიმე მდგომარეობა ჰქონდათ. გერმანიაში მათი უფლებები დაირღვა. თუმცა, გერმანიის პროფკავშირებთან ერთად მათ, ისევე, როგორც სატვირთო მანქანების მძღოლებს, სამართლებრივი გზით მოვუგვარეთ პრობლემები“, – განაცხადა პეტრიაშვილმა.
პეტრიაშვილმა აღნიშნა, რომ ლეგალური დასაქმების შემთხვევაში პრობლემები ნაკლებია, მაგრამ არალეგალური დასაქმების შემთხვევაში, რომლის ფაქტები საკმაოდ გახშირდა, უფრო მეტი პრობლემა ჩნდება და საქართველოს პროფკავშირებს უჭირთ მათი უფლებების დაცვა იმის გამო, რომ არ აქვთ ხელშეკრულება, შესაბამისი დოკუმენტაცია, სამუშაო პირობების ჩამონათვალი და ა.შ.
„ასეთ შემთხვევებში ყველაფერი უფრო რთულდება. ხოლო როცა ადამიანები ლეგალურად არიან დასაქმებული, თუ მათი უფლებები დაირღვა, შეგვიძლია მათი დაცვა", – განაცხადა პეტრიაშვილმა.
ფრანკფურტში მარტიდან სატვირთო ავტომობილების 200-მდე მძღოლი იყო გაფიცული. საქართველოს პროფკავშირებმა მძღოლების საქმეში ჩართეს ყველა პარტნიორი ორგანიზაცია, მათ შორის გერმანიისა და ნიდერლანდის პროფკავშირები. მათი ჩართულობის შედეგად მძღოლებმა ანაზღაურების ნაწილი მიიღეს.
მძღოლების გარდა, პროფკავშირს დახმარებისთვის ქართველმა სტუდენტებმაც მიმართეს – გერმანიაში სამუშაოდ წასულმა 16-მა გოგონამ. გოგონების თქმით, საკონდიტრო ქარხანაში მუშაობის დაწყების ნაცვლად, როგორც ეს ხელშეკრულებით იყო შეთანხმებული, ისინი BMW-ს ქარხანაში დაასაქმეს.
ნიურნბერგის ნაცვლად წაიყვანეს რეგენსბურგში და დღემდე არ მიუციათ ხელმოწერილი შრომითი ხელშეკრულებების ასლები. გოგონებს სიმძიმეების აწევა მოუწიათ, რის გამოც ერთ-ერთის ჯანმრთელობა ძლიერ შეირყა.
საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებაში აღნიშნავენ, რომ სახელმწიფომ უნდა აკონტროლოს კერძო კომპანიები, რომლებიც სტუდენტებს საზღვარგარეთ ასაქმებენ.
საქართველო გეგმავს „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანას, რათა დაარეგულიროს ამ პროცესში ჩართული კომპანიების საქმიანობა. ამჟამად პარლამენტის ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს. კანონში ცვლილებები შუამავალ კომპანიებს სავალდებულო სერტიფიკაციის გავლას დაავალდებულებს.