https://sputnik-georgia.com/20230403/ra-semtxvevasi-daajarimeben-aftiaqebs-saqartvelos-jandacvis-saministrom-pirobebi-daasaxela-276388861.html
რა შემთხვევაში დააჯარიმებენ აფთიაქებს: ჯანდაცვის სამინისტრომ პირობები დაასახელა
რა შემთხვევაში დააჯარიმებენ აფთიაქებს: ჯანდაცვის სამინისტრომ პირობები დაასახელა
Sputnik საქართველო
ჯანდაცვის სამინისტრო სანქციებს გამოიყენებს იმ ფარმაცევტული კომპანიების მიმართ, რომლებიც ჯერ კიდევ არ არიან ჩართული რეგულირების სააგენტოს ბაზაში. 03.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-03T21:52+0400
2023-04-03T21:52+0400
2023-04-03T22:59+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
ჯანდაცვა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/1d/252450742_0:100:1921:1180_1920x0_80_0_0_ab21d4f8fa548962e8d3b75c413c1fb0.jpg
თბილისი, 3 აპრილი – Sputnik. ფარმაცევტული კომპანიები ვალდებული არიან ჯანდაცვის სამინისტროსთვის გახსნან თავიანთი ბაზები, წინააღმდეგ შემთხვევაში დაჯარიმდებიან, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა ბრიფინგზე.ახალი წესების თანახმად, ქვეყნის ყველა აფთიაქი ვალდებულია ონლაინ-რეჟიმში მიაწოდოს ინფორმაცია ჯანდაცვის სამინისტროს. უწყებას უნდა ჰქონდეს წვდომა მათ ბაზებთან, რათა იცოდეს, რა ფასად ყიდიან ისინი მედიკამენტებს.აზარაშვილის სიტყვებით, 3 აპრილიდან ჯანდაცვის სამინისტრო გამოიყენებს შესაბამის სანქციებს იმ ფარმაცევტული კომპანიებისთვის, რომლებიც ჯერ კიდევ არ არიან ჩართული რეგულირების სააგენტოს ბაზაში.მინისტრის თქმით, ქვეყანაში დაახლოებით სამი ათასი აფთიაქია, ხოლო ბაზარზე 7 ათასი დასახელების მედიკამენტია.მინისტრმა აღნიშნა, რომ კომპანიები ეტაპობრივად ერთვებიან სისტემაში, მაგრამ ყველა გონივრული ვადა უკვე გასულია. მისი თქმით, კომპანიებმა ჯერ კიდევ ნოემბრიდან იცოდნენ, რომ მათ ასეთი ვალდებულება ჰქონდათ.„სამწუხაროდ, იმდენი უპასუხისმგებლო ფაქტები იყო ბოლო პერიოდში, რომ ყველაფერი შეიძლება ხდებოდეს, თუმცა რეაგირების გარეშე არ დავტოვებთ“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.ჯანდაცვის სამინისტრომ ზოგიერთი ფარმაცევტული კომპანია ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების ფასების ხელოვნურ გაზრდაში დაადანაშაულა.რამდენად არის დაცული მომხმარებელთა უფლებები საქართველოში - კონკურენციის სააგენტოს ანგარიში >>მარტში საქართველოში ონკოლოგიურ დაავადებათა სამკურნალო მედიკამენტები ოთხჯერ გაძვირდა. საქართველოს ფარმაცევტულ კომპანიათა ასოციაციამ ეს თურქეთში შესყიდვის ფასის ზრდას დაუკავშირა.გაძვირების ფაქტები თებერვალშიც დაფიქსირდა. მაშინ ჯანდაცვის სამინისტრომ ქვეყნის აფთიაქებში ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებზე ხელოვნურად გაძვირების ფაქტს „ჰოლდინგების შეთქმულება“ უწოდა და პირობა დადო, რომ სახელმწიფოს რეაგირება იქნება მკაცრი.მედიკამენტების ფასები ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხია საქართველოში. ხელისუფლებამ ფასების შესამცირებლად შარშან თურქეთიდან მედიკამენტების შემოტანა გაამარტივა, მიმდინარე წლის 15 თებერვლიდან კი ონკოლოგიური და ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების მექანიზმი გაააქტიურა. სია მოგვიანებით გაფართოვდება.რეფერენტული ფასების შემთხვევაში სახელმწიფო განსაზღვრავს საშუალო საბითუმო და საცალო ფასებს სააფთიაქო მარკირების გათვალისწინებით, წამლის საბითუმო ღირებულებიდან გამომდინარე. სხვა მედიკამენტებზე ფასებს თავად ფარმაცევტული კომპანიები ადგენენ.ფასები ონკოდაავადებულების წამლებზე უსაფუძვლოდ გაზარდეს - ჯანდაცვის სამინისტრო >>ჯანდაცვის სამინისტრომ საპილოტო რეჟიმში აამოქმედა მედიკამენტების მიმოქცევის მონიტორინგის ელექტრონული სისტემა.ამ სისტემაში გროვდება ინფორმაცია წამლების ბრუნვის, მარაგის, საცალო და საბითუმო ფასების შესახებ, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტროს წარუდგენენ კომპანიები, რომლებიც ფარმაცევტული პროდუქციით ვაჭრობენ.ამ ეტაპზე ზღვრული ფასები 1,1 ათასზე მეტ წამალზე უკვე ამოქმედდა. ეს სია თანდათანობით ივსება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/1d/252450742_106:0:1813:1280_1920x0_80_0_0_78b4c5a571924b1f58c4c45c4d353fd6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, ჯანდაცვა საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, ჯანდაცვა საქართველოში
რა შემთხვევაში დააჯარიმებენ აფთიაქებს: ჯანდაცვის სამინისტრომ პირობები დაასახელა
21:52 03.04.2023 (განახლებულია: 22:59 03.04.2023) ჯანდაცვის სამინისტრო სანქციებს გამოიყენებს იმ ფარმაცევტული კომპანიების მიმართ, რომლებიც ჯერ კიდევ არ არიან ჩართული რეგულირების სააგენტოს ბაზაში.
თბილისი, 3 აპრილი – Sputnik. ფარმაცევტული კომპანიები ვალდებული არიან ჯანდაცვის სამინისტროსთვის გახსნან თავიანთი ბაზები, წინააღმდეგ შემთხვევაში დაჯარიმდებიან, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა ბრიფინგზე.
ახალი წესების თანახმად, ქვეყნის ყველა აფთიაქი ვალდებულია ონლაინ-რეჟიმში მიაწოდოს ინფორმაცია ჯანდაცვის სამინისტროს. უწყებას უნდა ჰქონდეს წვდომა მათ ბაზებთან, რათა იცოდეს, რა ფასად ყიდიან ისინი მედიკამენტებს.
აზარაშვილის სიტყვებით, 3 აპრილიდან ჯანდაცვის სამინისტრო გამოიყენებს შესაბამის სანქციებს იმ ფარმაცევტული კომპანიებისთვის, რომლებიც ჯერ კიდევ არ არიან ჩართული რეგულირების სააგენტოს ბაზაში.
მინისტრის თქმით, ქვეყანაში დაახლოებით სამი ათასი აფთიაქია, ხოლო ბაზარზე 7 ათასი დასახელების მედიკამენტია.
„15 მარტიდან ფარმაცევტულ კომპანიებს, საბითუმო იქნება თუ საცალო, ვალდებულება აქვთ, სამინისტროს გაუხსნან თავიანთი ბაზები, რათა ვნახოთ, იმპორტიდან რა ნაშთები, რა ფასები აქვთ მედიკამენტებზე“, – განაცხადა აზარაშვილმა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ კომპანიები ეტაპობრივად ერთვებიან სისტემაში, მაგრამ ყველა გონივრული ვადა უკვე გასულია. მისი თქმით, კომპანიებმა ჯერ კიდევ ნოემბრიდან იცოდნენ, რომ მათ ასეთი ვალდებულება ჰქონდათ.
„სამწუხაროდ, იმდენი უპასუხისმგებლო ფაქტები იყო ბოლო პერიოდში, რომ ყველაფერი შეიძლება ხდებოდეს, თუმცა რეაგირების გარეშე არ დავტოვებთ“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
ჯანდაცვის სამინისტრომ ზოგიერთი ფარმაცევტული კომპანია ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების ფასების ხელოვნურ გაზრდაში დაადანაშაულა.
მარტში საქართველოში ონკოლოგიურ დაავადებათა სამკურნალო მედიკამენტები ოთხჯერ გაძვირდა. საქართველოს ფარმაცევტულ კომპანიათა ასოციაციამ ეს თურქეთში შესყიდვის ფასის ზრდას დაუკავშირა.
გაძვირების ფაქტები თებერვალშიც დაფიქსირდა. მაშინ ჯანდაცვის სამინისტრომ ქვეყნის აფთიაქებში ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებზე ხელოვნურად გაძვირების ფაქტს „ჰოლდინგების შეთქმულება“ უწოდა და პირობა დადო, რომ სახელმწიფოს რეაგირება იქნება მკაცრი.
მედიკამენტების ფასები ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხია საქართველოში. ხელისუფლებამ ფასების შესამცირებლად შარშან თურქეთიდან მედიკამენტების შემოტანა გაამარტივა, მიმდინარე წლის 15 თებერვლიდან კი ონკოლოგიური და ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების მექანიზმი გაააქტიურა. სია მოგვიანებით გაფართოვდება.
რეფერენტული ფასების შემთხვევაში სახელმწიფო განსაზღვრავს საშუალო საბითუმო და საცალო ფასებს სააფთიაქო მარკირების გათვალისწინებით, წამლის საბითუმო ღირებულებიდან გამომდინარე. სხვა მედიკამენტებზე ფასებს თავად ფარმაცევტული კომპანიები ადგენენ.
ჯანდაცვის სამინისტრომ საპილოტო რეჟიმში აამოქმედა მედიკამენტების მიმოქცევის მონიტორინგის ელექტრონული სისტემა.
ამ სისტემაში გროვდება ინფორმაცია წამლების ბრუნვის, მარაგის, საცალო და საბითუმო ფასების შესახებ, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტროს წარუდგენენ კომპანიები, რომლებიც ფარმაცევტული პროდუქციით ვაჭრობენ.
ამ ეტაპზე ზღვრული ფასები 1,1 ათასზე მეტ წამალზე უკვე ამოქმედდა. ეს სია თანდათანობით ივსება.