როდის აღმოიფხვრება C ჰეპატიტი საქართველოში? - ჯანდაცვის სამინისტროს განმარტება

© AFP 2024 / KAREN DUCEYლაბორატორია
ლაბორატორია - Sputnik საქართველო, 1920, 30.03.2023
გამოწერა
საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც С ჰეპატიტის მკურნალობა უახლესი თაობის მედიკამენტებით სრულიად უფასოდ მიმდინარეობს.
თბილისი, 30 მარტი — Sputnik. საქართველო 2025 წლის ბოლოსთვის შეძლებს განაცხადოს C ჰეპატიტის სრული ელიმინაციის თაობაზე, აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
2015 წელს ქვეყანაში С ჰეპატიტით დაავადებულთა მაჩვენებელი 5,4% იყო, 2021 წელს კი იგი შემცირდა 1,8%-მდე, ანუ 67%-ით. მთლიანობაში პროგრამაში ჩართულია 81,1 ათასზე მეტი ადამიანი, აქედან უკვე განიკურნა 56,7 ათასი პაციენტი, აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

„C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მიზნობრივი პროგრამაა, რომელიც ქვეყანაში 2015 წლიდან ამოქმედდა და ათასობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა… ეს მართლაც გარდამტეხი პროგრამაა, რომელმაც დიდი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა“, – განაცხადა გაბუნიამ.

ბიუჯეტი წლიდან წლამდე იზრდება, რადგანაც მიზნობრივი პროგრამების წარმატებით განსახორციელებლად საჭიროა შესაბამისი რესურსების მობილიზება, თანამედროვე დიაგნოსტიკური საშუალებების სწრაფად დანერგვა, აღნიშნა მან.
„ჩვენ მოსახლეობას შესაძლებლობას ვაძლევთ მიიღონ როგორც პროფილაქტიკური მომსახურება, ისე დაცული იყვნენ საზოგადოებრივი ჯანდაცვის რისკებისგან, ვგულისხმობ ტუბერკულოზს, აივ-ინფექცია/შიდსს, C ჰეპატიტს, B ჰეპატიტს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
საქართველო ჰეპატიტთან ბრძოლის ახალ ეტაპზე გადადის>>>
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სახელმწიფო პროგრამის გარეშე მკურნალობის ღირებულება თითოეულ პაციენტს 125 ათასი ლარი დაუჯდებოდა. პროგრამის ფარგლებში კი მათ უფასო მკურნალობა შეძლეს.
С ჰეპატიტის პროგრამის მთლიანმა ბიუჯეტმა 3,5 მილიარდ ლარს გადააჭარბა.
ჰეპატიტის მკურნალობა საქართველოში
დღეს საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც С ჰეპატიტის მკურნალობა უახლესი თაობის მედიკამენტებით სრულიად უფასოდ მიმდინარეობს. С ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ქართული ანალოგი მსოფლიოში ჯერ არ ყოფილა.
საქართველოში С ჰეპატიტის უფასოდ მკურნალობის პროგრამის ფარგლებში გაფორმდა 10-წლიანი შეთანხმება ამერიკულ კომპანია Gilead Sciences-თან, რომელიც ამარაგებს ქვეყანას დაავადების სამკურნალო ძვირადღირებული მედიკამენტებით. პროგრამის მონაწილეებს თავდაპირველად პრეპარატ „სოვალდის“ ურიგებდნენ, რომელიც მომდევნო წლებში გაუმჯობესებულმა პრეპარატმა „ჰავრონმა“ ჩაანაცვლა.
С ჰეპატიტის აღმოფხვრის პროგრამა საქართველოში 2025 წლისთვის დასრულდება>>>
2015 წელს ჩატარდა კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ საქართველოს მოქალაქეთა თითქმის 8% С ჰეპატიტის მატარებელი იყო. ამიტომ ქვეყანა რთული გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა. სწორედ ამან განაპირობა C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის დაწყება.
საქართველოში 2015 წლიდან დღემდე სკრინინგი С ჰეპატიტზე ქვეყნის 2,3 მილიონზე მეტმა ზრდასრულმა მოქალაქემ ჩაიტარა; აქედან ქრონიკული ინფექცია დაუდასტურდა 96 ათასს, ხოლო 78 ათასმა იმკურნალა. განკურნების მაჩვენებელმა 98%-ს მიაღწია.
С ჰეპატიტის ვირუსის გავრცელების გზების კუთხით ყველაზე მაღალი რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან ნარკოტიკების ინექციის გზით მომხმარებლები, პირები, რომლებიც ხშირად იტარებენ სისხლის გადასხმას, ასევე სხვა სამედიცინო მანიპულაციებს, პირები, რომლებსაც ხშირად აქვთ დაუცველი სქესობრივი კონტაქტები.
ყველა ახალი ამბავი
0