https://sputnik-georgia.com/20230420/sanqciebi-mosamartleebistvis-zarqua-ass-elcs-276909359.html
სანქციები მოსამართლეებისთვის: დეგნანს შეახსენეს, რომ საქართველო ბანანის რესპუბლიკა არ არის
სანქციები მოსამართლეებისთვის: დეგნანს შეახსენეს, რომ საქართველო ბანანის რესპუბლიკა არ არის
Sputnik საქართველო
საქართველოს ხელისუფლება მიიჩნევს, რომ დაუშვებელია დამოუკიდებელი ქვეყნის სასამართლო სისტემაში ჩარევა. 20.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-20T14:12+0400
2023-04-20T14:12+0400
2023-04-20T19:46+0400
საქართველოს პარლამენტი
ახალი ამბები
საქართველო
აშშ-ის სანქციები ქართველი მოსამართლეების წინააღმდეგ
აშშ
ქართული ოპოზიცია
ქართული ოცნება
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/04/14/276907332_0:54:1024:630_1920x0_80_0_0_6b32a264347ec6ba41b4ac10d5edda16.jpg
თბილისი, 20 აპრილი — Sputnik. პარლამენტის დეპუტატმა მმართველი პარტია „ქართული ოცნებიდან" ირაკლი ზარქუამ აშშ-ის ელჩს საქართველოში კელი დეგნანს ორმაგ სტანდარტებში დასდო ბრალი და შეახსენა, რომ თითოეულ გადაწყვეტილებასა და თითოეულ სიტყვას თავისი ფასი აქვს. გუშინ მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ" მეორედ შეუშალა ხელი ოპოზიციას დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნაში, რომელსაც სასამართლოებში შესაძლო კორუფცია უნდა გამოეძიებინა. აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ხელისუფლების მხრიდან მოსამართლეების დაცვა, რომლებსაც ვაშინგტონმა შეზღუდვები დაუწესა, არ ნიშნავს სასამართლო სისტემის მიმართ სოლიდარობას. „ქალბატონ დეგნანს მინდა ვუთხრა, ორმაგი სტანდარტი არ გავა არსად, არ გაგივათ ეს მიდგომა. ჩვენ ვართ ღირსეული ქვეყანა, მე ვარ ჩემი ქვეყნის, ჩემი ხალხის შვილი, უდიდესი ცივილიზაციის, უდიდესი კულტურის შვილი, ეს არ არის ბანანის რესპუბლიკა და აქ თითოეულ სიტყვას და გადაწყვეტილებას აქვს ფასი", – განაცხადა ზარქუამ გადაცემაში „თავისუფალი სივრცე". როცა „ქართული ოცნება" წინააღმდეგია - პარლამენტში კენჭისყრა ისევ ჩავარდა>>დეპუტატის თქმით, მიუღებელია, როდესაც სანქციებს უწესებენ ხელისუფლების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს შტოს – სასამართლოს, შემდეგ უკან იხევენ და ამბობენ, რომ ეს იყო არა სანქციები, არამედ შეზღუდვები, და თან არ უნდათ არანაირი არგუმენტის წარმოდგენა. საუბარია სამ მოქმედ მოსამართლეზე – მიხეილ ჩინჩალაძეზე, ლევან მურუსიძეზე და ირაკლი შენგელიაზე და ყოფილ მოსამართლე ვალერიან ცერცვაძეზე. მათ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 5 აპრილს სავიზო შეზღუდვები დაუწესა „მნიშვნელოვან კორუფციაში მონაწილეობისთვის". უფრო ადრე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ სუვერენული ქვეყნის დამოუკიდებელ სასამართლოში რაიმე ფორმით ჩარევა დაუშვებელია. მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, თავის მხრივ, კენჭისყრის ბოიკოტზე საუბრისას აღნიშნა, რომ მოსამართლეების მხარდაჭერა – დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლების მხარდაჭერა და ქართველი მოსამართლეების მიმართ სოლიდარობაა. ქართული ოპოზიცია, მათ შორის ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", წლებია ამტკიცებს, რომ საქართველოში სასამართლო სისტემას მართავს კლანი ლევან მურუსიძის ხელმძღვანელობით და სასამართლო მმართველი პარტია „ქართული ოცნების" პოლიტიკურ დაკვეთებს ასრულებს. საქართველოს პარლამენტი მოსამართლეებს შორის შესაძლო კორუფციას არ გამოიძიებს>>თავის მხრივ, „ქართული ოცნება" ამტკიცებს, რომ სასამართლო სისტემა საქართველოში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ დამოუკიდებელი გახდა. საქართველოს ხელისუფლებაში გაუგებარი და მიუღებელი უწოდეს მტკიცებულებების წარმოდგენის გარეშე ქართველი მოსამართლეების კორუფციაში დადანაშაულებას. საპასუხოდ აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ბრალდება ეფუძნება საჯაროდ ხელმისაწვდომ ინფორმაციას. „ეს ინფორმაცია და ბრალდებები ცნობილია მრავალი წელია", – განაცხადა დიპლომატმა. ამავე დროს ელჩმა დასძინა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება არის ძალიან პოზიტიური ნაბიჯი, ეს არის მთავრობისთვის შესაძლებლობა, გამოავლინოს ერთგულება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და ჭეშმარიტად მიუკერძოებელი სასამართლო სისტემის ჩამოყალიბების მიმართ.„ხალხის ძალა“: აშშ-ის საელჩოს საქართველოში კორუფციული ინტერესები ამოძრავებს>> თავის მხრივ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენისადმი მიწერილ წერილში იმედი გამოთქვა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი წარმოადგენს შესაბამის მტკიცებულებებს ან გადახედავს თავის გადაწყვეტილებას. დარჩიაშვილმა აღნიშნა, რომ 2012 წელს ხელისუფლების შეცვლამდე სასამართლო იყო პროკურატურის ქვედანაყოფი და რეჟიმის რეპრესიული მანქანის ერთ-ერთი მორიგი რგოლი. ამ სისტემის მთავარი შემქმნელები იყვნენ მაშინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი, რომელთა წინააღმდეგ სანქციები არცერთ ქვეყანას არ დაუწესებია, აღნიშნა მინისტრმა.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/04/14/276907332_0:0:909:682_1920x0_80_0_0_e7c2b616431fb7caf571a093204ec2aa.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს პარლამენტი, ახალი ამბები, საქართველო, აშშ-ის სანქციები ქართველი მოსამართლეების წინააღმდეგ, აშშ , ქართული ოპოზიცია, ქართული ოცნება , ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
საქართველოს პარლამენტი, ახალი ამბები, საქართველო, აშშ-ის სანქციები ქართველი მოსამართლეების წინააღმდეგ, აშშ , ქართული ოპოზიცია, ქართული ოცნება , ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
სანქციები მოსამართლეებისთვის: დეგნანს შეახსენეს, რომ საქართველო ბანანის რესპუბლიკა არ არის
14:12 20.04.2023 (განახლებულია: 19:46 20.04.2023) საქართველოს ხელისუფლება მიიჩნევს, რომ დაუშვებელია დამოუკიდებელი ქვეყნის სასამართლო სისტემაში ჩარევა.
თბილისი, 20 აპრილი — Sputnik. პარლამენტის დეპუტატმა მმართველი პარტია „ქართული ოცნებიდან" ირაკლი ზარქუამ აშშ-ის ელჩს საქართველოში კელი დეგნანს ორმაგ სტანდარტებში დასდო ბრალი და შეახსენა, რომ თითოეულ გადაწყვეტილებასა და თითოეულ სიტყვას თავისი ფასი აქვს.
გუშინ მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ" მეორედ შეუშალა ხელი ოპოზიციას დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნაში, რომელსაც სასამართლოებში შესაძლო კორუფცია უნდა გამოეძიებინა. აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ხელისუფლების მხრიდან მოსამართლეების დაცვა, რომლებსაც ვაშინგტონმა შეზღუდვები დაუწესა, არ ნიშნავს სასამართლო სისტემის მიმართ სოლიდარობას.
„ქალბატონ დეგნანს მინდა ვუთხრა, ორმაგი სტანდარტი არ გავა არსად, არ გაგივათ ეს მიდგომა. ჩვენ ვართ ღირსეული ქვეყანა, მე ვარ ჩემი ქვეყნის, ჩემი ხალხის შვილი, უდიდესი ცივილიზაციის, უდიდესი კულტურის შვილი, ეს არ არის ბანანის რესპუბლიკა და აქ თითოეულ სიტყვას და გადაწყვეტილებას აქვს ფასი", – განაცხადა ზარქუამ გადაცემაში „თავისუფალი სივრცე".
დეპუტატის თქმით, მიუღებელია, როდესაც სანქციებს უწესებენ ხელისუფლების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს შტოს – სასამართლოს, შემდეგ უკან იხევენ და ამბობენ, რომ ეს იყო არა სანქციები, არამედ შეზღუდვები, და თან არ უნდათ არანაირი არგუმენტის წარმოდგენა.
საუბარია სამ მოქმედ მოსამართლეზე – მიხეილ ჩინჩალაძეზე, ლევან მურუსიძეზე და ირაკლი შენგელიაზე და ყოფილ მოსამართლე ვალერიან ცერცვაძეზე. მათ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 5 აპრილს სავიზო შეზღუდვები დაუწესა „მნიშვნელოვან კორუფციაში მონაწილეობისთვის".
„ეს მიუღებელია, ეს არ წერია არაფერში. ჩვენ ამის შემდეგ გაგვიჭირდება მოსახლეობას ავუხსნათ, რომ ევროატლანტიკური სივრცე არის სამართლიანობა. ძალიან გთხოვთ, შემდეგში ასეთი შეცდომები არ უნდა დაუშვათ", – განაცხადა ზარქუამ.
უფრო ადრე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ სუვერენული ქვეყნის დამოუკიდებელ სასამართლოში რაიმე ფორმით ჩარევა დაუშვებელია. მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, თავის მხრივ, კენჭისყრის ბოიკოტზე საუბრისას აღნიშნა, რომ მოსამართლეების მხარდაჭერა – დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლების მხარდაჭერა და ქართველი მოსამართლეების მიმართ სოლიდარობაა.
ქართული ოპოზიცია, მათ შორის ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", წლებია ამტკიცებს, რომ საქართველოში სასამართლო სისტემას მართავს კლანი ლევან მურუსიძის ხელმძღვანელობით და სასამართლო მმართველი პარტია „ქართული ოცნების" პოლიტიკურ დაკვეთებს ასრულებს.
თავის მხრივ, „ქართული ოცნება" ამტკიცებს, რომ სასამართლო სისტემა საქართველოში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ დამოუკიდებელი გახდა.
საქართველოს ხელისუფლებაში გაუგებარი და მიუღებელი უწოდეს მტკიცებულებების წარმოდგენის გარეშე ქართველი მოსამართლეების კორუფციაში დადანაშაულებას. საპასუხოდ აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ბრალდება ეფუძნება საჯაროდ ხელმისაწვდომ ინფორმაციას. „ეს ინფორმაცია და ბრალდებები ცნობილია მრავალი წელია", – განაცხადა დიპლომატმა.
ამავე დროს ელჩმა დასძინა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება არის ძალიან პოზიტიური ნაბიჯი, ეს არის მთავრობისთვის შესაძლებლობა, გამოავლინოს ერთგულება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და ჭეშმარიტად მიუკერძოებელი სასამართლო სისტემის ჩამოყალიბების მიმართ.
თავის მხრივ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენისადმი მიწერილ წერილში იმედი გამოთქვა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი წარმოადგენს შესაბამის მტკიცებულებებს ან გადახედავს თავის გადაწყვეტილებას.
დარჩიაშვილმა აღნიშნა, რომ 2012 წელს ხელისუფლების შეცვლამდე სასამართლო იყო პროკურატურის ქვედანაყოფი და რეჟიმის რეპრესიული მანქანის ერთ-ერთი მორიგი რგოლი. ამ სისტემის მთავარი შემქმნელები იყვნენ მაშინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი, რომელთა წინააღმდეგ სანქციები არცერთ ქვეყანას არ დაუწესებია, აღნიშნა მინისტრმა.