https://sputnik-georgia.com/20230529/cveni-mdgomareoba-gansxvavdeba-evrokavsiris-qveynebisgan-davitasvilis-pasuxi-demarsze-278116212.html
ჩვენი მდგომარეობა განსხვავდება ევროკავშირის ქვეყნებისგან: დავითაშვილის პასუხი დემარშზე
ჩვენი მდგომარეობა განსხვავდება ევროკავშირის ქვეყნებისგან: დავითაშვილის პასუხი დემარშზე
Sputnik საქართველო
საქართველოს მდგომარეობა სპეციფიკურია უსაფრთხოების თუ ეკონომიკური ურთიერთობების კუთხით, განაცხადა მინისტრმა. 29.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-29T22:20+0400
2023-05-29T22:20+0400
2023-05-29T23:00+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
საქართველოს მთავრობა
ქართული ოცნება
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ევროკავშირი
ავიამიმოსვლა საქართველო-რუსეთს შორის
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/06/271105806_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_ad7a2f0eda999de43b3866f44661e915.jpg
თბილისი, 29 მაისი – Sputnik. საქართველო არ არის ევროკავშირის წევრი და ქვეყნის მდგომარეობა განსხვავდება ევროკავშირის ქვეყნების მდგომარეობიდან, განაცხადა ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.ევროკავშირმა საქართველოს რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის გამო დემარში გადასცა. ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ დემარშის გადაცემის შემდეგ აღნიშნა, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა სინანული გამოთქვეს იმის გამო, რომ საქართველომ არ ჩაუკეტა საჰაერო სივრცე რუსეთს, როგორც ეს ევროკავშირის ქვეყნებმა გააკეთეს.საქართველომ რუსეთთან ავიამიმოსვლის აღდგენის გამო ევროკავშირისგან ოფიციალური დემარში მიიღო >>მან ასევე აღნიშნა, რომ დაარწმუნა ევროკავშირის ქვეყნების ელჩები, რომ საქართველო მომავალშიც დაიცავს ყველა საერთაშორისო სანქციას.„აქ ჩვენი მხრიდან არსებობს საბაჟო შესაძლებლობების გაზრდის მზადყოფნა, და ისევე, როგორც უმაღლეს დონეზე ხდება სანქციების აღსრულება ლარსის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე, ასევე იქნება დამატებითი საბაჟო კონტროლი აეროპორტებშიც. ესეც ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციაა, რომელიც ჩვენ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს გავუზიარეთ“, – აღნიშნა დავითაშვილმა.დავითაშვილის თქმით, ელჩებთან შეხვედრაზე ის დაინტერესდა, როგორი იქნება მომავალში მათი დამოკიდებულება რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობებთან დაკავშირებით.ძალისხმევა არ გაგვიწევია: საქართველოს საგარეო უწყება რუსეთთან ავიამიმოსვლის აღდგენაზე >>მან აღნიშნა, რომ საქართველო ღიაა ევროკავშირთან დიალოგისთვის, მათ შორის სავაჭრო და ეკონომიკურ საკითხებზე, ასევე ტრანსპორტის კუთხით.როგორც საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განმარტა, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა ცალმხრივად აღადგინა ფრენები საქართველოსთან, დემარშის მიზეზი ქვეყნის ხელისუფლების თანხმობა გახდა.„ამ დემარშით მიმართონ სააკაშვილის გარემოცვას“ - „ოცნება“ ევროკავშირის პოზიციით უკმაყოფილოა >>მაისის შუა რიცხვებში რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის გააუქმა სავიზო რეჟიმი, რომელიც 2000 წლიდან მოქმედებდა და ასევე გააუქმა აკრძალვა პირდაპირ ავიამიმოსვლაზე საქართველოსა და რუსეთს შორის, რომელიც 2019 წელს დაწესდა.საქართველოს ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ეს რუსეთის მხრიდან ცალმხრივი გადაწყვეტილება იყო. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს არანაირი ძალისხმევა არ გაუწევია რუსეთთან პირდაპირი ფრენებისა და უვიზო რეჟიმის აღსადგენად.მანამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ პირდაპირი ფრენების აღდგენა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ნაწილია და არანაირი კავშირი არ აქვს რუსეთთან პოლიტიკურ ურთიერთობასთან.პრემიერმა და საქართველოს ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მიესალმებიან ფრენების აღდგენას, რადგან ეს რუსეთში მცხოვრებ ასობით ათას ქართველს წაადგება, რომლებიც იძულებული არიან, სამშობლოში მესამე ქვეყნების გავლით იფრინონ.მათი თქმით, ხელისუფლება ყველა გადაწყვეტილებას მხოლოდ და მხოლოდ ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე იღებს, მაგრამ უარს არ ამბობს თავის გადაწყვეტილებაზე, დაიცვას რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი საერთაშორისო სანქციები, მაგრამ თვითონ სანქციები არ დააწესოს.
საქართველო
ევროკავშირი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/06/271105806_53:0:1193:855_1920x0_80_0_0_4474364350debbe26142fda50013a4b2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს მთავრობა , ქართული ოცნება , საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი , ავიამიმოსვლა საქართველო-რუსეთს შორის
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს მთავრობა , ქართული ოცნება , საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი , ავიამიმოსვლა საქართველო-რუსეთს შორის
ჩვენი მდგომარეობა განსხვავდება ევროკავშირის ქვეყნებისგან: დავითაშვილის პასუხი დემარშზე
22:20 29.05.2023 (განახლებულია: 23:00 29.05.2023) საქართველოს მდგომარეობა სპეციფიკურია უსაფრთხოების თუ ეკონომიკური ურთიერთობების კუთხით, განაცხადა მინისტრმა.
