https://sputnik-georgia.com/20230222/sayoveltao-jandacvis-programa-10-wlisaa-275152507.html
საქართველოში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა 10 წლისაა - რა გაკეთდა წლების განმავლობაში?
საქართველოში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა 10 წლისაა - რა გაკეთდა წლების განმავლობაში?
Sputnik საქართველო
პროგრამის დაწყებიდან დღემდე სულ დაფინანსდა 10,7 მილიონი სამედიცინო შემთხვევა. 22.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-22T20:09+0400
2023-02-22T20:09+0400
2023-02-22T22:45+0400
საქართველო
ჯანდაცვა საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0b/261970289_0:0:3555:2001_1920x0_80_0_0_5b5ccf0a2753927f2b47f0f437cc013a.jpg
თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ სამედიცინო მომსახურება ადამიანის უფლებად აქცია და არა პრივილეგიად, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2”-ის ეთერში.საყოველთაო ჯანდაცვის შესახებ მთავრობის დადგენილება 2013 წლის 21 თებერვალს გამოიცა.საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა დაეხმარა საქართველოს ბევრ მოქალაქეს, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში საჭიროებდნენ შესაბამისი სამედიცინო მომსახურების მიღებას, აღნიშნა მან.პირველ რიგში, პროგრამა მიმართული იყო სოციალურად დაუცველ მოსახლეობაზე, პენსიონერებზე, პირებზე, რომელთა წლიური შემოსავალი 40 ათას ლარზე ნაკლებია. 40 ათას ლარზე მეტი შემოსავლის მქონე მოქალაქეებისთვის პროგრამა აფინანსებს მშობიარობას, ონკოლოგიურ სერვისებს, ქიმიოთერაპიას, ჰორმონოთერაპიას და ძვირადღირებულ მედიკამენტებს.გასული წლის განმავლობაში პროგრამის ბიუჯეტი 60 მილიონით გაიზარდა და 880 მილიონი ლარი შეადგინა. გაბუნიას თქმით, ეს არის საკმაოდ სოლიდური რესურსი მოქალაქეებისთვის სავალდებულო სამედიცინო სერვისებზე წვდომისთვის. პროგრამა მუდმივად ფართოვდება, აღნიშნა მან.პროგრამის განხორციელება დაიწყო ქირურგიული პროცედურების საჭიროებების დაფინანსებით. პროგრამის დაწყებამდე ხარჯების 76%-ს მოქალაქეები თავად იხდიდნენ, ახლა კი აღნიშნული მაჩვენებლის 47%-მდე შემცირება გახდა შესაძლებელი.რა შეიცვალა ჯანდაცვის სფეროში 2022 წელს: მიღწევები და გეგმები>>>10 წლის განმავლობაში ჯანდაცვის სამინისტრომ დაიწყო ონკოდაავადებების, გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურების დაფინანსება, დანერგა ოჯახის ექიმის ინსტიტუტი, გააფართოვა კარდიოქირურგიული მომსახურება, შემოიღო ინფარქტის, ინსულტისა და ტრავმების შემდგომი სარეაბილიტაციო კურსი.ამ ეტაპზე იშვიათი დაავადებების მკურნალობის ბიუჯეტი 30 მლნ ლარს შეადგენს.პროგრამის დაწყებიდან დღემდე სულ დაფინანსდა 10,7 მილიონი სამედიცინო შემთხვევა.სამედიცინო მომსახურებით ისარგებლა 3,3 მილიონზე მეტმა ადამიანმა. საანგარიშო პერიოდში სახელმწიფომ პროგრამაზე 6,7 მლრდ ლარი დახარჯა.პროგრამის შესახებჯანმრთელობის საყოველთაო დაზღვევის პროგრამა, რომელსაც სახელმწიფო აფინანსებს, 2013 წელს ამოქმედდა. ის ვრცელდება საქართველოს მოქალაქეებზე, ქვეყანაში მუდმივად მცხოვრებ უცხოეთის მოქალაქეებზე ან მოქალაქეობის არმქონე პირებზე, რომლებიც კერძო კომპანიებში არ არიან დაზღვეული.სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევის პროგრამაში ჩართული არიან ბავშვები, სტუდენტები, პენსიონერები, შშმ პირები, პედაგოგები და დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე მოქალაქეები.გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სერვისები უკვე ხელმისაწვდომია საქართველოს მოსახლეობის 90%-სთვის. გარდა ამისა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის წყალობით შესაძლებელი გახდა მოქალაქეების ხარჯების 25%-ით შემცირება.საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა მოიცავს ექვს ჯგუფს: სამიზნე ჯგუფებს (5 წლამდე ბავშვები, სტუდენტები, პენსიონერები, მასწავლებლები, შშმ და სოციალურად დაუცველი პირები), მაღალი შემოსავლის მქონე მოქალაქეებს, საშუალო შემოსავლის მქონე მოქალაქეებს, 70 ათასიდან 100 ათასამდე სარეიტინგო ქულის მქონე სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, 6-დან 18 წლამდე მოზარდებს და დაბალი, არარეგულარული შემოსავლის მქონე მოქალაქეებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0b/261970289_84:0:2813:2047_1920x0_80_0_0_58ad4a440a91092c6ffd9158a64525fe.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ჯანდაცვა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, ჯანდაცვა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველოში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა 10 წლისაა - რა გაკეთდა წლების განმავლობაში?
20:09 22.02.2023 (განახლებულია: 22:45 22.02.2023) პროგრამის დაწყებიდან დღემდე სულ დაფინანსდა 10,7 მილიონი სამედიცინო შემთხვევა.
თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ სამედიცინო მომსახურება ადამიანის უფლებად აქცია და არა პრივილეგიად, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2”-ის ეთერში.
საყოველთაო ჯანდაცვის შესახებ მთავრობის დადგენილება 2013 წლის 21 თებერვალს გამოიცა.
„ჩვენი ჯანდაცვის სისტემის განვითარებისთვის 2013 წელი გარკვეულწილად ისტორიულ ეტაპად იქცა, ჯანდაცვაზე საყოველთაო ხელმისაწვდომობა ქვეყნებისთვის მთავარი მიზანია, რაც შესაძლებელს ხდის, რომ ჯანმრთელობა რეალურად გახდეს ადამიანის უფლება და არა პრივილეგია“, – განაცხადა გაბუნიამ.
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა დაეხმარა საქართველოს ბევრ მოქალაქეს, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში საჭიროებდნენ შესაბამისი სამედიცინო მომსახურების მიღებას, აღნიშნა მან.
პირველ რიგში, პროგრამა მიმართული იყო სოციალურად დაუცველ მოსახლეობაზე, პენსიონერებზე, პირებზე, რომელთა წლიური შემოსავალი 40 ათას ლარზე ნაკლებია. 40 ათას ლარზე მეტი შემოსავლის მქონე მოქალაქეებისთვის პროგრამა აფინანსებს მშობიარობას, ონკოლოგიურ სერვისებს, ქიმიოთერაპიას, ჰორმონოთერაპიას და ძვირადღირებულ მედიკამენტებს.
გასული წლის განმავლობაში პროგრამის ბიუჯეტი 60 მილიონით გაიზარდა და 880 მილიონი ლარი შეადგინა. გაბუნიას თქმით, ეს არის საკმაოდ სოლიდური რესურსი მოქალაქეებისთვის სავალდებულო სამედიცინო სერვისებზე წვდომისთვის. პროგრამა მუდმივად ფართოვდება, აღნიშნა მან.
პროგრამის განხორციელება დაიწყო ქირურგიული პროცედურების საჭიროებების დაფინანსებით. პროგრამის დაწყებამდე ხარჯების 76%-ს მოქალაქეები თავად იხდიდნენ, ახლა კი აღნიშნული მაჩვენებლის 47%-მდე შემცირება გახდა შესაძლებელი.
10 წლის განმავლობაში ჯანდაცვის სამინისტრომ დაიწყო ონკოდაავადებების, გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურების დაფინანსება, დანერგა ოჯახის ექიმის ინსტიტუტი, გააფართოვა კარდიოქირურგიული მომსახურება, შემოიღო ინფარქტის, ინსულტისა და ტრავმების შემდგომი სარეაბილიტაციო კურსი.
ამ ეტაპზე იშვიათი დაავადებების მკურნალობის ბიუჯეტი 30 მლნ ლარს შეადგენს.
პროგრამის დაწყებიდან დღემდე სულ დაფინანსდა 10,7 მილიონი სამედიცინო შემთხვევა.
სამედიცინო მომსახურებით ისარგებლა 3,3 მილიონზე მეტმა ადამიანმა. საანგარიშო პერიოდში სახელმწიფომ პროგრამაზე 6,7 მლრდ ლარი დახარჯა.
ჯანმრთელობის საყოველთაო დაზღვევის პროგრამა, რომელსაც სახელმწიფო აფინანსებს, 2013 წელს ამოქმედდა. ის ვრცელდება საქართველოს მოქალაქეებზე, ქვეყანაში მუდმივად მცხოვრებ უცხოეთის მოქალაქეებზე ან მოქალაქეობის არმქონე პირებზე, რომლებიც კერძო კომპანიებში არ არიან დაზღვეული.
სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევის პროგრამაში ჩართული არიან ბავშვები, სტუდენტები, პენსიონერები, შშმ პირები, პედაგოგები და დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე მოქალაქეები.
გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სერვისები უკვე ხელმისაწვდომია საქართველოს მოსახლეობის 90%-სთვის. გარდა ამისა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის წყალობით შესაძლებელი გახდა მოქალაქეების ხარჯების 25%-ით შემცირება.
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა მოიცავს ექვს ჯგუფს: სამიზნე ჯგუფებს (5 წლამდე ბავშვები, სტუდენტები, პენსიონერები, მასწავლებლები, შშმ და სოციალურად დაუცველი პირები), მაღალი შემოსავლის მქონე მოქალაქეებს, საშუალო შემოსავლის მქონე მოქალაქეებს, 70 ათასიდან 100 ათასამდე სარეიტინგო ქულის მქონე სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, 6-დან 18 წლამდე მოზარდებს და დაბალი, არარეგულარული შემოსავლის მქონე მოქალაქეებს.