https://sputnik-georgia.com/20230117/saqartvelo-hepatittan-brzolis-axal-etapze-gadadis-273995123.html
საქართველო ჰეპატიტთან ბრძოლის ახალ ეტაპზე გადადის
საქართველო ჰეპატიტთან ბრძოლის ახალ ეტაპზე გადადის
Sputnik საქართველო
ჯანმოს მხარდაჭერით საქართველომ ვირუსული ჰეპატიტების აღმოფხვრის ეროვნული გეგმის შემუშავების უფლება მიიღო. 17.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-17T16:52+0400
2023-01-17T16:52+0400
2023-01-17T21:01+0400
ჯანდაცვა საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
ზურაბ აზარაშვილი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23402/35/234023597_0:160:3077:1890_1920x0_80_0_0_62074a7edbc538e66d58234b4318d060.jpg
თბილისი, 17 იანვარი — Sputnik. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში გაიხსნა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) ვირუსული ჰეპატიტების კოლაბორაციული ცენტრი, იუწყება საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო.კოლაბორაციული ცენტრის სტატუსი საქართველოს აძლევს უფლებას, შეიმუშაოს ვირუსული ჰეპატიტების აღმოფხვრის ეროვნული გეგმა და ტესტირების, მონიტორინგის, ასევე დიაგნოსტიკური ლაბორატორიული შესაძლებლობების გაძლიერების სტრატეგია.ღონისძიება საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა გახსნა. მან სტუმრებს ცენტრის მიზნები გააცნო და აღნიშნა, რომ ვირუსული ჰეპატიტის დროულმა დიაგნოსტიკამ და მკურნალობის ხელმისაწვდომობამ ქვეყანაში დაავადების შემთხვევები მნიშვნელოვნად შეამცირა.აზარაშვილის განცხადებით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან კოლაბორაციული ცენტრის გახსნის გადაწყვეტილება საქართველოს C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის მნიშვნელოვანი წარმატების აღიარება და საერთაშორისო პარტნიორების ძლიერი მხარდაჭერაა.С ჰეპატიტის აღმოფხვრის პროგრამა საქართველოში 2025 წლისთვის დასრულდება>>ღონისძიებას ესწრებოდნენ ჯანმოს წარმომადგენლები, საერთაშორისო და ადგილობრივი პარტნიორები, რომლებიც С ჰეპატიტის აღმოფხვრის პროცესში მონაწილეობენ, და დარგის სპეციალისტები.საქართველოში С ჰეპატიტის აღმოფხვრის პროგრამის დასრულება 2025 წლისთვის არის დაგეგმილი. ბოლო მონაცემებით, საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამით დაახლოებით 80 ათასი ადამიანი განიკურნა.საქართველო უპირობო ლიდერია მსოფლიოში С ჰეპატიტის ელიმინაციის გზაზე. პროგრამა 2015 წელს დაიწყო. საქართველოს NCDC-ს და აშშ-ის CDC-ს ერთობლივი კვლევების თანახმად, ქვეყანაში С ჰეპატიტის გავრცელება 5,4%-დან 1,8%-მდე შემცირდა.საქართველოში 2015 წლიდან დღემდე სკრინინგი С ჰეპატიტზე ქვეყნის 2,3 მილიონზე მეტმა მოზრდილმა მოქალაქემ ჩაიტარა; აქედან ქრონიკული ინფექცია დაუდასტურდა 96 ათასს, ხოლო 78 ათასმა იმკურნალა. განკურნების მაჩვენებელმა 98%-ს მიაღწია.საქართველოში 2021 წელს სპეციალისტებმა სპეციალური კვლევა ჩაატარეს, რომელმაც აჩვენა, რომ ქვეყნის მოზრდილ მოსახლეობაში აქტიური შემთხვევების გავრცელება 1,8%-ს შეადგენს, ხოლო ბავშვებს შორის შემთხვევები არ დაფიქსირებულა.