https://sputnik-georgia.com/20230419/saqartvelos-parlamenti-mosamartleebs-soris-swsazlo-korufcias-ar-gamoiziebs-276851004.html
საქართველოს პარლამენტი მოსამართლეებს შორის შესაძლო კორუფციას არ გამოიძიებს
საქართველოს პარლამენტი მოსამართლეებს შორის შესაძლო კორუფციას არ გამოიძიებს
Sputnik საქართველო
საპარლამენტო უმრავლესობამ ქართველ მოსამართლეებთან სოლიდარობის ნიშნად კენჭისყრამდე რეგისტრაცია არ გაიარა. 19.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-19T09:44+0400
2023-04-19T09:44+0400
2023-04-19T14:55+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
აშშ-ის სანქციები ქართველი მოსამართლეების წინააღმდეგ
ქართული ოცნება
საქართველოს პარლამენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/02/250775561_0:160:3073:1888_1920x0_80_0_0_3f15c8fa35fac53b05be15cec6b7d9b6.jpg
თბილისი, 19 აპრილი – Sputnik. საქართველოს პარლამენტმა კვორუმის არარსებობის გამო ჩააგდო დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი, რომელსაც სასამართლოებში შესაძლო კორუფცია უნდა გამოეძიებინა.ოპოზიციონერი დეპუტატები საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით მას შემდეგ გამოვიდნენ, რაც 5 აპრილს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სავიზო შეზღუდვები დაუწესა სამ მოქმედ მოსამართლეს – მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს და ირაკლი შენგელიას და ყოფილ მოსამართლე ვალერიან ცერცვაძეს „მნიშვნელოვან კორუფციაში მონაწილეობისთვის".მან ასევე მიუთითა, რომ პარლამენტი არის პოლიტიკური ხელისუფლების ნაწილი და სასამართლოც ხელისუფლების დამოუკიდებელ შტოს წარმოადგენს.„ჩვენ, პოლიტიკურ ხელისუფლებას სასამართლო სისტემასთან მიმართებით შეგვიძლია გავაკეთოთ მხოლოდ ორი რამ: ერთი – კანონების მიღება, სათანადო საკანონმდებლო ბაზის შემუშავება; და მეორე არის სასამართლოს დამოუკიდებლობის დაცვა“, – აღნიშნა მან.კობახიძის თქმით, მოსამართლეების მხარდაჭერა არის მხარდაჭერის აქტი სასამართლოს დამოუკიდებლობის მიმართ და პოლიტიკური სოლიდარობის აქტი ქართველი მოსამართლეების მიმართ.„ხალხის ძალა“: აშშ-ის საელჩოს საქართველოში კორუფციული ინტერესები ამოძრავებს >>ქართული ოპოზიცია, მათ შორის ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, წლებია ამტკიცებს, რომ საქართველოში სასამართლო სისტემას მართავს კლანი ლევან მურუსიძის ხელმძღვანელობით და სასამართლო მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ დაკვეთებს ასრულებს.თავის მხრივ, „ქართული ოცნება“ ამტკიცებს, რომ სასამართლო სისტემა საქართველოში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ დამოუკიდებელი გახდა.სანქცირებული ქართველი მოსამართლეები გადაწყვეტილებას აშშ-ის სასამართლოში გაასაჩივრებენ >>საქართველოს ხელისუფლებაში გაუგებარი და მიუღებელი უწოდეს მტკიცებულებების წარმოდგენის გარეშე ქართველი მოსამართლეების კორუფციაში დადანაშაულებას. საპასუხოდ აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ბრალდება ეფუძნება საჯაროდ ხელმისაწვდომ ინფორმაციას. „ეს ინფორმაცია და ბრალდებები ცნობილია მრავალი წელია", – განაცხადა დიპლომატმა.ამავე დროს ელჩმა დასძინა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება არის ძალიან პოზიტიური ნაბიჯი, ეს არის მთავრობისთვის შესაძლებლობა, გამოავლინოს ერთგულება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და ჭეშმარიტად მიუკერძოებელი სასამართლო სისტემის ჩამოყალიბების მიმართ.ქართველმა მოსამართლეებმა სანქცირებულებთან სოლიდარობის გამო უარი თქვეს აშშ-ში გამგზავრებაზე >>თავის მხრივ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენისადმი მიწერილ წერილში იმედი გამოთქვა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი წარმოადგენს შესაბამის მტკიცებულებებს ან გადახედავს თავის გადაწყვეტილებას.დარჩიაშვილმა აღნიშნა, რომ 2012 წელს ხელისუფლების შეცვლამდე სასამართლო იყო პროკურატურის ქვედანაყოფი და რეჟიმის რეპრესიული მანქანის ერთ-ერთი მორიგი რგოლი. ამ სისტემის მთავარი შემქმნელები იყვნენ მაშინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი, რომელთა წინააღმდეგ სანქციები არცერთ ქვეყანას არ დაუწესებია, აღნიშნა მინისტრმა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/02/250775561_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_b0dd925e9238a565f416f5cf2a9aa22e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, აშშ-ის სანქციები ქართველი მოსამართლეების წინააღმდეგ, ქართული ოცნება , საქართველოს პარლამენტი
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, აშშ-ის სანქციები ქართველი მოსამართლეების წინააღმდეგ, ქართული ოცნება , საქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი მოსამართლეებს შორის შესაძლო კორუფციას არ გამოიძიებს
09:44 19.04.2023 (განახლებულია: 14:55 19.04.2023) საპარლამენტო უმრავლესობამ ქართველ მოსამართლეებთან სოლიდარობის ნიშნად კენჭისყრამდე რეგისტრაცია არ გაიარა.
თბილისი, 19 აპრილი – Sputnik. საქართველოს პარლამენტმა კვორუმის არარსებობის გამო ჩააგდო დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი, რომელსაც სასამართლოებში შესაძლო კორუფცია უნდა გამოეძიებინა.
ოპოზიციონერი დეპუტატები საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით მას შემდეგ გამოვიდნენ, რაც 5 აპრილს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სავიზო შეზღუდვები დაუწესა სამ მოქმედ მოსამართლეს – მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს და ირაკლი შენგელიას და ყოფილ მოსამართლე ვალერიან ცერცვაძეს „მნიშვნელოვან კორუფციაში მონაწილეობისთვის".
„საპარლამენტო უმრავლესობაში მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ არ გავიაროთ რეგისტრაცია კენჭისყრამდე. ეს არის სოლიდარობის აქტი ქართველი მოსამართლეების მიმართ“, – ასე ახსნა კვორუმის არარსებობა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
მან ასევე მიუთითა, რომ პარლამენტი არის პოლიტიკური ხელისუფლების ნაწილი და სასამართლოც ხელისუფლების დამოუკიდებელ შტოს წარმოადგენს.
„ჩვენ, პოლიტიკურ ხელისუფლებას სასამართლო სისტემასთან მიმართებით შეგვიძლია გავაკეთოთ მხოლოდ ორი რამ: ერთი – კანონების მიღება, სათანადო საკანონმდებლო ბაზის შემუშავება; და მეორე არის სასამართლოს დამოუკიდებლობის დაცვა“, – აღნიშნა მან.
კობახიძის თქმით, მოსამართლეების მხარდაჭერა არის მხარდაჭერის აქტი სასამართლოს დამოუკიდებლობის მიმართ და პოლიტიკური სოლიდარობის აქტი ქართველი მოსამართლეების მიმართ.
ქართული ოპოზიცია, მათ შორის ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, წლებია ამტკიცებს, რომ საქართველოში სასამართლო სისტემას მართავს კლანი ლევან მურუსიძის ხელმძღვანელობით და სასამართლო მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ დაკვეთებს ასრულებს.
თავის მხრივ, „ქართული ოცნება“ ამტკიცებს, რომ სასამართლო სისტემა საქართველოში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ დამოუკიდებელი გახდა.
საქართველოს ხელისუფლებაში გაუგებარი და მიუღებელი უწოდეს მტკიცებულებების წარმოდგენის გარეშე ქართველი მოსამართლეების კორუფციაში დადანაშაულებას. საპასუხოდ აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ბრალდება ეფუძნება საჯაროდ ხელმისაწვდომ ინფორმაციას. „ეს ინფორმაცია და ბრალდებები ცნობილია მრავალი წელია", – განაცხადა დიპლომატმა.
ამავე დროს ელჩმა დასძინა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება არის ძალიან პოზიტიური ნაბიჯი, ეს არის მთავრობისთვის შესაძლებლობა, გამოავლინოს ერთგულება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და ჭეშმარიტად მიუკერძოებელი სასამართლო სისტემის ჩამოყალიბების მიმართ.
თავის მხრივ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენისადმი მიწერილ წერილში იმედი გამოთქვა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი წარმოადგენს შესაბამის მტკიცებულებებს ან გადახედავს თავის გადაწყვეტილებას.
დარჩიაშვილმა აღნიშნა, რომ 2012 წელს ხელისუფლების შეცვლამდე სასამართლო იყო პროკურატურის ქვედანაყოფი და რეჟიმის რეპრესიული მანქანის ერთ-ერთი მორიგი რგოლი. ამ სისტემის მთავარი შემქმნელები იყვნენ მაშინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი, რომელთა წინააღმდეგ სანქციები არცერთ ქვეყანას არ დაუწესებია, აღნიშნა მინისტრმა.