https://sputnik-georgia.com/20230527/politikuri-winsvla-ar-gvaqvs-premieri-rusul-qartul-urtiertobebze-278066570.html
პოლიტიკური წინსვლა არ გვაქვს: პრემიერი რუსულ-ქართულ ურთიერთობებზე
პოლიტიკური წინსვლა არ გვაქვს: პრემიერი რუსულ-ქართულ ურთიერთობებზე
Sputnik საქართველო
საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენას არანაირი პოლიტიკური ასპექტი არ აქვს, აღნიშნა ღარიბაშვილმა 27.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-27T15:50+0400
2023-05-27T15:50+0400
2023-05-27T15:50+0400
ახალი ამბები
საქართველო
ქართულ–რუსული ურთიერთობები
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/18/276093460_0:0:1025:577_1920x0_80_0_0_cd050f14537163875e4133a174293934.jpg
თბილისი, 27 მაისი – Sputnik. საქართველოსა და რუსეთს შორის არანაირი პოლიტიკური ურთიერთობა არ არსებობს, ხოლო სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები ვითარდება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. ის ქართულმა მხარემ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაწყვიტა, როდესაც მოსკოვმა ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა.ამასთან, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მოთმინების პოლიტიკა ისახავს ერთადერთ მიზანს - საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას.ამასთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენას არანაირი პოლიტიკური ასპექტი არ გააჩნია.საქართველოს პრემიერ-მინისტრი: ქვეყნის ინტერესები უპირველეს ყოვლისა >>„ფრენები არის შემადგენელი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების, ამას არავითარი შემხებლობა არ აქვს არც პოლიტიკასთან, არც საერთოდ არაფერთან“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.მისი თქმით, როგორც საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენების აღდგენა, ასევე რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღება სარგებელს მოუტანს რუსეთში მცხოვრებ ქართულ დიასპორას და მათ ახლობლებს, ხოლო მთავრობის ამოცანაა დაეხმაროს თავის მოქალაქეებს.მაისის შუა რიცხვებში რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის გააუქმა სავიზო რეჟიმი, რომელიც 2000 წლიდან მოქმედებდა და ასევე გააუქმა აკრძალვა პირდაპირ ავიამიმოსვლაზე საქართველოსა და რუსეთს შორის, რომელიც 2019 წელს დაწესდა.ამის შემდეგ პრემიერმა და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მიესალმებიან ფრენების აღდგენას, რადგან ეს რუსეთში მცხოვრებ ასობით ათას ქართველს წაადგება, რომლებიც იძულებული არიან, სამშობლოში მესამე ქვეყნების გავლით იფრინონ.მათი თქმით, ხელისუფლება ყველა გადაწყვეტილებას მხოლოდ და მხოლოდ ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე იღებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/18/276093460_37:0:946:682_1920x0_80_0_0_fa866319af70e043d710a594aab7b85f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ქართულ–რუსული ურთიერთობები, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, ქართულ–რუსული ურთიერთობები, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკური წინსვლა არ გვაქვს: პრემიერი რუსულ-ქართულ ურთიერთობებზე
საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენას არანაირი პოლიტიკური ასპექტი არ აქვს, აღნიშნა ღარიბაშვილმა
თბილისი, 27 მაისი – Sputnik. საქართველოსა და რუსეთს შორის არანაირი პოლიტიკური ურთიერთობა არ არსებობს, ხოლო სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები ვითარდება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. ის ქართულმა მხარემ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაწყვიტა, როდესაც მოსკოვმა ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა.
„ბოლო 10 წელია, ჩვენ არავითარი პოლიტიკური წინსვლა არ გვაქვს. ჩვენ თავიდანვე გავმიჯნეთ, ვთქვით, რომ ჩვენ ვაჭრობას, ეკონომიკას აღვადგენთ და განვსაზღვრეთ სტრატეგიული მოთმინებისა და მშვიდობიანი გზით დეოკუპაციის პოლიტიკა. მოთმინება არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ, ქართველებმა, ძალიან კარგად ვიცით მოთმინება“, – განაცხადა პრემიერმა.
ამასთან, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მოთმინების პოლიტიკა ისახავს ერთადერთ მიზანს - საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას.
ამასთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენას არანაირი პოლიტიკური ასპექტი არ გააჩნია.
„ფრენები არის შემადგენელი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების, ამას არავითარი შემხებლობა არ აქვს არც პოლიტიკასთან, არც საერთოდ არაფერთან“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, როგორც საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენების აღდგენა, ასევე რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღება სარგებელს მოუტანს რუსეთში მცხოვრებ ქართულ დიასპორას და მათ ახლობლებს, ხოლო მთავრობის ამოცანაა დაეხმაროს თავის მოქალაქეებს.
„ჩვენ ყოველწლიურად ასეულობით მილიონ დოლარს ვიღებთ გადმორიცხვებით ჩვენი დიასპორისგან, მილიარდებზეა საუბარი უკვე. რუსეთში მცხოვრები ჩვენი დიასპორიდან ასეულობით მილიონი დოლარი შემოდის, ინახავენ ოჯახის წევრებს, ავითარებენ ბიზნესს, ნათესავებს, რატომ უნდა ჩავკეტოთ ეს, რა ხდება, რატომ? ეს არის ჩვენი ვალდებულება, რომ, პირიქით, დავეხმაროთ ჩვენს ხალხს ყველგან, ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ“, - განაცხადა პრემიერმა.
მაისის შუა რიცხვებში რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის გააუქმა სავიზო რეჟიმი, რომელიც 2000 წლიდან მოქმედებდა და ასევე გააუქმა აკრძალვა პირდაპირ ავიამიმოსვლაზე საქართველოსა და რუსეთს შორის, რომელიც 2019 წელს დაწესდა.
ამის შემდეგ პრემიერმა და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მიესალმებიან ფრენების აღდგენას, რადგან ეს რუსეთში მცხოვრებ ასობით ათას ქართველს წაადგება, რომლებიც იძულებული არიან, სამშობლოში მესამე ქვეყნების გავლით იფრინონ.
მათი თქმით, ხელისუფლება ყველა გადაწყვეტილებას მხოლოდ და მხოლოდ ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე იღებს.