https://sputnik-georgia.com/20230228/ocneba-evrokavsiris-poziciit-ukmayofiloa-saakasviltan-dakavsirebit-275331138.html
„ამ დემარშით მიმართონ სააკაშვილის გარემოცვას“ - „ოცნება“ ევროკავშირის პოზიციით უკმაყოფილოა
„ამ დემარშით მიმართონ სააკაშვილის გარემოცვას“ - „ოცნება“ ევროკავშირის პოზიციით უკმაყოფილოა
Sputnik საქართველო
მმართველ პარტიაში ევროპული სახელმწიფოების პოზიციით უკმაყოფილონი არიან. 28.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-28T16:33+0400
2023-02-28T16:33+0400
2023-02-28T21:29+0400
ქართული ოცნება
პოლიტიკა
ახალი ამბები
საქართველო
მიხეილ სააკაშვილი
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24651/16/246511691_0:53:3000:1741_1920x0_80_0_0_6a3c8a2f9e145389684c2032aa229abf.jpg
თბილისი, 28 თებერვალი — Sputnik. ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა დემარში უნდა მოუწყონ მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გარემოცვას, რომელიც სპეკულირებს მისი ჯანმრთელობით, განაცხადა საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ.საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ და შვედეთის ელჩმა ულრიკ ტიდესტრომმა იუსტიციის მინისტრს გუშინ ევროკავშირის ქვეყნების ოფიციალური დემარში გადასცეს, რომლებიც შეშფოთებული არიან ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებით. ჰერჩინსკის თქმით, ამ დემარშს ბრიუსელში ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფო დაეთანხმა.მან ასევე აღნიშნა, რომ სასამართლოს პოზიცია აღნიშნულ საკითხზე ობიექტური და სამართლიანია.„როგორი ფორმით წარმოუდგენიათ – ხელისუფლებამ, მთავრობამ, იუსტიციის მინისტრმა რა ფორმით შეიძლება მიმართოს და რა ზეგავლენა შეიძლება მოახდინოს სასამართლოზე, როცა სასამართლო ფაქტობრივ ვითარებას იხილავს და შესაბამის გადაწყვეტილებებს იღებს?“ – განაცხადა ვოლსკიმ.„ქართული ოცნების“ დეპუტატის მიხეილ სარჯველაძის აზრით, მიუხედავად სააკაშვილის მდგომარეობის მიმართ მაღალი ინტერესისა, ელჩები ან კონკრეტული პირები, რომლებიც ამ თემით არიან დაინტერესებული, შეიძლება ზუსტ ინფორმაციას არ ფლობდნენ.„დეზინფორმაციაა“ - რატი ბრეგაძე ელჩებთან შეხვედრაზე>>ფაქტია, რომ სააკაშვილის, მისი მომხრეების, გულშემატკივრების მხრიდან არის მცდელობა, რომ რამენაირად ხელოვნურად შექმნან ჯანმრთელობის ისეთი პრობლემა, რომელიც შემდეგ შესაძლებლობას მისცემს, გამოთქვან არგუმენტები, რომლის საფუძველზეც მის გათავისუფლებას მოითხოვენ, განაცხადა სარჯველაძემ.დეპუტატის თქმით, კარგი იქნებოდა, რომ სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ მხოლოდ სარწმუნო ინფორმაცია ვრცელდებოდეს.თბილისის საქალაქო სასამართლომ 6 თებერვალს უარი უთხრა სააკაშვილს გათავისუფლებაზე ან პატიმრობის გადავადებაზე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. ექს-პრეზიდენტის დაცვის მხარე სასამართლოზე ამტკიცებდა, რომ სააკაშვილს აქვს სამი მძიმე დაავადება: დემენცია (ჭკუასუსტობის ერთ-ერთი სახე) დაუზუსტებელი; კახექსია და გამოხატული ატაქტიური სინდრომი, რომელსაც თან ახლავს გონებრივი ფუნქციების მოშლა. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ამ დიაგნოზებს არასარწმუნო უწოდა.ექს-პრეზიდენტის ადვოკატებმა სააპელაციო სასამართლოს მიმართეს.სააკაშვილის საქმესააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.რატომ იბრძვიან სააკაშვილის მფარველები მის გასათავისუფლებლად? „ხალხის ძალის“ ვერსიები>>თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს კიდევ სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ახლა კი კლინიკა „ვივამედში“.სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. 2020 წლიდან საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეა.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24651/16/246511691_166:0:2833:2000_1920x0_80_0_0_50c87ee335440434c6fea0ce346637a3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ქართული ოცნება , პოლიტიკა, ახალი ამბები, საქართველო, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ქართული ოცნება , პოლიტიკა, ახალი ამბები, საქართველო, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
„ამ დემარშით მიმართონ სააკაშვილის გარემოცვას“ - „ოცნება“ ევროკავშირის პოზიციით უკმაყოფილოა
16:33 28.02.2023 (განახლებულია: 21:29 28.02.2023) მმართველ პარტიაში ევროპული სახელმწიფოების პოზიციით უკმაყოფილონი არიან.
