რა გააკეთა საქართველომ ბოლო წლებში მოსახლეობის სამედიცინო მომსახურებისთვის – მონაცემები

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 07.04.2023
გამოწერა
ქვეყნის მოსახლეობის დიდ ნაწილს შეუძლია სახელმწიფო სამედიცინო სერვისებით სარგებლობა, აღნიშნავენ სამინისტროში.
თბილისი, 7 აპრილი – Sputnik. ზრუნვა მოსახლეობის ჯანმრთელობაზე და სამედიცინო სერვისებზე გაზრდილი წვდომა სახელმწიფოს პრიორიტეტია, ნათქვამია ჯანმრთელობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ჯანმრთელობის მსოფლიო დღე ყოველ წელს 7 აპრილს აღინიშნება. წელს ამ დღის დევიზია „ჯანმრთელობა ყველას“. ყველა ადამიანს აქვს უფლება და შესაძლებლობა, შეინარჩუნოს თავისი ჯანმრთელობა, მიიღოს ექიმის დახმარება, ჰქონდეს წვდომა პროფილაქტიკურ მედიცინაზე.
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში აღნიშნავენ, რომ ქვეყნის მოსახლეობის დიდ ნაწილს აქვს შესაძლებლობა, გამოიყენოს სახელმწიფო სერვისები ჯანდაცვის სფეროში.
საქართველოში 2013 წლიდან მოქმედებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა და შეღავათები მედიკამენტების შეძენისას სოციალურად დაუცველი მოქალაქეების, პენსიონერებისა და შშმ პირებისთვის.
ღარიბაშვილი: საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით მოსახლეობის 94% სარგებლობს>>
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ფინანსდება როგორც გეგმური, ისე გადაუდებელი სამედიცინო მომსახურებები, ოჯახის ექიმის და ექიმ-სპეციალისტების მომსახურება, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები და სხვ.
2013 წლიდან დღემდე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ქვეყნის მოსახლეობის 94%-მა ისარგებლა. პროგრამის დაწყებიდან დღემდე 11 მილიონამდე სამედიცინო შემთხვევა 7 მილიარდამდე ლარით დაფინანსდა.
2022 წელს ჯანდაცვის სამინისტრომ დაიწყო პოსტტრავმული და ინსულტის შემდგომი რეაბილიტაციის და გულის მანკების მკურნალობის დაფინანსება.
რა შემთხვევაში დააჯარიმებენ აფთიაქებს: ჯანდაცვის სამინისტრომ პირობები დაასახელა>>
მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით 2022 წელს ფარმაციის მიმართულებით რეფორმები დაიწყო. გაიხსნა თურქეთის ბაზარი და შედეგად მედიკამენტებზე ფასები შემცირდა 60–80%-მდე.
რეფერენტული ფასი, რაც გულისხმობს მაქსიმალური ზღვრის დაწესებას, რომლის ზემოთ ქვეყანაში მედიკამენტების გაყიდვა არ შეიძლება, ამოქმედდა 1.100-ზე მეტ მედიკამენტზე, რეფორმის შედეგად მედიკამენტების ღირებულება საშუალოდ 40%-ით შემცირდა.
2015 წლიდან მოქმედებს C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროგრამა. საქართველო არის სამოდელო ქვეყანა და გახდა უპირობო ლიდერი C ჰეპატიტის მკურნალობის კუთხით. დღეის მდგომარეობით პროგრამაში ჩაერთო 80.000-ზე მეტი ადამიანი.
როდის აღმოიფხვრება C ჰეპატიტი საქართველოში? - ჯანდაცვის სამინისტროს განმარტება>>
ჯანდაცვის სამინისტრომ სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით 2022 წლის 1 ნოემბრიდან სამედიცინო დაწესებულებებში მომსახურების დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების ახალი მოდელი აამოქმედა. ახალმა სისტემამ უნდა აღმოფხვრას VIP მედსერვისების პრაქტიკა დამატებითი გადასახადის საფასურად.
სამედიცინო სერვისების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ამოქმედდა ქირურგიული და რეანიმაციული მომსახურებების ახალი სანებართვო პირობები.
გარდა ამისა, 2025 წლიდან საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული ყველა კლინიკა ვალდებული იქნება საერთაშორისო აკრედიტაციის სტანდარტები დააკმაყოფილოს.
ყველა ახალი ამბავი
0