https://sputnik-georgia.com/20211214/c-hepatitis-programa-saqartvelosi-gamojanmrtelda-beneficiarebis-98-procenti-262861993.html
C ჰეპატიტის პროგრამა საქართველოში - გამოჯანმრთელდა ბენეფიციარების 98%
C ჰეპატიტის პროგრამა საქართველოში - გამოჯანმრთელდა ბენეფიციარების 98%
Sputnik საქართველო
2015 წლიდან საქართველოში C ჰეპატიტზე გამოკვლევები 2 მილიონზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა 14.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-14T21:43+0400
2021-12-14T21:43+0400
2021-12-14T21:43+0400
ახალი ამბები
საქართველო
ჯანდაცვა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24244/34/242443413_0:67:2001:1192_1920x0_80_0_0_072a8768cc178b144ff13cc37bc8c103.jpg
თბილისი, 14 დეკემბერი - Sputnik. საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამით მისი ფუნქციონირების პერიოდში 76 ათასმა ადამიანმა ისარგებლა, მათი 98% გამოჯანმრთელდა, პროგრამის შედეგების შემაჯამებელ ღონისძიებაზე განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.საქართველოში С ჰეპატიტის უფასოდ მკურნალობის პროგრამა 2015 წელს აპრილიდან დაიწყო. ამ პროგრამის ფარგლებში გაფორმდა 10-წლიანი შეთანხმება ამერიკულ კომპანიასთან Gilead Sciences, რომელიც ამარაგებს ქვეყანას დაავადების სამკურნალო ძვირადღირებული მედიკამენტებით. პროგრამის მონაწილეებს თავდაპირველად პრეპარატ „სოვალდის“ ურიგებდნენ, რომელიც მომდევნო წლებში გაუმჯობესებულმა პრეპარატმა „ჰავრონმა“ ჩაანაცვლა.მისი თქმით, ბოლო ექვსი წლის განმავლობაში ქვეყანაში ავადობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად შემცირდა.ღონისძიებაში ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მიიღო მონაწილეობა.ტიკარაძის თქმით, საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც С ჰეპატიტთან ბრძოლაში მოწინავე პოზიციები დაიკავა.„საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც С ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში დაიკავებს მოწინავე ადგილებს... დღეს უკვე ითვლება, რომ პროგრამა არის წარმატებული, და შესაბამისად, გვაქვს ძალიან დადებითი გამოხმაურება ამ მიმართულებით“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.მინისტრის თქმით, ნებისმიერი პროგრამის წარმატება პაციენტების ნდობას ემყარება.2015 წელს ჩატარდა კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ საქართველოს მოქალაქეთა თითქმის 8% С ჰეპატიტის მატარებელი იყო. ამიტომ ქვეყანა რთული გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა.C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა ითვალისწინებს სხვადასხვა სერვისებს – C ჰეპატიტის უფასო სკრინინგს, დიაგნოსტიკურ კვლევებს, დაავადებულ პირთა C ჰეპატიტის სამკურნალო-ფარმაცევტული პროდუქტით უზრუნველყოფას და C ჰეპატიტის საპრევენციო ღონისძიებებს.საქართველოში C ჰეპატიტზე გამოკვლევები 2 მილიონზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა.
https://sputnik-georgia.com/20200728/momavali-S-gareshe-saqartveloshi-zrdasruli-mosaxleobis-70-gamokvleulia-249089163.html
https://sputnik-georgia.com/20200114/--16-----S---247485815.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24244/34/242443413_160:0:1839:1259_1920x0_80_0_0_664194ec7fd718d7ecb655db4a844ad4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ჯანდაცვა საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, ჯანდაცვა საქართველოში
C ჰეპატიტის პროგრამა საქართველოში - გამოჯანმრთელდა ბენეფიციარების 98%
2015 წლიდან საქართველოში C ჰეპატიტზე გამოკვლევები 2 მილიონზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა
თბილისი, 14 დეკემბერი - Sputnik. საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამით მისი ფუნქციონირების პერიოდში 76 ათასმა ადამიანმა ისარგებლა, მათი 98% გამოჯანმრთელდა,
პროგრამის შედეგების შემაჯამებელ ღონისძიებაზე განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.
საქართველოში С ჰეპატიტის უფასოდ მკურნალობის პროგრამა 2015 წელს აპრილიდან დაიწყო. ამ პროგრამის ფარგლებში გაფორმდა 10-წლიანი შეთანხმება ამერიკულ კომპანიასთან Gilead Sciences, რომელიც ამარაგებს ქვეყანას დაავადების სამკურნალო ძვირადღირებული მედიკამენტებით. პროგრამის მონაწილეებს თავდაპირველად პრეპარატ „სოვალდის“ ურიგებდნენ, რომელიც მომდევნო წლებში გაუმჯობესებულმა პრეპარატმა „ჰავრონმა“ ჩაანაცვლა.
„დაახლოებით 76-მა ათასმა ადამიანმა ჰპოვა შვება და განკურნების ეფექტი არის დაახლოებით 98%-ს ზემოთ, ანუ С ჰეპატიტის ელიმინაციის გზაზე საქართველო ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე ქვეყანაა მსოფლიოში. მე დარწმუნებული ვარ, რომ ვიქნებით იმ 12 ქვეყანას შორის მსოფლიოში, რომელიც მიაღწევს ამ უმნიშვნელოვანეს მიზანს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მისი თქმით, ბოლო ექვსი წლის განმავლობაში ქვეყანაში ავადობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად შემცირდა.
ღონისძიებაში ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მიიღო მონაწილეობა.
ტიკარაძის თქმით, საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც С ჰეპატიტთან ბრძოლაში მოწინავე პოზიციები დაიკავა.
„საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც С ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში დაიკავებს მოწინავე ადგილებს... დღეს უკვე ითვლება, რომ პროგრამა არის წარმატებული, და შესაბამისად, გვაქვს ძალიან დადებითი გამოხმაურება ამ მიმართულებით“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
მინისტრის თქმით, ნებისმიერი პროგრამის წარმატება პაციენტების ნდობას ემყარება.
2015 წელს ჩატარდა კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ საქართველოს მოქალაქეთა თითქმის 8% С ჰეპატიტის მატარებელი იყო. ამიტომ ქვეყანა რთული გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა.
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა ითვალისწინებს სხვადასხვა სერვისებს – C ჰეპატიტის უფასო სკრინინგს, დიაგნოსტიკურ კვლევებს, დაავადებულ პირთა C ჰეპატიტის სამკურნალო-ფარმაცევტული პროდუქტით უზრუნველყოფას და C ჰეპატიტის საპრევენციო ღონისძიებებს.
საქართველოში C ჰეპატიტზე გამოკვლევები 2 მილიონზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა.