https://sputnik-georgia.com/20230501/turqetma-qartvel-masvelebs-cecxlgamzle-formebi-gadasca-277232937.html
თურქეთმა ქართველ მაშველებს ცეცხლგამძლე ფორმები გადასცა
თურქეთმა ქართველ მაშველებს ცეცხლგამძლე ფორმები გადასცა
Sputnik საქართველო
საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურსა და თურქეთის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს შორის მემორანდუმი თანამშრომლობის... 01.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-01T16:43+0400
2023-05-01T16:43+0400
2023-08-23T09:04+0400
საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური
ახალი ამბები
საქართველო
თურქეთი
სტიქიური მოვლენები
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/01/277231362_0:0:1600:901_1920x0_80_0_0_bdd47024771607ea4500df568ca9e8a9.jpg
თბილისი, 1 მაისი — Sputnik. ქართველმა მაშველებმა თურქეთის საელჩოსა და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოსგან (TİKA) ცეცხლგამძლე სახანძრო-სამაშველო ფორმები მიიღეს, ნათქვამია საქართველოს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში. სპეციალური ფორმების გადაცემის ცერემონია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ტერიტორიაზე გაიმართა. ცერემონიის შემდეგ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის თეიმურაზ მღებრიშვილის შეხვედრა საქართველოში თურქეთის ელჩ ალი ქაან ორბაისთან. მათ განიხილეს თანამშრომლობის საკითხები ასევე თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიიფ ერდოღანის მიერ ქართველი მაშველების დაჯილდოების საკითხები, რომლებიც დამანგრეველი მიწისძვრის შედეგების ლიკვიდაციაში მონაწილეობდნენ. თურქეთის ელჩმა კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამაშველო მისიისთვის. „უმაღლესი თავდადების ორდენი“ - ერდოღანმა ქართველი მაშველები დააჯილდოვა>>საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურსა და თურქეთის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს შორის 2018 წელს გაფორმდა მემორანდუმი თანამშრომლობის შესახებ. მისი მთავარი მიზანია ორი ქვეყნის თანამშრომლობის ხელშეწყობა კატასტროფების რისკების მართვის სფეროში. მას შემდეგ ორი ქვეყნის სახანძრო-სამაშველო სამსახურები აქტიურად თანამშრომლობენ როგორც საგანგებო სიტუაციების დროს, ისე ქართველი მაშველების გადამზადების კუთხით. ამ თანამშრომლობის ფარგლებში საქართველოსა და თურქეთში არაერთი სწავლება და გადამზადების პროგრამა ჩატარდა. თურქეთში 6 თებერვალს 7,7 და 7,6 მაგნიტუდის მიწისძვრები მოხდა, რამაც უზარმაზარი მსხვერპლი და ნგრევა გამოიწვია. ბევრი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა. ბოლო მონაცემებით, მიწისძვრას ემსხვერპლა 50,7 ათასამდე ადამიანი. თურქეთის ხელისუფლებამ მიწისძვრებს „საუკუნის კატასტროფა" უწოდა. ანკარაში, თურქეთის პრეზიდენტის სასახლეში 26 აპრილს ერდოღანმა მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებში ჩართულ ყველა ქვეყნის სამაშველო ჯგუფის ლიდერს სპეციალური ორდენი და მადლობის სიგელი გადასცა. ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთში მომუშავე ქართველ მაშველებს შეხვდა>>თურქეთის პრეზიდენტმა მაშველებს გაწეული დახმარებისთვის და თავდადებისთვის მადლობა გადაუხადა. სპეციალური ჯილდო – „უმაღლესი თავდადების ორდენი" მიიღო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, სამოქალაქო უსაფრთხოების პოლკოვნიკმა მამუკა სეფიაშვილმა, რომელიც თურქეთის ქალაქებში – ადიამანსა და ანთაქიაში მომხდარი მიწისძვრის სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებში ჩართულ ქართულ სამაშველო ჯგუფს ხელმძღვანელობდა. ქართული სამაშველო ჯგუფი თურქეთში კატასტროფის პირველივე დღეს გაემგზავრა. დაახლოებით 200 მაშველი თურქეთის ორ ქალაქში 18 დღის განმავლობაში მონაწილეობდა სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაში.
