ევროკავშირის დროშას აფრიალებენ და პენსიონერების ჯიბეში ხელს აფათურებენ - ცაგარეიშვილი

© photo: Sputnik / Vladimir Pesnya / გადასვლა მედიაბანკშიმობილური ტელეფონი
მობილური ტელეფონი - Sputnik საქართველო, 1920, 27.04.2023
გამოწერა
ოპოზიციონერები პარლამენტში ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვენ, რომელთა მეშვეობითაც თაღლითებმა მილიარდ დოლარზე მეტი მიითვისეს.
თბილისი, 27 აპრილი — Sputnik. ოპოზიციონერები და ე.წ. მასმედიის წარმომადგენლები ლაპარაკობენ ქვეყნის სწრაფვაზე ევროკავშირში და ამავე დროს ხელფასებს ევროპელი პენსიონერებისთვის მოპარული ფულიდან იღებენ, განაცხადა პარლამენტის დეპუტატმა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოდან" გიორგი ცაგარეიშვილმა.
ევროპელი პენსიონერები საერთაშორისო თაღლითური სქემის მსხვერპლი გახდნენ, რომლის უკან, ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია ВВС-ს ინფორმაციით, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი დგას. ის ერთ-ერთი ოპოზიციური ტელეარხი „ფორმულის" დამფუძნებელია. ამასთან, ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ქვეყნის რადიკალურ ოპოზიციას სწორედ კეზერაშვილი აფინანსებს.

„ცინიზმია, როცა უყურებ ადამიანებს, რომლებიც ერთი ხელით ევროკავშირის დროშას აფრიალებენ და იგივე ადამიანები ევროპელი პენსიონერების ჯიბეში ხელს აფათურებენ და იქიდან იხელფასებენ თავს, ე.წ. ჟურნალისტიკაშიც და პოლიტიკაშიც", – განაცხადა ცაგარეიშვილმა.

