https://sputnik-georgia.com/20221228/legaluri-dasaqmeba-ucxoetsi-273472723.html
ლეგალური დასაქმება უცხოეთში: რამდენი მოქალაქე წავიდა სამუშაოდ 2022 წელს
ლეგალური დასაქმება უცხოეთში: რამდენი მოქალაქე წავიდა სამუშაოდ 2022 წელს
Sputnik საქართველო
გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეების უცხოეთში სამუშაოდ ლეგალურად წასვლის შესახებ ქვეყანაში უმუშევრობის მაღალი დონის გამო მიიღეს. 28.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-28T12:34+0400
2022-12-28T12:34+0400
2022-12-28T16:36+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/16/270667097_0:127:2048:1280_1920x0_80_0_0_4f7c8648ee48a49f0c8baacd491de977.jpg
თბილისი, 28 დეკემბერი — Sputnik. უცხოეთში ლეგალური დასაქმების პროგრამით 2022 წელს საქართველოს 500-მა მოქალაქემ ისარგებლა, განაცხადა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა.საქართველოს მოქალაქეებს საზღვარგარეთ სეზონურ სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებზე ლეგალურად წასვლის უფლება 2021 წლის 1 აპრილიდან მიეცათ. დასაქმებისთვის მათ სპეციალურ ვებ-გვერდზე რეგისტრაცია უნდა გაიარონ.საკუთარი მოქალაქეების დასაქმებასთან დაკავშირებით საქართველოს კონტრაქტები აქვს გაფორმებული გერმანიასთან და ისრაელთან.გარდა ამისა, საქართველომ უკვე დაასრულა მოლაპარაკებები საფრანგეთთან საქართველოს მოქალაქეთა ლეგალური დასაქმების თაობაზე, რომლის თანახმად, საფრანგეთის ერთ-ერთ რეგიონში დაიწყება საპილოტო პროგრამა, რომელშიც მონაწილეობის მიღებას და სეზონური სამუშაოს დაწყებას საქართველოს 100 მოქალაქე შეძლებს.ლეგალური სამუშაო უცხოეთში საქართველოს მოქალაქეებისთვის: სად შეიძლება გამგზავრება?>>საქართველოს მთავრობამ ხელი მოაწერა ასევე შეთანხმებას ბულგარეთში საქართველოს მოქალაქეთა ლეგალურად დასაქმების შესახებ, აგრეთვე ამ თემაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს პორტუგალიასთან, ესპანეთთან, ჩეხეთთან, ხორვატიასთან, კვიპროსთან, უნგრეთთან, ფინეთთან, საბერძნეთთან და ბელგიასთან.სხვადასხვა ქვეყანაში მოქალაქეების ლეგალურ სამუშაოზე გაგზავნის გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ ქვეყანაში უმუშევრობის მაღალი დონისა და საკმარისი სამუშაო ადგილების შექმნის შესაძლებლობის არარსებობის გამო მიიღო.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/16/270667097_288:0:2048:1320_1920x0_80_0_0_d02a8d04daef5f8e6d3aa0908547dec0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
ლეგალური დასაქმება უცხოეთში: რამდენი მოქალაქე წავიდა სამუშაოდ 2022 წელს
12:34 28.12.2022 (განახლებულია: 16:36 28.12.2022) გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეების უცხოეთში სამუშაოდ ლეგალურად წასვლის შესახებ ქვეყანაში უმუშევრობის მაღალი დონის გამო მიიღეს.
თბილისი, 28 დეკემბერი — Sputnik. უცხოეთში ლეგალური დასაქმების პროგრამით 2022 წელს საქართველოს 500-მა მოქალაქემ ისარგებლა, განაცხადა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა.
საქართველოს მოქალაქეებს საზღვარგარეთ სეზონურ სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებზე ლეგალურად წასვლის უფლება 2021 წლის 1 აპრილიდან მიეცათ. დასაქმებისთვის მათ სპეციალურ ვებ-გვერდზე რეგისტრაცია უნდა გაიარონ.
„წელს საქართველოს 500-ზე მეტი მოქალაქე დასაქმდა რამდენიმე უცხო ქვეყანაში. ეს არ არის დიდი რიცხვი, თუმცა ამ პროგრამის გაფართოებას ვფიქრობთ და აქტიური მოლაპარაკება გვაქვს სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებთან. ესენია ისრაელი, გერმანია და კიდევ რამდენიმე ქვეყანა, ვისთანაც გვაქვს კონტრაქტები, რათა კვოტები გაგვიზარდონ“, – განუცხადა ჟურნალისტებს აზარაშვილმა.
საკუთარი მოქალაქეების დასაქმებასთან დაკავშირებით საქართველოს კონტრაქტები აქვს გაფორმებული გერმანიასთან და ისრაელთან.
გარდა ამისა, საქართველომ უკვე დაასრულა მოლაპარაკებები საფრანგეთთან საქართველოს მოქალაქეთა ლეგალური დასაქმების თაობაზე, რომლის თანახმად, საფრანგეთის ერთ-ერთ რეგიონში დაიწყება საპილოტო პროგრამა, რომელშიც მონაწილეობის მიღებას და სეზონური სამუშაოს დაწყებას საქართველოს 100 მოქალაქე შეძლებს.
საქართველოს მთავრობამ ხელი მოაწერა ასევე შეთანხმებას ბულგარეთში საქართველოს მოქალაქეთა ლეგალურად დასაქმების შესახებ, აგრეთვე ამ თემაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს პორტუგალიასთან, ესპანეთთან, ჩეხეთთან, ხორვატიასთან, კვიპროსთან, უნგრეთთან, ფინეთთან, საბერძნეთთან და ბელგიასთან.
სხვადასხვა ქვეყანაში მოქალაქეების ლეგალურ სამუშაოზე გაგზავნის გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ ქვეყანაში უმუშევრობის მაღალი დონისა და საკმარისი სამუშაო ადგილების შექმნის შესაძლებლობის არარსებობის გამო მიიღო.