თბილისი, 29 მაისი – Sputnik. საქართველო არ არის ევროკავშირის წევრი და ქვეყნის მდგომარეობა განსხვავდება ევროკავშირის ქვეყნების მდგომარეობიდან, განაცხადა ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
ევროკავშირმა საქართველოს რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის გამო დემარში გადასცა. ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ დემარშის გადაცემის შემდეგ აღნიშნა, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა სინანული გამოთქვეს იმის გამო, რომ საქართველომ არ ჩაუკეტა საჰაერო სივრცე რუსეთს, როგორც ეს ევროკავშირის ქვეყნებმა გააკეთეს.
„ჩვენი მდგომარეობა არ შეიძლება გაიგივებული იყოს ევროკავშირის წევრი ქვეყნების მდგომარეობასთან. ჯერ ერთი, საქართველო არ არის ევროკავშირის წევრი, ევროკავშირის წევრობის განაცხადი გავაკეთეთ და გვაქვს მნიშვნელოვანი პროგრესი ამ მიმართულებით. იმედი გვაქვს, ეს პროგრესი ადეკვატურად დაფასდება ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან, მაგრამ ისიც უნდა იყოს გათვალისწინებული, რომ საქართველოს კონტექსტი არის მართლაც განსხვავებული. ჩვენი მდგომარეობა სპეციფიურია, ეს იქნება უსაფრთხოების კუთხით თუ ეკონომიკური ურთიერთობების კუთხით“, – განაცხადა დავითაშვილმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ დაარწმუნა ევროკავშირის ქვეყნების ელჩები, რომ საქართველო მომავალშიც დაიცავს ყველა საერთაშორისო სანქციას.
„აქ ჩვენი მხრიდან არსებობს საბაჟო შესაძლებლობების გაზრდის მზადყოფნა, და ისევე, როგორც უმაღლეს დონეზე ხდება სანქციების აღსრულება ლარსის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე, ასევე იქნება დამატებითი საბაჟო კონტროლი აეროპორტებშიც. ესეც ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციაა, რომელიც ჩვენ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს გავუზიარეთ“, – აღნიშნა დავითაშვილმა.
დავითაშვილის თქმით, ელჩებთან შეხვედრაზე ის დაინტერესდა, როგორი იქნება მომავალში მათი დამოკიდებულება რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობებთან დაკავშირებით.
„ვისაუბრეთ, რომ ცალსახა არ არის პოზიციები დღეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდანაც, ზოგადად სავაჭრო ურთიერთობებთან დაკავშირებით... იცით, რომ ზოგიერთი ქვეყანა მეტად ვაჭრობს რუსეთის ფედერაციასთან ომის დაწყების შემდეგ – 2022 წელს მთლიანად რუსეთთან ევროკავშირის ვაჭრობა 5 მილიარდი ევროთი გაიზარდა, ზოგიერთი ქვეყნის ვაჭრობა გასამმაგებულია რუსეთთან, ზოგიერთი ქვეყნის – შემცირებულია. ამიტომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ევროპელებთან გვქონდეს მკაფიო, ღია და გულწრფელი დიალოგი თითოეულ საკითხზე“, – განაცხადა დავითაშვილმა.
მან აღნიშნა, რომ საქართველო ღიაა ევროკავშირთან დიალოგისთვის, მათ შორის სავაჭრო და ეკონომიკურ საკითხებზე, ასევე ტრანსპორტის კუთხით.
როგორც საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განმარტა, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა ცალმხრივად აღადგინა ფრენები საქართველოსთან, დემარშის მიზეზი ქვეყნის ხელისუფლების თანხმობა გახდა.
მაისის შუა რიცხვებში რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის გააუქმა სავიზო რეჟიმი, რომელიც 2000 წლიდან მოქმედებდა და ასევე გააუქმა აკრძალვა პირდაპირ ავიამიმოსვლაზე საქართველოსა და რუსეთს შორის, რომელიც 2019 წელს დაწესდა.
საქართველოს ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ეს რუსეთის მხრიდან ცალმხრივი გადაწყვეტილება იყო. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს არანაირი ძალისხმევა არ გაუწევია რუსეთთან პირდაპირი ფრენებისა და უვიზო რეჟიმის აღსადგენად.
მანამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ პირდაპირი ფრენების აღდგენა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ნაწილია და არანაირი კავშირი არ აქვს რუსეთთან პოლიტიკურ ურთიერთობასთან.
პრემიერმა და საქართველოს ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მიესალმებიან ფრენების აღდგენას, რადგან ეს რუსეთში მცხოვრებ ასობით ათას ქართველს წაადგება, რომლებიც იძულებული არიან, სამშობლოში მესამე ქვეყნების გავლით იფრინონ.
მათი თქმით, ხელისუფლება ყველა გადაწყვეტილებას მხოლოდ და მხოლოდ ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე იღებს, მაგრამ უარს არ ამბობს თავის გადაწყვეტილებაზე, დაიცვას რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი საერთაშორისო სანქციები, მაგრამ თვითონ სანქციები არ დააწესოს.