თბილისი, 28 თებერვალი — Sputnik. ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა დემარში უნდა მოუწყონ მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გარემოცვას, რომელიც სპეკულირებს მისი ჯანმრთელობით, განაცხადა საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ.
საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ და შვედეთის ელჩმა ულრიკ ტიდესტრომმა იუსტიციის მინისტრს გუშინ ევროკავშირის ქვეყნების ოფიციალური დემარში გადასცეს, რომლებიც შეშფოთებული არიან ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებით. ჰერჩინსკის თქმით, ამ დემარშს ბრიუსელში ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფო დაეთანხმა.
„კარგი იქნებოდა ამ დემარშით ევროკავშირის ქვეყნებმა, ნებისმიერმა, ვინც ამ საკითხებში ერკვევა, მიმართოს სააკაშვილის გარემოცვას, რომ თავი დაანებონ მის ასეთ მდგომარეობაში ყოფნის სტრატეგიას. მძევლად აიყვანეს სააკაშვილი და მისი ჯანმრთელობით სპეკულირებენ. ეს არის რეალობა“, – განაცხადა ვოლსკიმ.
მან ასევე აღნიშნა, რომ სასამართლოს პოზიცია აღნიშნულ საკითხზე ობიექტური და სამართლიანია.
„როგორი ფორმით წარმოუდგენიათ – ხელისუფლებამ, მთავრობამ, იუსტიციის მინისტრმა რა ფორმით შეიძლება მიმართოს და რა ზეგავლენა შეიძლება მოახდინოს სასამართლოზე, როცა სასამართლო ფაქტობრივ ვითარებას იხილავს და შესაბამის გადაწყვეტილებებს იღებს?“ – განაცხადა ვოლსკიმ.
„ქართული ოცნების“ დეპუტატის მიხეილ სარჯველაძის აზრით, მიუხედავად სააკაშვილის მდგომარეობის მიმართ მაღალი ინტერესისა, ელჩები ან კონკრეტული პირები, რომლებიც ამ თემით არიან დაინტერესებული, შეიძლება ზუსტ ინფორმაციას არ ფლობდნენ.
ფაქტია, რომ სააკაშვილის, მისი მომხრეების, გულშემატკივრების მხრიდან არის მცდელობა, რომ რამენაირად ხელოვნურად შექმნან ჯანმრთელობის ისეთი პრობლემა, რომელიც შემდეგ შესაძლებლობას მისცემს, გამოთქვან არგუმენტები, რომლის საფუძველზეც მის გათავისუფლებას მოითხოვენ, განაცხადა სარჯველაძემ.
დეპუტატის თქმით, კარგი იქნებოდა, რომ სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ მხოლოდ სარწმუნო ინფორმაცია ვრცელდებოდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 6 თებერვალს უარი უთხრა სააკაშვილს გათავისუფლებაზე ან პატიმრობის გადავადებაზე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. ექს-პრეზიდენტის დაცვის მხარე სასამართლოზე ამტკიცებდა, რომ სააკაშვილს აქვს სამი მძიმე დაავადება: დემენცია (ჭკუასუსტობის ერთ-ერთი სახე) დაუზუსტებელი; კახექსია და გამოხატული ატაქტიური სინდრომი, რომელსაც თან ახლავს გონებრივი ფუნქციების მოშლა. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ამ დიაგნოზებს არასარწმუნო უწოდა.
ექს-პრეზიდენტის ადვოკატებმა სააპელაციო სასამართლოს მიმართეს.
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს კიდევ სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ახლა კი კლინიკა „ვივამედში“.
სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. 2020 წლიდან საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეა.