https://sputnik-georgia.com/20230419/roca-qartuli-ocneba-winaarmdegia-276880457.html
როცა „ქართული ოცნება" წინააღმდეგია - პარლამენტში კენჭისყრა ისევ ჩავარდა
როცა „ქართული ოცნება" წინააღმდეგია - პარლამენტში კენჭისყრა ისევ ჩავარდა
Sputnik საქართველო
„ქართული ოცნების" დეპუტატებმა უარი თქვეს რეგისტრაციის გავლაზე. შედეგად – პარლამენტში კენჭისყრის დასაწყებად კვორუმი არ შეიკრიბა. 19.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-19T20:03+0400
2023-04-19T20:03+0400
2023-04-20T12:50+0400
პოლიტიკა საქართველოში
ქართული ოცნება
ქართული ოპოზიცია
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
ახალი ამბები
აშშ-ის სანქციები ქართველი მოსამართლეების წინააღმდეგ
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/0a/275671751_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_98485afe0915a97966878b81de334adf.jpg
თბილისი, 19 აპრილი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა კვორუმის არარსებობის გამო ერთ კვირაში უკვე მეორედ ჩააგდო დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი, რომელსაც სასამართლოებში შესაძლო კორუფცია უნდა გამოეძიებინა.ოპოზიციონერი დეპუტატები საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით მას შემდეგ გამოვიდნენ, რაც 5 აპრილს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სავიზო შეზღუდვები დაუწესა სამ მოქმედ მოსამართლეს – მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს და ირაკლი შენგელიას და ყოფილ მოსამართლე ვალერიან ცერცვაძეს „მნიშვნელოვან კორუფციაში მონაწილეობისთვის". ისევე, როგორც 18 აპრილს, მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" დეპუტატებმა მოსამართლეების სოლიდარობის ნიშნად უარი თქვეს რეგისტრაციის გავლაზე. შედეგად – პარლამენტში კენჭისყრის დასაწყებად კვორუმი არ შეიკრიბა. საქართველოს პარლამენტი მოსამართლეებს შორის შესაძლო კორუფციას არ გამოიძიებს>>კვორუმისთვის რეგისტრაცია პარლამენტის შემადგენლობის მინიმუმ ნახევარმა მაინც უნდა გაიაროს. თავის მხრივ, ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ კენჭისყრის ჩაგდებით მმართველი პარტია მოსამართლეების დანაშაულებს ფარავს. კომისიის შექმნას მხარს უჭერს 50 ოპოზიციონერი დეპუტატი სხვადასხვა პარტიიდან, რაც სხდომაზე კვორუმის არსებობის შემთხვევაში რეგლამენტით საკმარისია. „დღეს ხელისუფლებამ ბოიკოტი გამოუცხადა საქართველოს პარლამენტს. ოპოზიციის 50 ხმა იმიტომ არის რეგლამენტში გაწერილი, რომ ოპოზიციას "ქართული ოცნების" თანხმობის გარეშე უნდა შეეძლოს საგამოძიებო კომისიის შექმნა. ჩვენ ვიბრძოლებთ, რა თქმა უნდა, რეგლამენტით მონიჭებული ჩვენი უფლებების ფარგლებში", – განაცხადა დამოუკიდებელმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ. ქართული ოპოზიცია, მათ შორის ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, წლებია ამტკიცებს, რომ საქართველოში სასამართლო სისტემას მართავს კლანი ლევან მურუსიძის ხელმძღვანელობით და სასამართლო მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ დაკვეთებს ასრულებს.„ხალხის ძალა“: აშშ-ის საელჩოს საქართველოში კორუფციული ინტერესები ამოძრავებს >>თავის მხრივ, „ქართული ოცნება“ ამტკიცებს, რომ სასამართლო სისტემა საქართველოში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ დამოუკიდებელი გახდა.საქართველოს ხელისუფლებაში გაუგებარი და მიუღებელი უწოდეს მტკიცებულებების წარმოდგენის გარეშე ქართველი მოსამართლეების კორუფციაში დადანაშაულებას. საპასუხოდ აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ბრალდება ეფუძნება საჯაროდ ხელმისაწვდომ ინფორმაციას. „ეს ინფორმაცია და ბრალდებები ცნობილია მრავალი წელია", – განაცხადა დიპლომატმა.ამავე დროს ელჩმა დასძინა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება არის ძალიან პოზიტიური ნაბიჯი, ეს არის მთავრობისთვის შესაძლებლობა, გამოავლინოს ერთგულება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და ჭეშმარიტად მიუკერძოებელი სასამართლო სისტემის ჩამოყალიბების მიმართ.სანქცირებული ქართველი მოსამართლეები გადაწყვეტილებას აშშ-ის სასამართლოში გაასაჩივრებენ >>თავის მხრივ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენისადმი მიწერილ წერილში იმედი გამოთქვა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი წარმოადგენს შესაბამის მტკიცებულებებს ან გადახედავს თავის გადაწყვეტილებას.დარჩიაშვილმა აღნიშნა, რომ 2012 წელს ხელისუფლების შეცვლამდე სასამართლო იყო პროკურატურის ქვედანაყოფი და რეჟიმის რეპრესიული მანქანის ერთ-ერთი მორიგი რგოლი. ამ სისტემის მთავარი შემქმნელები იყვნენ მაშინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი, რომელთა წინააღმდეგ სანქციები არცერთ ქვეყანას არ დაუწესებია, აღნიშნა მინისტრმა.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/0a/275671751_789:0:2600:1358_1920x0_80_0_0_087cd1e319eaf00d5ec2776e91eabd02.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოცნება , ქართული ოპოზიცია, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , ახალი ამბები, აშშ-ის სანქციები ქართველი მოსამართლეების წინააღმდეგ
პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოცნება , ქართული ოპოზიცია, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , ახალი ამბები, აშშ-ის სანქციები ქართველი მოსამართლეების წინააღმდეგ
როცა „ქართული ოცნება" წინააღმდეგია - პარლამენტში კენჭისყრა ისევ ჩავარდა
20:03 19.04.2023 (განახლებულია: 12:50 20.04.2023) „ქართული ოცნების" დეპუტატებმა უარი თქვეს რეგისტრაციის გავლაზე. შედეგად – პარლამენტში კენჭისყრის დასაწყებად კვორუმი არ შეიკრიბა.
თბილისი, 19 აპრილი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა კვორუმის არარსებობის გამო ერთ კვირაში უკვე მეორედ ჩააგდო დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი, რომელსაც სასამართლოებში შესაძლო კორუფცია უნდა გამოეძიებინა.
ოპოზიციონერი დეპუტატები საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით მას შემდეგ გამოვიდნენ, რაც 5 აპრილს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სავიზო შეზღუდვები დაუწესა სამ მოქმედ მოსამართლეს – მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს და ირაკლი შენგელიას და ყოფილ მოსამართლე ვალერიან ცერცვაძეს „მნიშვნელოვან კორუფციაში მონაწილეობისთვის".
ისევე, როგორც 18 აპრილს, მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" დეპუტატებმა მოსამართლეების სოლიდარობის ნიშნად უარი თქვეს რეგისტრაციის გავლაზე. შედეგად – პარლამენტში კენჭისყრის დასაწყებად კვორუმი არ შეიკრიბა.
კვორუმისთვის რეგისტრაცია პარლამენტის შემადგენლობის მინიმუმ ნახევარმა მაინც უნდა გაიაროს.
„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს არ შედგეს, რადგან ძალიან მავნებლური ინიციატივაა. ძალიან სახიფათო პრეცედენტი შეიძლება გახდეს, თუ სასამართლო ხელისუფლების ავკარგიანობის შესახებ ცალკეული მოსამართლეების ანგარიშვალდებულებას გავაჩენთ პარლამენტში, პოლიტიკური ხელისუფლების წინაშე, მაშინ, როცა ისინი მხოლოდ კანონის და კონსტიტუციის წინაშე არიან ანგარიშვალდებული", – განაცხადა დეპუტატმა მმართველი პარტიიდან მიხეილ სარჯველაძემ.
თავის მხრივ, ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ კენჭისყრის ჩაგდებით მმართველი პარტია მოსამართლეების დანაშაულებს ფარავს.
„ხელს აფარებენ მოსამართლეებს იმ შემთხვევაშიც, როცა ისინი ამერიკის მხრიდან ეჭვმიტანილი არიან დანაშაულში... კომისია რომც შექმნილიყო, ამაზე მეტი რა უნდა დაემტკიცებინა, რაც ბოლო ორ დღეში ვნახეთ?" – განაცხადა პარტია „გირჩის" ლიდერმა იაგო ხვიჩიამ.
კომისიის შექმნას მხარს უჭერს 50 ოპოზიციონერი დეპუტატი სხვადასხვა პარტიიდან, რაც სხდომაზე კვორუმის არსებობის შემთხვევაში რეგლამენტით საკმარისია.
„დღეს ხელისუფლებამ ბოიკოტი გამოუცხადა საქართველოს პარლამენტს. ოპოზიციის 50 ხმა იმიტომ არის რეგლამენტში გაწერილი, რომ ოპოზიციას "ქართული ოცნების" თანხმობის გარეშე უნდა შეეძლოს საგამოძიებო კომისიის შექმნა. ჩვენ ვიბრძოლებთ, რა თქმა უნდა, რეგლამენტით მონიჭებული ჩვენი უფლებების ფარგლებში", – განაცხადა დამოუკიდებელმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ.
ქართული ოპოზიცია, მათ შორის ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, წლებია ამტკიცებს, რომ საქართველოში სასამართლო სისტემას მართავს კლანი ლევან მურუსიძის ხელმძღვანელობით და სასამართლო მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ დაკვეთებს ასრულებს.
თავის მხრივ, „ქართული ოცნება“ ამტკიცებს, რომ სასამართლო სისტემა საქართველოში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ დამოუკიდებელი გახდა.
საქართველოს ხელისუფლებაში გაუგებარი და მიუღებელი უწოდეს მტკიცებულებების წარმოდგენის გარეშე ქართველი მოსამართლეების კორუფციაში დადანაშაულებას. საპასუხოდ აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ბრალდება ეფუძნება საჯაროდ ხელმისაწვდომ ინფორმაციას. „ეს ინფორმაცია და ბრალდებები ცნობილია მრავალი წელია", – განაცხადა დიპლომატმა.
ამავე დროს ელჩმა დასძინა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება არის ძალიან პოზიტიური ნაბიჯი, ეს არის მთავრობისთვის შესაძლებლობა, გამოავლინოს ერთგულება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და ჭეშმარიტად მიუკერძოებელი სასამართლო სისტემის ჩამოყალიბების მიმართ.
თავის მხრივ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენისადმი მიწერილ წერილში იმედი გამოთქვა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი წარმოადგენს შესაბამის მტკიცებულებებს ან გადახედავს თავის გადაწყვეტილებას.
დარჩიაშვილმა აღნიშნა, რომ 2012 წელს ხელისუფლების შეცვლამდე სასამართლო იყო პროკურატურის ქვედანაყოფი და რეჟიმის რეპრესიული მანქანის ერთ-ერთი მორიგი რგოლი. ამ სისტემის მთავარი შემქმნელები იყვნენ მაშინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი, რომელთა წინააღმდეგ სანქციები არცერთ ქვეყანას არ დაუწესებია, აღნიშნა მინისტრმა.