https://sputnik-georgia.com/20220608/c-hepatitis-gavrceleba-saqartvelosi-67-procentit-semcirda-267242396.html
С ჰეპატიტის გავრცელება საქართველოში 67%-ით შემცირდა - ბოლო ექვსი წლის მონაცემები
С ჰეპატიტის გავრცელება საქართველოში 67%-ით შემცირდა - ბოლო ექვსი წლის მონაცემები
Sputnik საქართველო
საქართველოში 2015 წლიდან დღემდე С ჰეპატიტზე სკრინინგი ქვეყნის 2,3 მილიონზე მეტმა მოზრდილმა მოქალაქემ ჩაიტარა. 08.06.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-06-08T10:18+0400
2022-06-08T10:18+0400
2022-06-08T14:25+0400
ჯანდაცვა საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23402/35/234023597_0:160:3077:1890_1920x0_80_0_0_62074a7edbc538e66d58234b4318d060.jpg
თბილისი, 8 ივნისი – Sputnik. საქართველოში ბოლო ექვსი წლის განმავლობაში С ჰეპატიტის გავრცელება 67%-ით შემცირდა, იუწყება ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი.„საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის წლიური ანგარიში 2020-2021“ – ამ დასახელების დოკუმენტი ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების (CDC) ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა. ანგარიშში აღნიშნულია ის წარმატებები, რომელსაც საქართველომ С ჰეპატიტის აღმოფხვრის კუთხით მიაღწია.საქართველოში 2015 წლიდან დღემდე სკრინინგი С ჰეპატიტზე ქვეყნის 2,3 მილიონზე მეტმა მოზრდილმა მოქალაქემ გაიკეთა; აქედან ქრონიკული ინფექცია დაუდასტურდა 96 ათასს, ხოლო 78 ათასმა იმკურნალა. განკურნების მაჩვენებელმა 98%-ს მიაღწია.C ჰეპატიტის პროგრამა საქართველოში - გამოჯანმრთელდა ბენეფიციარების 98%>>საქართველოში 2021 წელს სპეციალისტებმა სპეციალური კვლევა ჩაატარეს, რომელმაც აჩვენა, რომ ქვეყნის მოზრდილ მოსახლეობაში აქტიური შემთხვევების გავრცელება 1,8%-ს შეადგენს, ხოლო ბავშვებს შორის შემთხვევები არ დაფიქსირებულა.კვლევამ შთამბეჭდავი შედეგები აჩვენა В ჰეპატიტის მხრივაც. ბავშვებს შორის В ჰეპატიტის გავრცელება მნიშვნელოვნად მცირეა ქვეყნის მოზრდილ მოსახლეობასთან შედარებით. ამის მიზეზად სპეციალისტები ბავშვებში В ჰეპატიტის საწინააღმდეგო წარმატებულ ვაქცინაციას ასახელებენ.С ჰეპატიტზე ბავშვებს საქართველოში ცრიან სამჯერ – დაბადებისას, ორი თვისა და ოთხი თვის ასაკში.С ჰეპატიტის ვირუსის გავრცელების გზების კუთხით ყველაზე მაღალი რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან ნარკოტიკების ინექციის გზით მომხმარებლები, პირები, რომლებიც ხშირად იტარებენ სისხლის გადასხმას, ასევე სხვა სამედიცინო მანიპულაციებს, პირები, რომლებსაც ხშირად აქვთ დაუცველი სქესობრივი კონტაქტები.მომავალი С ჰეპატიტის გარეშე! საქართველოში ზრდასრული მოსახლეობის 70% გამოკვლეულია>>დღეს საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც С ჰეპატიტის მკურნალობა უახლესი თაობის მედიკამენტებით სრულიად უფასოდ მიმდინარეობს. С ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ქართული ანალოგი მსოფლიოში ჯერ არ ყოფილა.საქართველოში С ჰეპატიტის უფასოდ მკურნალობის პროგრამა 2016 წელს დაიწყო. ამ პროგრამის ფარგლებში გაფორმდა 10-წლიანი შეთანხმება ამერიკულ კომპანიასთან Gilead Sciences, რომელიც ამარაგებს ქვეყანას დაავადების სამკურნალო ძვირადღირებული მედიკამენტებით. პროგრამის მონაწილეებს თავდაპირველად პრეპარატ „სოვალდის“ ურიგებდნენ, რომელიც მომდევნო წლებში გაუმჯობესებულმა პრეპარატმა „ჰავრონმა“ ჩაანაცვლა.2015 წელს ჩატარდა კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ საქართველოს მოქალაქეთა თითქმის 8% С ჰეპატიტის მატარებელი იყო. ამიტომ ქვეყანა რთული გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა. სწორედ ამან განაპირობა C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის დაწყება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23402/35/234023597_172:0:2903:2048_1920x0_80_0_0_26be7b22ac2111170c6d75b91976b75a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ჯანდაცვა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
ჯანდაცვა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
С ჰეპატიტის გავრცელება საქართველოში 67%-ით შემცირდა - ბოლო ექვსი წლის მონაცემები
10:18 08.06.2022 (განახლებულია: 14:25 08.06.2022) საქართველოში 2015 წლიდან დღემდე С ჰეპატიტზე სკრინინგი ქვეყნის 2,3 მილიონზე მეტმა მოზრდილმა მოქალაქემ ჩაიტარა.
