https://sputnik-georgia.com/20230421/cxreka-biznes-centrsi-qol-cetrebis-saqme-276932212.html
ჩხრეკა ბიზნეს-ცენტრში თბილისში: ქოლ-ცენტრებთან დაკავშირებული ისტორია გრძელდება
ჩხრეკა ბიზნეს-ცენტრში თბილისში: ქოლ-ცენტრებთან დაკავშირებული ისტორია გრძელდება
Sputnik საქართველო
როგორც „ნაცმოძრაობის" წევრმა პოლიციაში განაცხადა, „საფუძვლიანი ვარაუდი" აქვს, რომ ბიზნეს-ცენტრის შენობაში „ქოლ-ცენტრია" განთავსებული. 21.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-21T10:44+0400
2023-04-21T10:44+0400
2023-04-21T16:35+0400
შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
თბილისი დღეს
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/19/250446493_0:161:3067:1886_1920x0_80_0_0_0efbbf266fcc9114392b4a0859202607.jpg
თბილისი, 21 აპრილი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა თბილისში, ბიზნეს-ცენტრ „ატრიუმში" საგამოძიებო ღონისძიებები ჩაატარა, ნათქვამია უწყების განცხადებაში. ოპოზიციური "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა ლაშა ფარულავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პოლიცია ბიზნეს-ცენტრში მათ გამოიძახეს და, როგორც ჩანს, საგამოძიებო სამსახური სავარაუდო დანაშაულებრივი ქოლ-ცენტრის საქმიანობას ამოწმებს. „ჩვენ შევატყობინეთ სავარაუდო ტრანსნაციონალური კიბერდანაშაულის შესახებ, ქოლ-ცენტრზე ინფორმაცია გადავეცით პოლიციას და, როგორც ჩანს, შევიდა პოლიცია", – განაცხადა ფარულავამ. მისი თქმით, მათ ჰქონდათ საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ბიზნეს-ცენტრ „ატრიუმში" ამგვარი ქოლ-ცენტრი იყო განთავსებული და ამის შესახებ პოლიციას აცნობეს. ქოლ-ცენტრების საქმე საუბარია თაღლითების საერთაშორისო ქსელზე, რომლებმაც ჩამოაყალიბეს ქოლ-ცენტრები, მათ შორის საქართველოში, რომელთა გამოყენებითაც ევროპის ქვეყნების მოქალაქეები შეცდომაში შეჰყავდათ და მათ ფულს ითვისებდნენ. ვინ დგას საქართველოში რევოლუციური პროცესების და კეზერაშვილის უკან - კობახიძის განმარტება>>საქართველოსა და ევროპის ქვეყნების საგამოძიებო ორგანოებმა ერთობლივი გამოძიების ფარგლებში დაადგინეს, რომ თაღლითები სოციალურ ქსელებსა და სხვა საჯარო სივრცეებში ათავსებდნენ რეკლამას მომგებიანი ინვესტირების შესახებ. ხოლო ქოლ-ცენტრების თანამშრომლები ურეკავდნენ ევროპის სხვადასხვა ქვეყნის მცხოვრებლებს და იმავე მომსახურებას სთავაზობდნენ. მათ ფულს კი, ვინც თანხმობას აცხადებდა ინვესტირებაზე, თაღლითები ითვისებდნენ. ტრანსნაციონალური დანაშაულის გამოძიება 2021 წელს დაიწყო. საქართველოში 2021 წლის ოქტომბერსა და 2022 წლის ნოემბერში ფართომასშტაბიანი საგამოძიებო ღონისძიებები ჩატარდა ქოლ-ცენტრების გამოვლენისა და თაღლითურ სქემაში მონაწილე პირების დადგენის კუთხით. შედეგად დააკავეს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის შესაძლო ხელმძღვანელები და მონაწილეები, დაწყებულია იურიდიული პირების სისხლისსამართლებრივი დევნა. საგამოძიებო ორგანოები საქართველოში დაკავებულების ზუსტ რაოდენობას არ ასახელებენ. სკანდალური გამოძიება ბრიტანულმა სამაუწყებლო კომპანია ВВС-მ 12 აპრილს გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიების შედეგები, რომლის თანახმად საერთაშორისო თაღლითური სქემის უკან ისრაელის მოქალაქე, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი დგას. საქართველოს პრემიერ-მინისტრი: კეზერაშვილი საერთაშორისო დონის თაღლითია>>გამოძიების