С ჰეპატიტის გავრცელება საქართველოში 67%-ით შემცირდა - ბოლო ექვსი წლის მონაცემები>>კვლევამ შთამბეჭდავი შედეგი აჩვენა ასევე В ჰეპატიტის კუთხით. ბავშვებში В ჰეპატიტის გავრცელება ბევრად დაბალია, ვიდრე მოზრდილებში. ამის მიზეზად სპეციალისტები ბავშვების В ჰეპატიტის საწინააღმდეგო წარმატებულ ვაქცინაციას ასახელებენ.С ჰეპატიტზე ბავშვებს საქართველოში ცრიან სამჯერ – დაბადებისას, ორი თვისა და ოთხი თვის ასაკში.С ჰეპატიტის ვირუსის გავრცელების გზების კუთხით ყველაზე მაღალი რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან ნარკოტიკების ინექციის გზით მომხმარებლები, პირები, რომლებიც ხშირად იტარებენ სისხლის გადასხმას, ასევე სხვა სამედიცინო მანიპულაციებს, პირები, რომლებსაც ხშირად აქვთ დაუცველი სქესობრივი კონტაქტები.დღეს საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც С ჰეპატიტის მკურნალობა უახლესი თაობის მედიკამენტებით სრულიად უფასოდ მიმდინარეობს. С ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ქართული ანალოგი მსოფლიოში ჯერ არ ყოფილა.საქართველოში С ჰეპატიტის უფასოდ მკურნალობის პროგრამის ფარგლებში გაფორმდა 10-წლიანი შეთანხმება ამერიკულ კომპანია Gilead Sciences-თან, რომელიც ამარაგებს ქვეყანას დაავადების სამკურნალო ძვირადღირებული მედიკამენტებით. პროგრამის მონაწილეებს თავდაპირველად პრეპარატ „სოვალდის“ ურიგებდნენ, რომელიც მომდევნო წლებში გაუმჯობესებულმა პრეპარატმა „ჰავრონმა“ ჩაანაცვლა.2015 წელს ჩატარდა კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ საქართველოს მოქალაქეთა თითქმის 8% С ჰეპატიტის მატარებელი იყო. ამიტომ ქვეყანა რთული გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა. სწორედ ამან განაპირობა C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის დაწყება.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23402/35/234023597_172:0:2903:2048_1920x0_80_0_0_26be7b22ac2111170c6d75b91976b75a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ჯანდაცვა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , ზურაბ აზარაშვილი
ჯანდაცვა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , ზურაბ აზარაშვილი
საქართველო ჰეპატიტთან ბრძოლის ახალ ეტაპზე გადადის
16:52 17.01.2023 (განახლებულია: 21:01 17.01.2023) ჯანმოს მხარდაჭერით საქართველომ ვირუსული ჰეპატიტების აღმოფხვრის ეროვნული გეგმის შემუშავების უფლება მიიღო.
თბილისი, 17 იანვარი — Sputnik. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში გაიხსნა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) ვირუსული ჰეპატიტების კოლაბორაციული ცენტრი, იუწყება საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო.
კოლაბორაციული ცენტრის სტატუსი საქართველოს აძლევს უფლებას, შეიმუშაოს ვირუსული ჰეპატიტების აღმოფხვრის ეროვნული გეგმა და ტესტირების, მონიტორინგის, ასევე დიაგნოსტიკური ლაბორატორიული შესაძლებლობების გაძლიერების სტრატეგია.
ღონისძიება საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა გახსნა. მან სტუმრებს ცენტრის მიზნები გააცნო და აღნიშნა, რომ ვირუსული ჰეპატიტის დროულმა დიაგნოსტიკამ და მკურნალობის ხელმისაწვდომობამ ქვეყანაში დაავადების შემთხვევები მნიშვნელოვნად შეამცირა.
