https://sputnik-georgia.com/20230327/raribasvili-mosaxleobis-94-proicenti-sargeblobs-jandacvis-sayoveltao-programit-276153133.html
ღარიბაშვილი: საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით მოსახლეობის 94% სარგებლობს
ღარიბაშვილი: საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით მოსახლეობის 94% სარგებლობს
Sputnik საქართველო
პროგრამის დაწყებიდან დღემდე სულ დაფინანსდა 10,7 მლნ სამედიცინო შემთხვევა. 27.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-27T16:59+0400
2023-03-27T16:59+0400
2023-03-27T20:47+0400
ჯანდაცვა საქართველოში
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი ღარიბაშვილი
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24817/57/248175736_0:64:1600:964_1920x0_80_0_0_aeb4a89f80c7c359522c6458fccb08d2.jpg
თბილისი, 27 მარტი — Sputnik. ჩვენი მოსახლეობის 94% სარგებლობს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, რაც არის ძალიან დიდი შედეგი, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ათი წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას. საქართველოს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა 10 წლისაა. საყოველთაო ჯანდაცვის შესახებ მთავრობის დადგენილება 2013 წლის 21 თებერვალს გამოიცა. პრემიერის განცხადებით, ათი წლის განმავლობაში სახელმწიფომ პროგრამები 7 მილიარდი ლარით დააფინანსა. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის განხორციელება დაიწყო ქირურგიული პროცედურების საჭიროებების დაფინანსებით. პროგრამის დაწყებამდე ხარჯების 76%-ს მოქალაქეები თავად იხდიდნენ, ახლა კი აღნიშნული მაჩვენებლის 47%-მდე შემცირება გახდა შესაძლებელი. 10 წლის განმავლობაში ჯანდაცვის სამინისტრომ დაიწყო ონკოდაავადებების, გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურების დაფინანსება, დანერგა ოჯახის ექიმის ინსტიტუტი, გააფართოვა კარდიოქირურგიული მომსახურება, შემოიღო ინფარქტის, ინსულტისა და ტრავმების შემდგომი სარეაბილიტაციო კურსი. ამ ეტაპზე იშვიათი დაავადებების მკურნალობის ბიუჯეტი 30 მლნ ლარს შეადგენს. პროგრამის დაწყებიდან დღემდე სულ დაფინანსდა 10,7 მილიონი სამედიცინო შემთხვევა. სამედიცინო მომსახურებით ისარგებლა 3,3 მილიონზე მეტმა ადამიანმა. საანგარიშო პერიოდში სახელმწიფომ პროგრამაზე 6,7 მლრდ ლარი დახარჯა. პროგრამის შესახებ ჯანმრთელობის საყოველთაო დაზღვევის პროგრამა, რომელსაც სახელმწიფო აფინანსებს, 2013 წელს ამოქმედდა. ის ვრცელდება საქართველოს მოქალაქეებზე, ქვეყანაში მუდმივად მცხოვრებ უცხოეთის მოქალაქეებზე, ან მოქალაქეობის არმქონე პირებზე, რომლებიც კერძო კომპანიებში არ არიან დაზღვეული. საქართველოში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა 10 წლისაა - რა გაკეთდა წლების განმავლობაში?>>სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევის პროგრამაში ჩართული არიან ბავშვები, სტუდენტები, პენსიონერები, შშმ პირები, პედაგოგები და დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე მოქალაქეები. გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სერვისები უკვე ხელმისაწვდომია საქართველოს მოსახლეობის 90%-სთვის. გარდა ამისა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის წყალობით შესაძლებელი გახდა მოქალაქეების ხარჯების 25%-ით შემცირება. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა მოიცავს ექვს ჯგუფს: სამიზნე ჯგუფებს (5 წლამდე ბავშვები, სტუდენტები, პენსიონერები, მასწავლებლები, შშმ და სოციალურად დაუცველი პირები), მაღალი შემოსავლის მქონე მოქალაქეებს, საშუალო შემოსავლის მქონე მოქალაქეებს, 70 ათასიდან 100 ათასამდე სარეიტინგო ქულის მქონე სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, 6-დან 18 წლამდე მოზარდებს და დაბალი, არარეგულარული შემოსავლის მქონე მოქალაქეებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24817/57/248175736_116:0:1485:1027_1920x0_80_0_0_d7535f531945bf9260bb82630f59c341.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ჯანდაცვა საქართველოში, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი , ახალი ამბები, საქართველო
ჯანდაცვა საქართველოში, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი , ახალი ამბები, საქართველო
ღარიბაშვილი: საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით მოსახლეობის 94% სარგებლობს
16:59 27.03.2023 (განახლებულია: 20:47 27.03.2023) პროგრამის დაწყებიდან დღემდე სულ დაფინანსდა 10,7 მლნ სამედიცინო შემთხვევა.
თბილისი, 27 მარტი — Sputnik. ჩვენი მოსახლეობის 94% სარგებლობს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, რაც არის ძალიან დიდი შედეგი, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ათი წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
საქართველოს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა 10 წლისაა. საყოველთაო ჯანდაცვის შესახებ მთავრობის დადგენილება 2013 წლის 21 თებერვალს გამოიცა.
პრემიერის განცხადებით, ათი წლის განმავლობაში სახელმწიფომ პროგრამები 7 მილიარდი ლარით დააფინანსა.
„ამით რეალურად ჩვენ რადიკალური, გარდამტეხი ცვლილებები შევიტანეთ ამ სექტორში. შედარებისთვის მინდა გითხრათ: თუ მანამდე სამედიცინო დახმარების მიღების უფლება ჰქონდა მოსახლეობის მხოლოდ 40%-ს, დღეს ეს მაჩვენებელი გაიზარდა 94%-მდე", – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის განხორციელება დაიწყო ქირურგიული პროცედურების საჭიროებების დაფინანსებით. პროგრამის დაწყებამდე ხარჯების 76%-ს მოქალაქეები თავად იხდიდნენ, ახლა კი აღნიშნული მაჩვენებლის 47%-მდე შემცირება გახდა შესაძლებელი.
10 წლის განმავლობაში ჯანდაცვის სამინისტრომ დაიწყო ონკოდაავადებების, გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურების დაფინანსება, დანერგა ოჯახის ექიმის ინსტიტუტი, გააფართოვა კარდიოქირურგიული მომსახურება, შემოიღო ინფარქტის, ინსულტისა და ტრავმების შემდგომი სარეაბილიტაციო კურსი.
ამ ეტაპზე იშვიათი დაავადებების მკურნალობის ბიუჯეტი 30 მლნ ლარს შეადგენს.
პროგრამის დაწყებიდან დღემდე სულ დაფინანსდა 10,7 მილიონი სამედიცინო შემთხვევა.
სამედიცინო მომსახურებით ისარგებლა 3,3 მილიონზე მეტმა ადამიანმა. საანგარიშო პერიოდში სახელმწიფომ პროგრამაზე 6,7 მლრდ ლარი დახარჯა.
ჯანმრთელობის საყოველთაო დაზღვევის პროგრამა, რომელსაც სახელმწიფო აფინანსებს, 2013 წელს ამოქმედდა. ის ვრცელდება საქართველოს მოქალაქეებზე, ქვეყანაში მუდმივად მცხოვრებ უცხოეთის მოქალაქეებზე, ან მოქალაქეობის არმქონე პირებზე, რომლებიც კერძო კომპანიებში არ არიან დაზღვეული.
სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევის პროგრამაში ჩართული არიან ბავშვები, სტუდენტები, პენსიონერები, შშმ პირები, პედაგოგები და დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე მოქალაქეები.
გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სერვისები უკვე ხელმისაწვდომია საქართველოს მოსახლეობის 90%-სთვის. გარდა ამისა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის წყალობით შესაძლებელი გახდა მოქალაქეების ხარჯების 25%-ით შემცირება.
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა მოიცავს ექვს ჯგუფს: სამიზნე ჯგუფებს (5 წლამდე ბავშვები, სტუდენტები, პენსიონერები, მასწავლებლები, შშმ და სოციალურად დაუცველი პირები), მაღალი შემოსავლის მქონე მოქალაქეებს, საშუალო შემოსავლის მქონე მოქალაქეებს, 70 ათასიდან 100 ათასამდე სარეიტინგო ქულის მქონე სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, 6-დან 18 წლამდე მოზარდებს და დაბალი, არარეგულარული შემოსავლის მქონე მოქალაქეებს.