https://sputnik-georgia.com/20230527/zalismeva-ar-gagviwevia-saqartvelos-sagareo-uwyeba-rusettan-aviamimosvlis-ardgenaze-278068630.html
ძალისხმევა არ გაგვიწევია: საქართველოს საგარეო უწყება რუსეთთან ავიამიმოსვლის აღდგენაზე
ძალისხმევა არ გაგვიწევია: საქართველოს საგარეო უწყება რუსეთთან ავიამიმოსვლის აღდგენაზე
Sputnik საქართველო
საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა კომენტარი გააკეთა ბოლო დროის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ თემაზე - საქართველოს კავშირზე რუსეთთან. 27.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-27T18:43+0400
2023-05-27T18:43+0400
2023-05-27T18:43+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
ქართულ–რუსული ურთიერთობები
ავიამიმოსვლა საქართველო-რუსეთს შორის
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/18/276087564_0:58:1281:778_1920x0_80_0_0_d221a786e6f87929b8697758c05c8b40.jpg
თბილისი, 27 მაისი – Sputnik. საქართველოს არანაირი ძალისხმევა არ გაუწევია რუსეთთან პირდაპირი ფრენებისა და უვიზო რეჟიმის აღსადგენად, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა.მაისის შუა რიცხვებში რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის გააუქმა სავიზო რეჟიმი, რომელიც 2000 წლიდან მოქმედებდა და ასევე გააუქმა აკრძალვა პირდაპირ ავიამიმოსვლაზე საქართველოსა და რუსეთს შორის, რომელიც 2019 წელს დაწესდა.მანამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ პირდაპირი ფრენების აღდგენა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ნაწილია და არანაირი კავშირი არ აქვს რუსეთთან პოლიტიკურ ურთიერთობასთან.პოლიტიკური წინსვლა არ გვაქვს: პრემიერი რუსულ-ქართულ ურთიერთობებზე >>პრემიერმა და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მიესალმებიან ფრენების აღდგენას, რადგან ეს რუსეთში მცხოვრებ ასობით ათას ქართველს წაადგება, რომლებიც იძულებული არიან, სამშობლოში მესამე ქვეყნების გავლით იფრინონ.მათი თქმით, ხელისუფლება ყველა გადაწყვეტილებას მხოლოდ და მხოლოდ ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე იღებს.საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. ის ქართულმა მხარემ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაწყვიტა, როდესაც მოსკოვმა ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/18/276087564_82:0:1197:836_1920x0_80_0_0_274db2edcbc9c8a23c1b696d1deaf63d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , ქართულ–რუსული ურთიერთობები, ავიამიმოსვლა საქართველო-რუსეთს შორის
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , ქართულ–რუსული ურთიერთობები, ავიამიმოსვლა საქართველო-რუსეთს შორის
ძალისხმევა არ გაგვიწევია: საქართველოს საგარეო უწყება რუსეთთან ავიამიმოსვლის აღდგენაზე
საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა კომენტარი გააკეთა ბოლო დროის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ თემაზე - საქართველოს კავშირზე რუსეთთან.
თბილისი, 27 მაისი – Sputnik. საქართველოს არანაირი ძალისხმევა არ გაუწევია რუსეთთან პირდაპირი ფრენებისა და უვიზო რეჟიმის აღსადგენად, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა.
მაისის შუა რიცხვებში რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის გააუქმა სავიზო რეჟიმი, რომელიც 2000 წლიდან მოქმედებდა და ასევე გააუქმა აკრძალვა პირდაპირ ავიამიმოსვლაზე საქართველოსა და რუსეთს შორის, რომელიც 2019 წელს დაწესდა.
„არც სავიზო შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით და არც ფრენებთან დაკავშირებით შეზღუდვების მოხსნაზე არანაირი ძალისხმევა არ გაგვიწევია“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.
მანამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ პირდაპირი ფრენების აღდგენა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ნაწილია და არანაირი კავშირი არ აქვს რუსეთთან პოლიტიკურ ურთიერთობასთან.
პრემიერმა და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მიესალმებიან ფრენების აღდგენას, რადგან ეს რუსეთში მცხოვრებ ასობით ათას ქართველს წაადგება, რომლებიც იძულებული არიან, სამშობლოში მესამე ქვეყნების გავლით იფრინონ.
მათი თქმით, ხელისუფლება ყველა გადაწყვეტილებას მხოლოდ და მხოლოდ ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე იღებს.
საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. ის ქართულმა მხარემ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაწყვიტა, როდესაც მოსკოვმა ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა.