„უმაღლესი თავდადების ორდენი“ - ერდოღანმა ქართველი მაშველები დააჯილდოვა

© Ministry of Internal Affairs of Georgiaერდოღანმა ქართველი მაშველები დააჯილდოვა
ერდოღანმა ქართველი მაშველები დააჯილდოვა - Sputnik საქართველო, 1920, 26.04.2023
გამოწერა
დაახლოებით 200 ქართველი მაშველი მონაწილეობდა თურქეთში 2023 წლის თებერვლის დასაწყისში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის სალიკვიდაციო სამუშაოებში.
თბილისი, 26 აპრილი – Sputnik. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიიფ ერდოღანმა დააჯილდოვა ქართველი მაშველები, რომლებიც დამანგრეველი მიწისძვრის შედეგების ლიკვიდაციაში მონაწილეობდნენ, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
თურქეთში 6 თებერვალს 7,7 და 7,6 მაგნიტუდის მიწისძვრები მოხდა, რამაც უზარმაზარი მსხვერპლი და ნგრევა გამოიწვია. ბევრი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა. ბოლო მონაცემებით, მიწისძვრას ემსხვერპლა 50,7 ათასამდე ადამიანი. დაზარალებულ 11 პროვინციაში 118 ათასზე მეტი შენობა დაინგრა ან გამოცხადდა ავარიულად. თურქეთის ხელისუფლებამ მიწისძვრებს „საუკუნის კატასტროფა“ უწოდა.
ანკარაში, თურქეთის პრეზიდენტის სასახლეში ერდოღანმა მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებში ჩართულ ყველა ქვეყნის სამაშველო ჯგუფის ლიდერს სპეციალური ორდენი და მადლობის სიგელი გადასცა.
თურქეთის ფინანსთა სამინისტრომ მიწისძვრის ზარალის ოდენობა შეაფასა>>
თურქეთის პრეზიდენტმა მაშველებს გაწეული დახმარებისთვის და თავდადებისთვის მადლობა გადაუხადა.
სპეციალური ჯილდო – „უმაღლესი თავდადების ორდენი“ მიიღო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, სამოქალაქო უსაფრთხოების პოლკოვნიკმა მამუკა სეფიაშვილმა, რომელიც თურქეთის ქალაქებში – ადიამანსა და ანთაქიაში მომხდარი მიწისძვრის სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებში ჩართულ ქართულ სამაშველო ჯგუფს ხელმძღვანელობდა.
სპეციალური ღონისძიების ორგანიზატორი იყო თურქეთის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური (AFAD), იუწყება საქართველოს შსს.
ქართული სამაშველო ჯგუფი თურქეთში კატასტროფის პირველივე დღეს გაემგზავრა. დაახლოებით 200 მაშველი თურქეთის ორ ქალაქში 18 დღის განმავლობაში მონაწილეობდა სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაში.
ყველა ახალი ამბავი
0