მონაცემებით, საუბარია დაახლოებით ერთ მილიარდ დოლარზე მეტი თანხის მითვისებაზე. BBC-ს ცნობით, თაღლითურ სქემაში ფიგურირებს 152 კომპანია, მათ შორის საქართველოში მოქმედი კრიპტოვალუტით მოვაჭრე ფირმა Solo Capitals, რომელიც, სავარაუდოდ, არის საერთაშორისო დანაშაულებრივი ქსელის ნაწილი. ეს ქსელი პოლიციისთვის ცნობილია, როგორც „მილტონის ჯგუფი". BBC-ს მონაცემებით, იმ კომპანიებს შორის კავშირების კვლევისას, რომლებიც, სავარაუდოდ, ქოლ-ცენტრების მეშვეობით თაღლითობით იყვნენ დაკავებული, მუდმივად ფიგურირებდა ხუთი სახელი – დავით თოდუა, რატი ჭელიძე, გურამ გოგეშვილი, იოსებ მგელაძე და მაიკლ ბენიმინი. ისინი მითითებული იყვნენ სავაჭრო პლატფორმა „მილტონის ჯგუფის" ან ტექნოლოგიური კომპანიების მხარდამჭერი დირექტორების სახით. „პანამის დოკუმენტების" თანახმად (კონფიდენციალური დოკუმენტების გაჟონვა ახლანდელი და ყოფილი მსოფლიო ლიდერების ფარული საკუთრების არსებობის შესახებ), ჭელიძე, გოგეშვილი, მგელაძე და ბენიმინი არიან დირექტორები ან მაღალი თანამდებობის პირები ოფშორულ კომპანიებში ან შვილობილ კომპანიებში, რომლებიც „მილტონის ჯგუფში" შედიან. „ქოლ-ცენტრების“ გახმაურებული საქმე - საქართველოს პროკურატურამ განცხადება გაავრცელა>>BBC ამტკიცებს, რომ ეს კომპანიები „მილტონის ჯგუფამდე" არსებობდნენ და მათ კვალს კეზერაშვილამდე მივყავართ. იქვე ნათქვამია, რომ არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ კეზერაშვილს რამე სახის პირდაპირი ფინანსური ინტერესი აქვს „მილტონის ჯგუფის" მიმართ. მაგრამ ამ ჯგუფთან დაკავშირებული კომპანიების რამდენიმე ყოფილმა თანამშრომელმა განაცხადა, რომ მათ პირდაპირი ურთიერთობა ჰქონდათ კეზერაშვილთან და მათ იცოდნენ, რომ მას ჯგუფთან კავშირი აქვს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/19/250446493_169:0:2900:2048_1920x0_80_0_0_d699e6766eef1d1719e26f0417bf56d8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, თბილისი დღეს
შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, თბილისი დღეს
ჩხრეკა ბიზნეს-ცენტრში თბილისში: ქოლ-ცენტრებთან დაკავშირებული ისტორია გრძელდება
10:44 21.04.2023 (განახლებულია: 16:35 21.04.2023) როგორც „ნაცმოძრაობის" წევრმა პოლიციაში განაცხადა, „საფუძვლიანი ვარაუდი" აქვს, რომ ბიზნეს-ცენტრის შენობაში „ქოლ-ცენტრია" განთავსებული.
თბილისი, 21 აპრილი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა თბილისში, ბიზნეს-ცენტრ „ატრიუმში" საგამოძიებო ღონისძიებები ჩაატარა, ნათქვამია უწყების განცხადებაში.
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მიღებული შეტყობინების საფუძველზე ამ ეტაპზე აღნიშნულ ობიექტებზე ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები", – აღნიშნულია განცხადებაში.
ოპოზიციური "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა ლაშა ფარულავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პოლიცია ბიზნეს-ცენტრში მათ გამოიძახეს და, როგორც ჩანს, საგამოძიებო სამსახური სავარაუდო დანაშაულებრივი ქოლ-ცენტრის საქმიანობას ამოწმებს.
„ჩვენ შევატყობინეთ სავარაუდო ტრანსნაციონალური კიბერდანაშაულის შესახებ, ქოლ-ცენტრზე ინფორმაცია გადავეცით პოლიციას და, როგორც ჩანს, შევიდა პოლიცია", – განაცხადა ფარულავამ.
მისი თქმით, მათ ჰქონდათ საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ბიზნეს-ცენტრ „ატრიუმში" ამგვარი ქოლ-ცენტრი იყო განთავსებული და ამის შესახებ პოლიციას აცნობეს.