საქართველო
თურქეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/01/277231362_120:0:1541:1066_1920x0_80_0_0_66fb2188b01c2a247df32f550927a285.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, ახალი ამბები, საქართველო, თურქეთი , სტიქიური მოვლენები, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, ახალი ამბები, საქართველო, თურქეთი , სტიქიური მოვლენები, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
თურქეთმა ქართველ მაშველებს ცეცხლგამძლე ფორმები გადასცა
16:43 01.05.2023 (განახლებულია: 09:04 23.08.2023) საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურსა და თურქეთის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს შორის მემორანდუმი თანამშრომლობის შესახებ 2018 წელს გაფორმდა.
თბილისი, 1 მაისი — Sputnik. ქართველმა მაშველებმა თურქეთის საელჩოსა და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოსგან (TİKA) ცეცხლგამძლე სახანძრო-სამაშველო ფორმები მიიღეს, ნათქვამია საქართველოს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.
სპეციალური ფორმების გადაცემის ცერემონია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ტერიტორიაზე გაიმართა.
ცერემონიის შემდეგ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის თეიმურაზ მღებრიშვილის შეხვედრა საქართველოში თურქეთის ელჩ ალი ქაან ორბაისთან. მათ განიხილეს თანამშრომლობის საკითხები ასევე თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიიფ ერდოღანის მიერ ქართველი მაშველების დაჯილდოების საკითხები, რომლებიც დამანგრეველი მიწისძვრის შედეგების ლიკვიდაციაში მონაწილეობდნენ.
თურქეთის ელჩმა კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამაშველო მისიისთვის.
საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურსა და თურქეთის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს შორის 2018 წელს გაფორმდა მემორანდუმი თანამშრომლობის შესახებ. მისი მთავარი მიზანია ორი ქვეყნის თანამშრომლობის ხელშეწყობა კატასტროფების რისკების მართვის სფეროში.
მას შემდეგ ორი ქვეყნის სახანძრო-სამაშველო სამსახურები აქტიურად თანამშრომლობენ როგორც საგანგებო სიტუაციების დროს, ისე ქართველი მაშველების გადამზადების კუთხით. ამ თანამშრომლობის ფარგლებში საქართველოსა და თურქეთში არაერთი სწავლება და გადამზადების პროგრამა ჩატარდა.
თურქეთში 6 თებერვალს 7,7 და 7,6 მაგნიტუდის მიწისძვრები მოხდა, რამაც უზარმაზარი მსხვერპლი და ნგრევა გამოიწვია. ბევრი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა. ბოლო მონაცემებით, მიწისძვრას ემსხვერპლა 50,7 ათასამდე ადამიანი. თურქეთის ხელისუფლებამ მიწისძვრებს „საუკუნის კატასტროფა" უწოდა.
ანკარაში, თურქეთის პრეზიდენტის სასახლეში 26 აპრილს ერდოღანმა მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებში ჩართულ ყველა ქვეყნის სამაშველო ჯგუფის ლიდერს სპეციალური ორდენი და მადლობის სიგელი გადასცა.
თურქეთის პრეზიდენტმა მაშველებს გაწეული დახმარებისთვის და თავდადებისთვის მადლობა გადაუხადა.
სპეციალური ჯილდო – „უმაღლესი თავდადების ორდენი" მიიღო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, სამოქალაქო უსაფრთხოების პოლკოვნიკმა მამუკა სეფიაშვილმა, რომელიც თურქეთის ქალაქებში – ადიამანსა და ანთაქიაში მომხდარი მიწისძვრის სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებში ჩართულ ქართულ სამაშველო ჯგუფს ხელმძღვანელობდა.
ქართული სამაშველო ჯგუფი თურქეთში კატასტროფის პირველივე დღეს გაემგზავრა. დაახლოებით 200 მაშველი თურქეთის ორ ქალაქში 18 დღის განმავლობაში მონაწილეობდა სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაში.