https://sputnik-georgia.com/20230413/qartvelma-mosamartleebma-sanqcirebulebtan-solidarobis-gamo-uari-tqves-ass-si-gamgzavrebaze-276711185.html
ქართველმა მოსამართლეებმა სანქცირებულებთან სოლიდარობის გამო უარი თქვეს აშშ-ში გამგზავრებაზე
ქართველმა მოსამართლეებმა სანქცირებულებთან სოლიდარობის გამო უარი თქვეს აშშ-ში გამგზავრებაზე
Sputnik საქართველო
მოსამართლეებმა ნანა ჯოხაძემ, თამარ ბეჟანიშვილმა და კონსტანტინე კოპალიანმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში შეიტანეს ოფიციალური განცხადება აშშ-ში სასწავლო კურსზე... 13.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-13T19:20+0400
2023-04-13T19:20+0400
2023-04-13T22:21+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
აშშ-ის სანქციები ქართველი მოსამართლეების წინააღმდეგ
პოლიტიკა
აშშ
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/08/249389956_0:41:2936:1693_1920x0_80_0_0_3236b3dca6d3f68ae5d97a46debe9c0b.jpg
თბილისი, 13 აპრილი – Sputnik. სამმა ქართველმა მოსამართლემ, სოლიდარობის ნიშნად იმ მოსამართლეებთან, რომელთა წინააღმდეგ შეერთებულმა შტატებმა სავიზო შეზღუდვა დააწესა, უარი თქვა ამ ქვეყანაში სასწავლებლად წასვლაზე, განაცხადა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა დიმიტრი გვრიტიშვილმა.5 აპრილს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სავიზო შეზღუდვები დაუწესა სამ მოქმედ მოსამართლეს – მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს და ირაკლი შენგელიას და ყოფილ მოსამართლე ვალერიან ცერცვაძეს „მნიშვნელოვან კორუფციაში მონაწილეობისთვის".გვრიტიშვილის ინფორმაციით, სამმა მოსამართლემ – ნანა ჯოხაძემ, თამარ ბეჟანიშვილმა და კონსტანტინე კოპალიანმა უარი განაცხადეს აშშ-ში გამგზავრებაზე სასწავლო კურსზე, რომელიც მიმდინარე წლის 22-30 აპრილს ჩატარდება. სამივემ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უარის შესახებ ოფიციალური განცხადებით მიმართა.ქართული ოპოზიცია, მათ შორის ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, წლებია ამტკიცებს, რომ საქართველოში სასამართლო სისტემას მართავს კლანი ლევან მურუსიძის ხელმძღვანელობით და სასამართლო მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ დაკვეთებს ასრულებს.თავის მხრივ, „ქართული ოცნება“ ამტკიცებს, რომ სასამართლო სისტემა საქართველოში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ დამოუკიდებელი გახდა.საქართველოს ხელისუფლებაში გაუგებარი და მიუღებელი უწოდეს მტკიცებულებების წარმოდგენის გარეშე ქართველი მოსამართლეების კორუფციაში დადანაშაულებას. საპასუხოდ, აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ბრალდება ეფუძნება საჯაროდ ხელმისაწვდომ ინფორმაციას. „ეს ინფორმაცია და ბრალდებები ცნობილია მრავალი წელია", – განაცხადა დიპლომატმა.„ეს იყო სიურპრიზი“ - პრემიერ-მინისტრი მოსამართლეების შესახებ აშშ-ის გადაწყვეტილებაზე >>ამავე დროს ელჩმა დასძინა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება არის ძალიან პოზიტიური ნაბიჯი, ეს არის მთავრობისთვის შესაძლებლობა, გამოავლინოს ერთგულება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და ჭეშმარიტად მიუკერძოებელი სასამართლო სისტემის ჩამოყალიბების მიმართ.თავის მხრივ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენისადმი მიწერილ წერილში იმედი გამოთქვა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი წარმოადგენს შესაბამის მტკიცებულებებს ან გადახედავს თავის გადაწყვეტილებას.დარჩიაშვილმა აღნიშნა, რომ 2012 წელს ხელისუფლების შეცვლამდე სასამართლო იყო პროკურატურის ქვედანაყოფი და რეჟიმის რეპრესიული მანქანის ერთ-ერთი მორიგი რგოლი. ამ სისტემის მთავარი შემქმნელები იყვნენ მაშინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი, რომელთა წინააღმდეგ სანქციები არცერთ ქვეყანას არ დაუწესებია, აღნიშნა მინისტრმა.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/08/249389956_312:0:2624:1734_1920x0_80_0_0_fc9fd48504eeccb7b7853d69dc94201f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, აშშ-ის სანქციები ქართველი მოსამართლეების წინააღმდეგ, პოლიტიკა, აშშ
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, აშშ-ის სანქციები ქართველი მოსამართლეების წინააღმდეგ, პოლიტიკა, აშშ
ქართველმა მოსამართლეებმა სანქცირებულებთან სოლიდარობის გამო უარი თქვეს აშშ-ში გამგზავრებაზე
19:20 13.04.2023 (განახლებულია: 22:21 13.04.2023) მოსამართლეებმა ნანა ჯოხაძემ, თამარ ბეჟანიშვილმა და კონსტანტინე კოპალიანმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში შეიტანეს ოფიციალური განცხადება აშშ-ში სასწავლო კურსზე გამგზავრებაზე უარის შესახებ.
თბილისი, 13 აპრილი – Sputnik. სამმა ქართველმა მოსამართლემ, სოლიდარობის ნიშნად იმ მოსამართლეებთან, რომელთა წინააღმდეგ შეერთებულმა შტატებმა სავიზო შეზღუდვა დააწესა, უარი თქვა ამ ქვეყანაში სასწავლებლად წასვლაზე, განაცხადა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა დიმიტრი გვრიტიშვილმა.
5 აპრილს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სავიზო შეზღუდვები დაუწესა სამ მოქმედ მოსამართლეს – მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს და ირაკლი შენგელიას და ყოფილ მოსამართლე ვალერიან ცერცვაძეს „მნიშვნელოვან კორუფციაში მონაწილეობისთვის".
გვრიტიშვილის ინფორმაციით, სამმა მოსამართლემ – ნანა ჯოხაძემ, თამარ ბეჟანიშვილმა და კონსტანტინე კოპალიანმა უარი განაცხადეს აშშ-ში გამგზავრებაზე სასწავლო კურსზე, რომელიც მიმდინარე წლის 22-30 აპრილს ჩატარდება. სამივემ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უარის შესახებ ოფიციალური განცხადებით მიმართა.
„ჩემი აზრით, ეს არის სოლიდარობის ერთგვარი აქტი, ისევე, როგორც ეს იყო ლაშა ჩხიკვაძის შემთხვევაში (როცა ასევე რამდენიმე მოსამართლემ უარი თქვა ანალოგიურ ვიზიტზე), რადგან აშშ-ის წარმომადგენელთა მხრიდან სახეზეა აშკარად უსამართლო და დამამცირებელი მიდგომა ქართველი მოსამართლეების მიმართ“, – დაწერა დიმიტრი გვრიტიშვილმა სოციალურ ქსელში.
ქართული ოპოზიცია, მათ შორის ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, წლებია ამტკიცებს, რომ საქართველოში სასამართლო სისტემას მართავს კლანი ლევან მურუსიძის ხელმძღვანელობით და სასამართლო მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ დაკვეთებს ასრულებს.
თავის მხრივ, „ქართული ოცნება“ ამტკიცებს, რომ სასამართლო სისტემა საქართველოში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ დამოუკიდებელი გახდა.
საქართველოს ხელისუფლებაში გაუგებარი და მიუღებელი უწოდეს მტკიცებულებების წარმოდგენის გარეშე ქართველი მოსამართლეების კორუფციაში დადანაშაულებას. საპასუხოდ, აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ბრალდება ეფუძნება საჯაროდ ხელმისაწვდომ ინფორმაციას. „ეს ინფორმაცია და ბრალდებები ცნობილია მრავალი წელია", – განაცხადა დიპლომატმა.
ამავე დროს ელჩმა დასძინა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება არის ძალიან პოზიტიური ნაბიჯი, ეს არის მთავრობისთვის შესაძლებლობა, გამოავლინოს ერთგულება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და ჭეშმარიტად მიუკერძოებელი სასამართლო სისტემის ჩამოყალიბების მიმართ.
თავის მხრივ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენისადმი მიწერილ წერილში იმედი გამოთქვა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი წარმოადგენს შესაბამის მტკიცებულებებს ან გადახედავს თავის გადაწყვეტილებას.
დარჩიაშვილმა აღნიშნა, რომ 2012 წელს ხელისუფლების შეცვლამდე სასამართლო იყო პროკურატურის ქვედანაყოფი და რეჟიმის რეპრესიული მანქანის ერთ-ერთი მორიგი რგოლი. ამ სისტემის მთავარი შემქმნელები იყვნენ მაშინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი, რომელთა წინააღმდეგ სანქციები არცერთ ქვეყანას არ დაუწესებია, აღნიშნა მინისტრმა.