საუბარია თაღლითების საერთაშორისო ქსელზე, რომლებმაც ჩამოაყალიბეს ქოლ-ცენტრები, მათ შორის საქართველოში, რომელთა გამოყენებითაც ევროპის ქვეყნების მოქალაქეები შეცდომაში შეჰყავდათ და მათ ფულს ითვისებდნენ.
საქართველოსა და ევროპის ქვეყნების საგამოძიებო ორგანოებმა ერთობლივი გამოძიების ფარგლებში დაადგინეს, რომ თაღლითები სოციალურ ქსელებსა და სხვა საჯარო სივრცეებში ათავსებდნენ რეკლამას მომგებიანი ინვესტირების შესახებ. ხოლო ქოლ-ცენტრების თანამშრომლები ურეკავდნენ ევროპის სხვადასხვა ქვეყნის მცხოვრებლებს და იმავე მომსახურებას სთავაზობდნენ. მათ ფულს კი, ვინც თანხმობას აცხადებდა ინვესტირებაზე, თაღლითები ითვისებდნენ.
ტრანსნაციონალური დანაშაულის გამოძიება 2021 წელს დაიწყო.
საქართველოში 2021 წლის ოქტომბერსა და 2022 წლის ნოემბერში ფართომასშტაბიანი საგამოძიებო ღონისძიებები ჩატარდა ქოლ-ცენტრების გამოვლენისა და თაღლითურ სქემაში მონაწილე პირების დადგენის კუთხით.
შედეგად დააკავეს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის შესაძლო ხელმძღვანელები და მონაწილეები, დაწყებულია იურიდიული პირების სისხლისსამართლებრივი დევნა. საგამოძიებო ორგანოები საქართველოში დაკავებულების ზუსტ რაოდენობას არ ასახელებენ.
ბრიტანულმა სამაუწყებლო კომპანია ВВС-მ 12 აპრილს გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიების შედეგები, რომლის თანახმად საერთაშორისო თაღლითური სქემის უკან ისრაელის მოქალაქე, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი დგას.
გამოძიების მონაცემებით, საუბარია დაახლოებით ერთ მილიარდ დოლარზე მეტი თანხის მითვისებაზე.
BBC-ს ცნობით, თაღლითურ სქემაში ფიგურირებს 152 კომპანია, მათ შორის საქართველოში მოქმედი კრიპტოვალუტით მოვაჭრე ფირმა Solo Capitals, რომელიც, სავარაუდოდ, არის საერთაშორისო დანაშაულებრივი ქსელის ნაწილი. ეს ქსელი პოლიციისთვის ცნობილია, როგორც „მილტონის ჯგუფი".
BBC-ს მონაცემებით, იმ კომპანიებს შორის კავშირების კვლევისას, რომლებიც, სავარაუდოდ, ქოლ-ცენტრების მეშვეობით თაღლითობით იყვნენ დაკავებული, მუდმივად ფიგურირებდა ხუთი სახელი – დავით თოდუა, რატი ჭელიძე, გურამ გოგეშვილი, იოსებ მგელაძე და მაიკლ ბენიმინი. ისინი მითითებული იყვნენ სავაჭრო პლატფორმა „მილტონის ჯგუფის" ან ტექნოლოგიური კომპანიების მხარდამჭერი დირექტორების სახით.
„პანამის დოკუმენტების" თანახმად (კონფიდენციალური დოკუმენტების გაჟონვა ახლანდელი და ყოფილი მსოფლიო ლიდერების ფარული საკუთრების არსებობის შესახებ), ჭელიძე, გოგეშვილი, მგელაძე და ბენიმინი არიან დირექტორები ან მაღალი თანამდებობის პირები ოფშორულ კომპანიებში ან შვილობილ კომპანიებში, რომლებიც „მილტონის ჯგუფში" შედიან.
BBC ამტკიცებს, რომ ეს კომპანიები „მილტონის ჯგუფამდე" არსებობდნენ და მათ კვალს კეზერაშვილამდე მივყავართ.
იქვე ნათქვამია, რომ არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ კეზერაშვილს რამე სახის პირდაპირი ფინანსური ინტერესი აქვს „მილტონის ჯგუფის" მიმართ. მაგრამ ამ ჯგუფთან დაკავშირებული კომპანიების რამდენიმე ყოფილმა თანამშრომელმა განაცხადა, რომ მათ პირდაპირი ურთიერთობა ჰქონდათ კეზერაშვილთან და მათ იცოდნენ, რომ მას ჯგუფთან კავშირი აქვს.