https://sputnik-georgia.com/20230527/saqartvelos-premier-ministri-qveynis-interesebi-upirveles-yovlisa-278065938.html
საქართველოს პრემიერ-მინისტრი: ქვეყნის ინტერესები უპირველეს ყოვლისა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი: ქვეყნის ინტერესები უპირველეს ყოვლისა
Sputnik საქართველო
ყველა პატრიოტი პირველ რიგში საკუთარ ქვეყანაზე უნდა ფიქრობდეს, განაცხადა ღარიბაშვილმა 27.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-27T15:07+0400
2023-05-27T15:07+0400
2023-05-27T15:07+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/1b/278062296_0:84:1600:984_1920x0_80_0_0_f634dfd07e5d9f619b043feae3243b77.jpg
თბილისი, 27 მაისი – Sputnik. საქართველოს მთავრობა მხარს უჭერს უკრაინას, მაგრამ პირველ რიგში საკუთარ ქვეყანაზე იზრუნებს, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.უკრაინაში კონფლიქტის დაწყებისთანავე საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ დააწესებს, რადგან ამით მხოლოდ თავად საქართველო დაზარალდება. ამასთან, საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად აცხადებს, რომ ქვეყანა იცავს საერთაშორისო ანტირუსულ სანქციებს ფინანსებთან და საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებით. საქართველო უკრაინას პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს.მისი თქმით, ყველა ნორმალურმა პატრიოტმა პირველ რიგში უნდა იფიქროს თავის ქვეყანაზე, ამიტომ საქართველომ უარი თქვა სანქციების დაწესებაზე, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინას უჭერს მხარს.„არავის მივცემთ საშუალებას ქვეყანაში შემოიტანოს შფოთვა, არეულობა, დესტაბილიზაცია“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.პრემიერის თქმით, ძალიან ბევრი მცდელობა იყო, მაგრამ ქვეყანამ თავიდან აირიდა კონფლიქტში ჩართვა. ამიტომ, გარე თუ შიდა მტრების მიუხედავად, ჩვენ ქვეყანას ისევ მშვიდობის გზით ვატარებთ, აღნიშნა ღარიბაშვილმა.საქართველოს ხელისუფლება კონფლიქტის დაწყებისთანავე ქართული ოპოზიციისა და ოფიციალური კიევის წარმომადგენლების მხრიდან კრიტიკის ობიექტი გახდა.თავდაპირველად მიზეზი იყო უკრაინაში მოხალისეების გაგზავნის ორგანიზებაზე უარის თქმა. ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ეს ნიშნავს ქვეყნის ჩართვას შეიარაღებულ კონფლიქტში, რასაც ქვეყნისთვის კატასტროფული შედეგები მოჰყვებოდა. მოგვიანებით ქართულმა ოპოზიციამ და ოფიციალური კიევის წარმომადგენლებმა დაიწყეს საქართველოს ხელისუფლების დადანაშაულება რუსეთის დახმარებაში საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლაში.საბანკო საკითხებში საქართველო, რომელსაც რუსეთის წინააღმდეგ სანქციები არ დაუწესებია, ყველა საერთაშორისო სანქციას ასრულებს. რუსული საბანკო ბარათები საქართველოში არ მოქმედებს. ასევე არ ხორციელდება პირდაპირი საბანკო გადარიცხვები ქვეყნებს შორის, შესაძლებელია მხოლოდ გადარიცხვა ფულადი გზავნილების სისტემით.რუსეთმა ჯარები უკრაინის ტერიტორიაზე 2022 წლის 24 თებერვალს შეიყვანა. პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ესაა უკრაინის "დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის ოპერაცია" და რუსეთის გეგმებში უკრაინის ტერიტორიების მიტაცება არ შედის. ამის პასუხად დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები გაამკაცრეს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/1b/278062296_89:0:1512:1067_1920x0_80_0_0_bfe563f74cb1514ad77b2757129354e0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პრემიერ–მინისტრი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი: ქვეყნის ინტერესები უპირველეს ყოვლისა
ყველა პატრიოტი პირველ რიგში საკუთარ ქვეყანაზე უნდა ფიქრობდეს, განაცხადა ღარიბაშვილმა
თბილისი, 27 მაისი – Sputnik. საქართველოს მთავრობა მხარს უჭერს უკრაინას, მაგრამ პირველ რიგში საკუთარ ქვეყანაზე იზრუნებს, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
უკრაინაში კონფლიქტის დაწყებისთანავე საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ დააწესებს, რადგან ამით მხოლოდ თავად საქართველო დაზარალდება. ამასთან, საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად აცხადებს, რომ ქვეყანა იცავს საერთაშორისო ანტირუსულ სანქციებს ფინანსებთან და საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებით. საქართველო უკრაინას პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს.
„ჩვენი პირდაპირი მოვალეობა და პირდაპირი პასუხისმგებლობაა, რომ, პირველ რიგში, ვიფიქროთ ჩვენი ქვეყნის გადარჩენაზე და ჩვენი მოქალაქეების დაცვაზე, უსაფრთხოებაზე“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ქართული დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ყველა ნორმალურმა პატრიოტმა პირველ რიგში უნდა იფიქროს თავის ქვეყანაზე, ამიტომ საქართველომ უარი თქვა სანქციების დაწესებაზე, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინას უჭერს მხარს.
„არავის მივცემთ საშუალებას ქვეყანაში შემოიტანოს შფოთვა, არეულობა, დესტაბილიზაცია“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერის თქმით, ძალიან ბევრი მცდელობა იყო, მაგრამ ქვეყანამ თავიდან აირიდა კონფლიქტში ჩართვა. ამიტომ, გარე თუ შიდა მტრების მიუხედავად, ჩვენ ქვეყანას ისევ მშვიდობის გზით ვატარებთ, აღნიშნა ღარიბაშვილმა.
საქართველოს ხელისუფლება კონფლიქტის დაწყებისთანავე ქართული ოპოზიციისა და ოფიციალური კიევის წარმომადგენლების მხრიდან კრიტიკის ობიექტი გახდა.
თავდაპირველად მიზეზი იყო უკრაინაში მოხალისეების გაგზავნის ორგანიზებაზე უარის თქმა. ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ეს ნიშნავს ქვეყნის ჩართვას შეიარაღებულ კონფლიქტში, რასაც ქვეყნისთვის კატასტროფული შედეგები მოჰყვებოდა. მოგვიანებით ქართულმა ოპოზიციამ და ოფიციალური კიევის წარმომადგენლებმა დაიწყეს საქართველოს ხელისუფლების დადანაშაულება რუსეთის დახმარებაში საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლაში.
საბანკო საკითხებში საქართველო, რომელსაც რუსეთის წინააღმდეგ სანქციები არ დაუწესებია, ყველა საერთაშორისო სანქციას ასრულებს. რუსული საბანკო ბარათები საქართველოში არ მოქმედებს. ასევე არ ხორციელდება პირდაპირი საბანკო გადარიცხვები ქვეყნებს შორის, შესაძლებელია მხოლოდ გადარიცხვა ფულადი გზავნილების სისტემით.
რუსეთმა ჯარები უკრაინის ტერიტორიაზე 2022 წლის 24 თებერვალს შეიყვანა. პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ესაა უკრაინის "დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის ოპერაცია" და რუსეთის გეგმებში უკრაინის ტერიტორიების მიტაცება არ შედის. ამის პასუხად დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები გაამკაცრეს.