აზარაშვილის განცხადებით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან კოლაბორაციული ცენტრის გახსნის გადაწყვეტილება საქართველოს C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის მნიშვნელოვანი წარმატების აღიარება და საერთაშორისო პარტნიორების ძლიერი მხარდაჭერაა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ჯანმოს წარმომადგენლები, საერთაშორისო და ადგილობრივი პარტნიორები, რომლებიც С ჰეპატიტის აღმოფხვრის პროცესში მონაწილეობენ, და დარგის სპეციალისტები.
საქართველოში С ჰეპატიტის აღმოფხვრის პროგრამის დასრულება 2025 წლისთვის არის დაგეგმილი. ბოლო მონაცემებით, საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამით დაახლოებით 80 ათასი ადამიანი განიკურნა.
საქართველო უპირობო ლიდერია მსოფლიოში С ჰეპატიტის ელიმინაციის გზაზე. პროგრამა 2015 წელს დაიწყო. საქართველოს NCDC-ს და აშშ-ის CDC-ს ერთობლივი კვლევების თანახმად, ქვეყანაში С ჰეპატიტის გავრცელება 5,4%-დან 1,8%-მდე შემცირდა.
საქართველოში 2015 წლიდან დღემდე სკრინინგი С ჰეპატიტზე ქვეყნის 2,3 მილიონზე მეტმა მოზრდილმა მოქალაქემ ჩაიტარა; აქედან ქრონიკული ინფექცია დაუდასტურდა 96 ათასს, ხოლო 78 ათასმა იმკურნალა. განკურნების მაჩვენებელმა 98%-ს მიაღწია.
საქართველოში 2021 წელს სპეციალისტებმა სპეციალური კვლევა ჩაატარეს, რომელმაც აჩვენა, რომ ქვეყნის მოზრდილ მოსახლეობაში აქტიური შემთხვევების გავრცელება 1,8%-ს შეადგენს, ხოლო ბავშვებს შორის შემთხვევები არ დაფიქსირებულა.
კვლევამ შთამბეჭდავი შედეგი აჩვენა ასევე В ჰეპატიტის კუთხით. ბავშვებში В ჰეპატიტის გავრცელება ბევრად დაბალია, ვიდრე მოზრდილებში. ამის მიზეზად სპეციალისტები ბავშვების В ჰეპატიტის საწინააღმდეგო წარმატებულ ვაქცინაციას ასახელებენ.
С ჰეპატიტზე ბავშვებს საქართველოში ცრიან სამჯერ – დაბადებისას, ორი თვისა და ოთხი თვის ასაკში.
С ჰეპატიტის ვირუსის გავრცელების გზების კუთხით ყველაზე მაღალი რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან ნარკოტიკების ინექციის გზით მომხმარებლები, პირები, რომლებიც ხშირად იტარებენ სისხლის გადასხმას, ასევე სხვა სამედიცინო მანიპულაციებს, პირები, რომლებსაც ხშირად აქვთ დაუცველი სქესობრივი კონტაქტები.
დღეს საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც С ჰეპატიტის მკურნალობა უახლესი თაობის მედიკამენტებით სრულიად უფასოდ მიმდინარეობს. С ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ქართული ანალოგი მსოფლიოში ჯერ არ ყოფილა.
საქართველოში С ჰეპატიტის უფასოდ მკურნალობის პროგრამის ფარგლებში გაფორმდა 10-წლიანი შეთანხმება ამერიკულ კომპანია Gilead Sciences-თან, რომელიც ამარაგებს ქვეყანას დაავადების სამკურნალო ძვირადღირებული მედიკამენტებით. პროგრამის მონაწილეებს თავდაპირველად პრეპარატ „სოვალდის“ ურიგებდნენ, რომელიც მომდევნო წლებში გაუმჯობესებულმა პრეპარატმა „ჰავრონმა“ ჩაანაცვლა.
2015 წელს ჩატარდა კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ საქართველოს მოქალაქეთა თითქმის 8% С ჰეპატიტის მატარებელი იყო. ამიტომ ქვეყანა რთული გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა. სწორედ ამან განაპირობა C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის დაწყება.