თბილისი, 8 ივნისი – Sputnik. საქართველოში ბოლო ექვსი წლის განმავლობაში С ჰეპატიტის გავრცელება 67%-ით შემცირდა, იუწყება ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი.
„საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის წლიური ანგარიში 2020-2021“ – ამ დასახელების
დოკუმენტი ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების (CDC) ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა. ანგარიშში აღნიშნულია ის წარმატებები, რომელსაც საქართველომ С ჰეპატიტის აღმოფხვრის კუთხით მიაღწია.
საქართველოში 2015 წლიდან დღემდე სკრინინგი С ჰეპატიტზე ქვეყნის 2,3 მილიონზე მეტმა მოზრდილმა მოქალაქემ გაიკეთა; აქედან ქრონიკული ინფექცია დაუდასტურდა 96 ათასს, ხოლო 78 ათასმა იმკურნალა. განკურნების მაჩვენებელმა 98%-ს მიაღწია.
საქართველოში 2021 წელს სპეციალისტებმა სპეციალური კვლევა ჩაატარეს, რომელმაც აჩვენა, რომ ქვეყნის მოზრდილ მოსახლეობაში აქტიური შემთხვევების გავრცელება 1,8%-ს შეადგენს, ხოლო ბავშვებს შორის შემთხვევები არ დაფიქსირებულა.
კვლევამ შთამბეჭდავი შედეგები აჩვენა В ჰეპატიტის მხრივაც. ბავშვებს შორის В ჰეპატიტის გავრცელება მნიშვნელოვნად მცირეა ქვეყნის მოზრდილ მოსახლეობასთან შედარებით. ამის მიზეზად სპეციალისტები ბავშვებში В ჰეპატიტის საწინააღმდეგო წარმატებულ ვაქცინაციას ასახელებენ.
С ჰეპატიტზე ბავშვებს საქართველოში ცრიან სამჯერ – დაბადებისას, ორი თვისა და ოთხი თვის ასაკში.
С ჰეპატიტის ვირუსის გავრცელების გზების კუთხით ყველაზე მაღალი რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან ნარკოტიკების ინექციის გზით მომხმარებლები, პირები, რომლებიც ხშირად იტარებენ სისხლის გადასხმას, ასევე სხვა სამედიცინო მანიპულაციებს, პირები, რომლებსაც ხშირად აქვთ დაუცველი სქესობრივი კონტაქტები.
დღეს საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც С ჰეპატიტის მკურნალობა უახლესი თაობის მედიკამენტებით სრულიად უფასოდ მიმდინარეობს. С ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ქართული ანალოგი მსოფლიოში ჯერ არ ყოფილა.
საქართველოში С ჰეპატიტის უფასოდ მკურნალობის პროგრამა 2016 წელს დაიწყო. ამ პროგრამის ფარგლებში გაფორმდა 10-წლიანი შეთანხმება ამერიკულ კომპანიასთან Gilead Sciences, რომელიც ამარაგებს ქვეყანას დაავადების სამკურნალო ძვირადღირებული მედიკამენტებით. პროგრამის მონაწილეებს თავდაპირველად პრეპარატ „სოვალდის“ ურიგებდნენ, რომელიც მომდევნო წლებში გაუმჯობესებულმა პრეპარატმა „ჰავრონმა“ ჩაანაცვლა.
2015 წელს ჩატარდა კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ საქართველოს მოქალაქეთა თითქმის 8% С ჰეპატიტის მატარებელი იყო. ამიტომ ქვეყანა რთული გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა. სწორედ ამან განაპირობა C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის დაწყება.