https://sputnik-georgia.com/20220630/c-hepatitis-programa-2025-wels-dasruldeba-268015016.html
С ჰეპატიტის აღმოფხვრის პროგრამა საქართველოში 2025 წლისთვის დასრულდება
С ჰეპატიტის აღმოფხვრის პროგრამა საქართველოში 2025 წლისთვის დასრულდება
Sputnik საქართველო
ბოლო ექვს წელიწადში С ჰეპატიტის გავრცელება ქვეყანაში 67%-ით შემცირდა. 30.06.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-06-30T10:23+0400
2022-06-30T10:23+0400
2022-06-30T15:12+0400
ჯანდაცვა საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23912/75/239127584_0:219:4288:2631_1920x0_80_0_0_acb9f5a4c968f5d0c903a3d486eec3ce.jpg
თბილისი, 30 ივნისი – Sputnik. საქართველოში С ჰეპატიტის აღმოფხვრის პროგრამის დასრულება 2025 წლისთვის არის დაგეგმილი, ნათქვამია თბილისის ინფექციური საავადმყოფოს პრეს-რელიზში.ბოლო მონაცემებით, საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამით დაახლოებით 80 ათასი ადამიანი განიკურნა.ეს მონაცემები საქართველომ ღვიძლის საერთაშორისო კონგრესზე წარადგინა, რომელიც ლონდონში 22–26 ივნისს გაიმართა. საერთაშორისო ექსპერტებს ინფორმაცია ამ მიმართულებით საქართველოს გამოცდილებაზე პროფესორმა აკაკი აბუთიძემ წარუდგინა.ღვიძლის საერთაშორისო კონგრესზე კიდევ ერთხელ დაფიქსირდა, რომ საქართველო უპირობო ლიდერია მსოფლიოში С ჰეპატიტის ელიმინაციის გზაზე.პროგრამა 2015 წელს დაიწყო. ქვეყანაში С ჰეპატიტის გავრცელება, საქართველოს NCDC-ს და აშშ-ის CDC-ს ერთობლივი კვლევების თანახმად, 5,4%-დან 1,8%-მდე შემცირდა.საქართველოში 2015 წლიდან დღემდე სკრინინგი С ჰეპატიტზე ქვეყნის 2,3 მილიონზე მეტმა მოზრდილმა მოქალაქემ ჩაიტარა; აქედან ქრონიკული ინფექცია დაუდასტურდა 96 ათასს, ხოლო 78 ათასმა იმკურნალა. განკურნების მაჩვენებელმა 98%-ს მიაღწია.C ჰეპატიტის პროგრამა საქართველოში - გამოჯანმრთელდა ბენეფიციარების 98%>>საქართველოში 2021 წელს სპეციალისტებმა სპეციალური კვლევა ჩაატარეს, რომელმაც აჩვენა, რომ ქვეყნის მოზრდილ მოსახლეობაში აქტიური შემთხვევების გავრცელება 1,8%-ს შეადგენს, ხოლო ბავშვებს შორის შემთხვევები არ დაფიქსირებულა.С ჰეპატიტზე ბავშვებს საქართველოში ცრიან სამჯერ – დაბადებისას, ორი თვისა და ოთხი თვის ასაკში.С ჰეპატიტის ვირუსის გავრცელების გზების კუთხით ყველაზე მაღალი რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან ნარკოტიკების ინექციის გზით მომხმარებლები, პირები, რომლებიც ხშირად იტარებენ სისხლის გადასხმას, ასევე სხვა სამედიცინო მანიპულაციებს, პირები, რომლებსაც ხშირად აქვთ დაუცველი სქესობრივი კონტაქტები.დღეს საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც С ჰეპატიტის მკურნალობა უახლესი თაობის მედიკამენტებით სრულიად უფასოდ მიმდინარეობს. С ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ქართული ანალოგი მსოფლიოში ჯერ არ ყოფილა.საქართველოში С ჰეპატიტის უფასოდ მკურნალობის პროგრამა 2016 წელს დაიწყო. ამ პროგრამის ფარგლებში გაფორმდა 10-წლიანი შეთანხმება ამერიკულ კომპანიასთან Gilead Sciences, რომელიც ამარაგებს ქვეყანას დაავადების სამკურნალო ძვირადღირებული მედიკამენტებით. პროგრამის მონაწილეებს თავდაპირველად პრეპარატ „სოვალდის“ ურიგებდნენ, რომელიც მომდევნო წლებში გაუმჯობესებულმა პრეპარატმა „ჰავრონმა“ ჩაანაცვლა.2015 წელს ჩატარდა კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ საქართველოს მოქალაქეთა თითქმის 8% С ჰეპატიტის მატარებელი იყო. ამიტომ ქვეყანა რთული გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა. სწორედ ამან განაპირობა C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის დაწყება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23912/75/239127584_246:0:4043:2848_1920x0_80_0_0_79cd0dbe4e8ffa09224e4aa5e2ba4e1a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ჯანდაცვა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
ჯანდაცვა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
С ჰეპატიტის აღმოფხვრის პროგრამა საქართველოში 2025 წლისთვის დასრულდება
10:23 30.06.2022 (განახლებულია: 15:12 30.06.2022) ბოლო ექვს წელიწადში С ჰეპატიტის გავრცელება ქვეყანაში 67%-ით შემცირდა.
