„დეზინფორმაციაა“ - რატი ბრეგაძე ელჩებთან შეხვედრაზე

© Parliament of Georgiaრატი ბრეგაძე
რატი ბრეგაძე - Sputnik საქართველო, 1920, 28.02.2023
გამოწერა
ოპოზიციურ მასმედიაში გაჩნდა ინფორმაცია, თითქოს ევროკავშირი მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ პოლონეთში გადაყვანას მოითხოვს.
თბილისი, 28 თებერვალი — Sputnik. მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის საკითხი ელჩებთან შეხვედრისას განხილული არ ყოფილა, დაწერა სოციალური ქსელის თავის გვერდზე საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ.
ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ და შვედეთის ელჩმა ულრიკ ტიდესტრომმა იუსტიციის მინისტრს გუშინ ევროკავშირის ქვეყნების ოფიციალური დემარში გადასცეს, რომლებიც შეშფოთებული არიან ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებით. ჰერჩინსკის თქმით, ამ დემარშს ბრიუსელში ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფო დაეთანხმა.
იუსტიციის მინისტრმა თავის პოსტში აღნიშნა, რომ ჯერ კიდევ გუშინ მან მაქსიმალურად კორექტულად დაწერა, რომ ერთ-ერთი ოპოზიციური მედიასაშუალების მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომელიც არ შეესაბამება სიმართლეს – თითქოს ევროკავშირის ყველა წევრმა სახელმწიფომ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა მოითხოვა.
ამასთან, ბრეგაძის თქმით, კიდევ ერთი ოპოზიციური ტელეარხის მხრიდან ამას კიდევ უფრო დიდი ტყუილი მოჰყვა. მინისტრმა გამოაქვეყნა ერთ-ერთი ტელეარხის ვებ-გვერდიდან სტატიის სკრინშოტი, სადაც ნათქვამია, რომ ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებისგან სააკაშვილის პოლონეთში გაგზავნას ითხოვს სამკურნალოდ.

„სიტყვა ტყუილი შეგნებულად არ გამოვიყენე იმ იმედით, რომ ჩვენი ევროპელი პარტნიორების მაინც მოერიდებოდათ და იზრუნებდნენ „ხარვეზის აღმოფხვრაზე“. სხვა მედიის მიერ კი პასუხად უფრო მკვეთრი და მძიმე ტყუილი დაიწერა“, – დაწერა ბრეგაძემ.

მისი თქმით, დეზინფორმაციის გავრცელება დასავლური სტანდარტი არ არის.
„ასეთი ქმედება, ძალიან რბილად რომ ვთქვათ, საგანგაშოდ უხერხულია დემოკრატიული მედიისთვის. საზოგადოების ინფორმირების მიზნით კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ელჩებთან შეხვედრაზე არ ყოფილა საუბარი საზღვარგარეთ, მით უმეტეს, რომელიმე კონკრეტულ ქვეყანაში გადაყვანაზე“, – დაწერა ბრეგაძემ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 6 თებერვალს უარი უთხრა სააკაშვილს გათავისუფლებაზე ან პატიმრობის გადავადებაზე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. ექს-პრეზიდენტის დაცვის მხარე სასამართლოზე ამტკიცებდა, რომ სააკაშვილს აქვს სამი მძიმე დაავადება: დემენცია (ჭკუასუსტობის ერთ-ერთი სახე) დაუზუსტებელი; კახექსია და გამოხატული ატაქტიური სინდრომი, რომელსაც თან ახლავს გონებრივი ფუნქციების მოშლა. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ამ დიაგნოზებს არასარწმუნო უწოდა.
ექს-პრეზიდენტის ადვოკატებმა სააპელაციო სასამართლოს მიმართეს.
სააკაშვილის საქმე
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს კიდევ სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ახლა კი კლინიკა „ვივამედში“.
რატომ იბრძვიან სააკაშვილის მფარველები მის გასათავისუფლებლად? „ხალხის ძალის“ ვერსიები>>
სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. 2020 წლიდან საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეა.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0