ასეთი კომენტარი გააკეთა მან ოპოზიციის მცდელობაზე – შეიქმნას პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც ე.წ. ქოლ-ცენტრების საკითხს გამოიძიებს. ამის ინიციატორი ВВС-ს სკანდალური ჟურნალისტური გამოძიების გამოქვეყნების შემდეგ არის ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის".
ამ იდეას მხარი დაუჭირა, მათ შორის, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ", რომელსაც, „ქართული ოცნების" მტკიცებით, სწორედ კეზერაშვილი აფინანსებს.
ქოლ-ცენტრების საქმე: გახარიას პარტიას პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნა სურს>>
„ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დანაშაულებრივ ქოლ-ცენტრებს, რომლებიც საქართველოში მუშაობენ, ქვეყნის უსაფრთხოების სამსახური „კრიშავს". მათი თქმით, არ შეიძლება, რომ სპეცსამსახურებს არ შეემჩნიათ საერთაშორისო მასშტაბის თაღლითობა დედაქალაქში.
ამავე დროს, საქართველოს პროკურატურამ ევროპელ პარტნიორებთან ერთად ტრანსნაციონალური დანაშაულებრივი ჯგუფის გამოსავლენად უკვე ჩაატარა რამდენიმე მასშტაბური ოპერაცია.
ცაგარეიშვილი დარწმუნებულია, რომ პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნა სპეკულაციებს ვერ დაასრულებს, არამედ მხოლოდ გააძლიერებს მას და "ძალიან ბევრ ადამიანს პოლიტიკური ინსინუაციების საფუძველს მისცემს".
„ჩვენ ვიწროპარტიული ხედვების გამყარებისთვის არჩევნების წინ ვერავის მივცემთ პოლიტიკური ინსინუაციების საშუალებას საქართველოს პარლამენტში, ეს უნდა იცოდეს ყველამ", – განაცხადა ცაგარეიშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის ეთერში.
ჩხრეკა ბიზნეს-ცენტრში თბილისში: ქოლ-ცენტრებთან დაკავშირებული ისტორია გრძელდება>>
შემდეგი საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2024 წლის შემოდგომაზე გაიმართება.
„ამგვარი საგამოძიებო კომისიის შექმნა მხოლოდ ხელს შეუშლის მიმდინარე გამოძიებას ევროპაშიც და საქართველოშიც", – დაამატა ცაგარეიშვილმა.
მას იმედი აქვს, რომ გამოძიება ე.წ. ქოლ-ცენტრების შესახებ მალე დამთავრდება.
„დაველოდოთ გამოძიების შედეგებს. ვფიქრობ, გამოძიება ძალიან მალე დასრულდება და ეს უზარმაზარი ე.წ. შავი ხვრელი, აღმოჩენილი ქოლ-ცენტრების სახით, აილაგმება ამ ქვეყანაში და ამას წერტილი დაესმება", – აღნიშნა დეპუტატმა.
საქართველოს პროკურატურის მონაცემები
საუბარია თაღლითების საერთაშორისო ქსელზე, რომლებმაც ჩამოაყალიბეს ქოლ-ცენტრები, მათ შორის საქართველოში, რომელთა გამოყენებითაც ევროპის ქვეყნების მოქალაქეები შეცდომაში შეჰყავდათ და მათ ფულს ითვისებდნენ.
„ქოლ-ცენტრების“ გახმაურებული საქმე: საქართველოს პროკურატურა განცხადებას ავრცელებს>>
საქართველოსა და ევროპის ქვეყნების საგამოძიებო ორგანოებმა ერთობლივი გამოძიების ფარგლებში დაადგინეს, რომ თაღლითები სოციალურ ქსელებსა და სხვა საჯარო სივრცეებში ათავსებდნენ რეკლამას მომგებიანი ინვესტირების შესახებ. ხოლო ქოლ-ცენტრების თანამშრომლები ურეკავდნენ ევროპის სხვადასხვა ქვეყნის მცხოვრებლებს და იმავე მომსახურებას სთავაზობდნენ. მათ ფულს კი, ვინც თანხმობას აცხადებდა ინვესტირებაზე, თაღლითები ითვისებდნენ.
ტრანსნაციონალური დანაშაულის გამოძიება 2021 წელს დაიწყო.
საქართველოში 2021 წლის ოქტომბერსა და 2022 წლის ნოემბერში ფართომასშტაბიანი საგამოძიებო ღონისძიებები ჩატარდა ქოლ-ცენტრების გამოვლენისა და თაღლითურ სქემაში მონაწილე პირების დადგენის კუთხით.
შედეგად დააკავეს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის შესაძლო ხელმძღვანელები და მონაწილეები, დაწყებულია იურიდიული პირების სისხლისსამართლებრივი დევნა. საგამოძიებო ორგანოები საქართველოში დაკავებულების ზუსტ რაოდენობას არ ასახელებენ.
ВВС-ს სკანდალური გამოძიება
ბრიტანულმა სამაუწყებლო კომპანია ВВС-მ 12 აპრილს გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიების შედეგები, რომლის თანახმად საერთაშორისო თაღლითური სქემის უკან ისრაელის მოქალაქე, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი დგას.
ვინ დგას საქართველოში რევოლუციური პროცესების და კეზერაშვილის უკან - კობახიძის განმარტება>>
გამოძიების მონაცემებით, საუბარია დაახლოებით ერთ მილიარდ დოლარზე მეტი თანხის მითვისებაზე.
BBC-ს ცნობით, თაღლითურ სქემაში ფიგურირებს 152 კომპანია, მათ შორის საქართველოში მოქმედი კრიპტოვალუტით მოვაჭრე ფირმა Solo Capitals, რომელიც, სავარაუდოდ, არის საერთაშორისო დანაშაულებრივი ქსელის ნაწილი. ეს ქსელი პოლიციისთვის ცნობილია, როგორც „მილტონის ჯგუფი".
BBC-ს მონაცემებით, იმ კომპანიებს შორის კავშირების კვლევისას, რომლებიც, სავარაუდოდ, ქოლ-ცენტრების მეშვეობით თაღლითობით იყვნენ დაკავებული, მუდმივად ფიგურირებდა ხუთი სახელი – დავით თოდუა, რატი ჭელიძე, გურამ გოგეშვილი, იოსებ მგელაძე და მაიკლ ბენიმინი. ისინი მითითებული იყვნენ სავაჭრო პლატფორმა „მილტონის ჯგუფის" ან ტექნოლოგიური კომპანიების მხარდამჭერი დირექტორების სახით.
„ფორმულა“ კეზერაშვილის ფულის გარეშე ვერ გადარჩება - რაქვიაშვილი>>
„პანამის დოკუმენტების" თანახმად (კონფიდენციალური დოკუმენტების გაჟონვა ახლანდელი და ყოფილი მსოფლიო ლიდერების ფარული საკუთრების არსებობის შესახებ), ჭელიძე, გოგეშვილი, მგელაძე და ბენიმინი არიან დირექტორები ან მაღალი თანამდებობის პირები ოფშორულ კომპანიებში ან შვილობილ კომპანიებში, რომლებიც „მილტონის ჯგუფში" შედიან.
BBC ამტკიცებს, რომ ეს კომპანიები „მილტონის ჯგუფამდე" არსებობდნენ და მათ კვალს კეზერაშვილამდე მივყავართ.
იქვე ნათქვამია, რომ არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ კეზერაშვილს რამე სახის პირდაპირი ფინანსური ინტერესი აქვს „მილტონის ჯგუფის" მიმართ. მაგრამ ამ ჯგუფთან დაკავშირებული კომპანიების რამდენიმე ყოფილმა თანამშრომელმა განაცხადა, რომ მათ პირდაპირი ურთიერთობა ჰქონდათ კეზერაშვილთან და მათ იცოდნენ, რომ მას ჯგუფთან კავშირი აქვს.
ყველა ახალი ამბავი
0