თბილისი, 30 ივნისი – Sputnik. საქართველოში С ჰეპატიტის აღმოფხვრის პროგრამის დასრულება 2025 წლისთვის არის დაგეგმილი, ნათქვამია თბილისის ინფექციური საავადმყოფოს პრეს-რელიზში.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამით დაახლოებით 80 ათასი ადამიანი განიკურნა.
ეს მონაცემები საქართველომ ღვიძლის საერთაშორისო კონგრესზე წარადგინა, რომელიც ლონდონში 22–26 ივნისს გაიმართა. საერთაშორისო ექსპერტებს ინფორმაცია ამ მიმართულებით საქართველოს გამოცდილებაზე პროფესორმა აკაკი აბუთიძემ წარუდგინა.
ღვიძლის საერთაშორისო კონგრესზე კიდევ ერთხელ დაფიქსირდა, რომ საქართველო უპირობო ლიდერია მსოფლიოში С ჰეპატიტის ელიმინაციის გზაზე.
პროგრამა 2015 წელს დაიწყო. ქვეყანაში С ჰეპატიტის გავრცელება, საქართველოს NCDC-ს და აშშ-ის CDC-ს ერთობლივი კვლევების თანახმად, 5,4%-დან 1,8%-მდე შემცირდა.
საქართველოში 2015 წლიდან დღემდე სკრინინგი С ჰეპატიტზე ქვეყნის 2,3 მილიონზე მეტმა მოზრდილმა მოქალაქემ ჩაიტარა; აქედან ქრონიკული ინფექცია დაუდასტურდა 96 ათასს, ხოლო 78 ათასმა იმკურნალა. განკურნების მაჩვენებელმა 98%-ს მიაღწია.
საქართველოში 2021 წელს სპეციალისტებმა სპეციალური კვლევა ჩაატარეს, რომელმაც აჩვენა, რომ ქვეყნის მოზრდილ მოსახლეობაში აქტიური შემთხვევების გავრცელება 1,8%-ს შეადგენს, ხოლო ბავშვებს შორის შემთხვევები არ დაფიქსირებულა.
С ჰეპატიტზე ბავშვებს საქართველოში ცრიან სამჯერ – დაბადებისას, ორი თვისა და ოთხი თვის ასაკში.
С ჰეპატიტის ვირუსის გავრცელების გზების კუთხით ყველაზე მაღალი რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან ნარკოტიკების ინექციის გზით მომხმარებლები, პირები, რომლებიც ხშირად იტარებენ სისხლის გადასხმას, ასევე სხვა სამედიცინო მანიპულაციებს, პირები, რომლებსაც ხშირად აქვთ დაუცველი სქესობრივი კონტაქტები.
დღეს საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც С ჰეპატიტის მკურნალობა უახლესი თაობის მედიკამენტებით სრულიად უფასოდ მიმდინარეობს. С ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ქართული ანალოგი მსოფლიოში ჯერ არ ყოფილა.
საქართველოში С ჰეპატიტის უფასოდ მკურნალობის პროგრამა 2016 წელს დაიწყო. ამ პროგრამის ფარგლებში გაფორმდა 10-წლიანი შეთანხმება ამერიკულ კომპანიასთან Gilead Sciences, რომელიც ამარაგებს ქვეყანას დაავადების სამკურნალო ძვირადღირებული მედიკამენტებით. პროგრამის მონაწილეებს თავდაპირველად პრეპარატ „სოვალდის“ ურიგებდნენ, რომელიც მომდევნო წლებში გაუმჯობესებულმა პრეპარატმა „ჰავრონმა“ ჩაანაცვლა.
2015 წელს ჩატარდა კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ საქართველოს მოქალაქეთა თითქმის 8% С ჰეპატიტის მატარებელი იყო. ამიტომ ქვეყანა რთული გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა. სწორედ ამან განაპირობა C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის დაწყება.