https://sputnik-georgia.com/20230413/sanqcirebuli-qartveli-mosamartleebi-gadawyvetilebas-ass-is-sasamartlosi-gaasacivreben-276718072.html
სანქცირებული ქართველი მოსამართლეები გადაწყვეტილებას აშშ-ის სასამართლოში გაასაჩივრებენ
სანქცირებული ქართველი მოსამართლეები გადაწყვეტილებას აშშ-ის სასამართლოში გაასაჩივრებენ
Sputnik საქართველო
ჯერჯერობით მხოლოდ ირაკლი შენგელიამ გარკვევით დააფიქსირა, რომ აპირებს სარჩელის შეტანას შესაბამის სასამართლოში 13.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-13T23:24+0400
2023-04-13T23:24+0400
2023-04-13T23:24+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
აშშ-ის სანქციები ქართველი მოსამართლეების წინააღმდეგ
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/19/250698836_0:120:3217:1929_1920x0_80_0_0_a0f7c97ba8ec1905e7d15d56bf20709f.jpg
თბილისი, 13 აპრილი – Sputnik. ქართველი მოსამართლეები, რომლებსაც შეერთებულმა შტატებმა სავიზო შეზღუდვა დაუწესა, გადაწყვეტილებას აშშ-ის სასამართლოში გაასაჩივრებენ, განაცხადა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა დიმიტრი გვრიტიშვილმა.5 აპრილს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სავიზო შეზღუდვები დაუწესა სამ მოქმედ მოსამართლეს – მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს და ირაკლი შენგელიას და ყოფილ მოსამართლე ვალერიან ცერცვაძეს „მნიშვნელოვან კორუფციაში მონაწილეობისთვის". იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აღშფოთებულმა წევრებმა ამის გამო პრემიერთან შეხვედრა მოითხოვეს.ქართული ოპოზიცია, მათ შორის ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, წლებია ამტკიცებს, რომ საქართველოში სასამართლო სისტემას მართავს კლანი ლევან მურუსიძის ხელმძღვანელობით და სასამართლო მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ დაკვეთებს ასრულებს.თავის მხრივ, „ქართული ოცნება“ ამტკიცებს, რომ სასამართლო სისტემა საქართველოში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ დამოუკიდებელი გახდა.ქართველმა მოსამართლეებმა სანქცირებულებთან სოლიდარობის გამო უარი თქვეს აშშ-ში გამგზავრებაზე >>საქართველოს ხელისუფლებაში გაუგებარი და მიუღებელი უწოდეს მტკიცებულებების წარმოდგენის გარეშე ქართველი მოსამართლეების კორუფციაში დადანაშაულებას. საპასუხოდ, აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ბრალდება ეფუძნება საჯაროდ ხელმისაწვდომ ინფორმაციას. „ეს ინფორმაცია და ბრალდებები ცნობილია მრავალი წელია", – განაცხადა დიპლომატმა.ამავე დროს ელჩმა დასძინა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება არის ძალიან პოზიტიური ნაბიჯი, ეს არის მთავრობისთვის შესაძლებლობა, გამოავლინოს ერთგულება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და ჭეშმარიტად მიუკერძოებელი სასამართლო სისტემის ჩამოყალიბების მიმართ.„ეს იყო სიურპრიზი“ - პრემიერ-მინისტრი მოსამართლეების შესახებ აშშ-ის გადაწყვეტილებაზე >>თავის მხრივ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენისადმი მიწერილ წერილში იმედი გამოთქვა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი წარმოადგენს შესაბამის მტკიცებულებებს ან გადახედავს თავის გადაწყვეტილებას.დარჩიაშვილმა აღნიშნა, რომ 2012 წელს ხელისუფლების შეცვლამდე სასამართლო იყო პროკურატურის ქვედანაყოფი და რეჟიმის რეპრესიული მანქანის ერთ-ერთი მორიგი რგოლი. ამ სისტემის მთავარი შემქმნელები იყვნენ მაშინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი, რომელთა წინააღმდეგ სანქციები არცერთ ქვეყანას არ დაუწესებია, აღნიშნა მინისტრმა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/19/250698836_242:0:2973:2048_1920x0_80_0_0_69f43d0ee2e5d2c07392d1d36dbb5aae.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, აშშ-ის სანქციები ქართველი მოსამართლეების წინააღმდეგ
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, აშშ-ის სანქციები ქართველი მოსამართლეების წინააღმდეგ
სანქცირებული ქართველი მოსამართლეები გადაწყვეტილებას აშშ-ის სასამართლოში გაასაჩივრებენ
ჯერჯერობით მხოლოდ ირაკლი შენგელიამ გარკვევით დააფიქსირა, რომ აპირებს სარჩელის შეტანას შესაბამის სასამართლოში
თბილისი, 13 აპრილი – Sputnik. ქართველი მოსამართლეები, რომლებსაც შეერთებულმა შტატებმა სავიზო შეზღუდვა დაუწესა, გადაწყვეტილებას აშშ-ის სასამართლოში გაასაჩივრებენ, განაცხადა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა დიმიტრი გვრიტიშვილმა.
5 აპრილს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სავიზო შეზღუდვები დაუწესა სამ მოქმედ მოსამართლეს – მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს და ირაკლი შენგელიას და ყოფილ მოსამართლე ვალერიან ცერცვაძეს „მნიშვნელოვან კორუფციაში მონაწილეობისთვის". იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აღშფოთებულმა წევრებმა ამის გამო პრემიერთან შეხვედრა მოითხოვეს.
„ჯერ მხოლოდ ირაკლი შენგელიამ დააფიქსირა მკაფიოდ, რომ აპირებს სარჩელით მიმართოს შესაბამის სასამართლოს. ვინაიდან უცხო სახელმწიფოშია ეს სარჩელი წარსადგენი, გასარკვევია პროცედურა დეტალურად. ჩემი ინფორმაციით, ეს სარჩელი მზადდება. ასევე, მინდა, ინფორმაცია მოგაწოდოთ, რომ დანარჩენი კოლეგებიც ირაკლი შენგელიასთან ერთად აპირებენ იმავე სარჩელით მიმართონ ამერიკის შესაბამის სასამართლოს“, – განაცხადა დიმიტრი გვრიტიშვილმა.
ქართული ოპოზიცია, მათ შორის ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, წლებია ამტკიცებს, რომ საქართველოში სასამართლო სისტემას მართავს კლანი ლევან მურუსიძის ხელმძღვანელობით და სასამართლო მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ დაკვეთებს ასრულებს.
თავის მხრივ, „ქართული ოცნება“ ამტკიცებს, რომ სასამართლო სისტემა საქართველოში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ დამოუკიდებელი გახდა.
საქართველოს ხელისუფლებაში გაუგებარი და მიუღებელი უწოდეს მტკიცებულებების წარმოდგენის გარეშე ქართველი მოსამართლეების კორუფციაში დადანაშაულებას. საპასუხოდ, აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ბრალდება ეფუძნება საჯაროდ ხელმისაწვდომ ინფორმაციას. „ეს ინფორმაცია და ბრალდებები ცნობილია მრავალი წელია", – განაცხადა დიპლომატმა.
ამავე დროს ელჩმა დასძინა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება არის ძალიან პოზიტიური ნაბიჯი, ეს არის მთავრობისთვის შესაძლებლობა, გამოავლინოს ერთგულება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და ჭეშმარიტად მიუკერძოებელი სასამართლო სისტემის ჩამოყალიბების მიმართ.
თავის მხრივ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენისადმი მიწერილ წერილში იმედი გამოთქვა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი წარმოადგენს შესაბამის მტკიცებულებებს ან გადახედავს თავის გადაწყვეტილებას.
დარჩიაშვილმა აღნიშნა, რომ 2012 წელს ხელისუფლების შეცვლამდე სასამართლო იყო პროკურატურის ქვედანაყოფი და რეჟიმის რეპრესიული მანქანის ერთ-ერთი მორიგი რგოლი. ამ სისტემის მთავარი შემქმნელები იყვნენ მაშინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი, რომელთა წინააღმდეგ სანქციები არცერთ ქვეყანას არ დაუწესებია, აღნიშნა მინისტრმა.