https://sputnik-georgia.com/20230403/-----------276357720.html
რამდენად არის დაცული მომხმარებელთა უფლებები საქართველოში - კონკურენციის სააგენტოს ანგარიში
რამდენად არის დაცული მომხმარებელთა უფლებები საქართველოში - კონკურენციის სააგენტოს ანგარიში
Sputnik საქართველო
ნებისმიერ პირს დარღვევის ჩადენიდან 2 წლის ვადაში უფლება აქვს კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს მიმართოს. 03.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-03T13:22+0400
2023-04-03T13:22+0400
2023-04-03T18:04+0400
საქართველო
კონკურენციის სააგენტო
საქართველოს ეკონომიკა
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/0f/269461966_0:192:2048:1344_1920x0_80_0_0_fd8541662ce3dca9f2194bad73e08555.jpg
თბილისი, 3 აპრილი — Sputnik. კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ 2022 წლის 1 ნოემბრიდან მიმდინარე წლის მარტის ჩათვლით პერიოდში მომხმარებელთა უფლებების დარღვევის შესახებ 194 საჩივარი მიიღო, საიდანაც 118 მათგანზე საქმის შესწავლა დაიწყო, ნათქვამია კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.2022 წლის 1 ნოემბრიდან ნებისმიერ პირს შეუძლია კონკურენციის სააგენტოში შეიტანოს საჩივარი საქონლის შეძენისას მათი უფლებების დარღვევის თაობაზე.სააგენტოს ცნობით, საჩივრების 80% ონლაინ-ვაჭრობის ფაქტს ეხება, ხოლო 20% ნივთის ადგილზე შეძენის შემთხვევას. რეგიონების მიხედვით, 90%-ით თბილისი ლიდერობს, შემდეგ მოდიან იმერეთი – 4% და აჭარა – 3%.უწყების ცნობით, მიღებული და დამუშავებული მონაცემების მიხედვით, საჩივრების 57% ეხება თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნას, 58% – დაზიანებული ნივთის შეკეთებას ან დაბრუნებას, 9% – ნივთის უპირობოდ დაბრუნებას, ხოლო 49% – სხვა დანარჩენს.5 თვის განმავლობაში კონკურენციის სააგენტომ მომხმარებლის სასარგებლოდ პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 49 საქმეზე 28 შეთანხმება გააფორმა, რაც ნიშნავს, რომ მოვაჭრეებმა აიღეს ვალდებულება, საქმიანობის შიდა პოლიტიკა შეცვალონ და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინონ, რომელთაც, სავარაუდოდ, მათი სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგათ.ნებისმიერ პირს დარღვევის ჩადენიდან 2 წლის ვადაში უფლება აქვს კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს მიმართოს. დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში სააგენტოს უფლება აქვს მოითხოვოს დარღვევის გამოსწორება, ამ მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში კი კომპანიას ჯარიმა დაეკისრება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/0f/269461966_0:0:2048:1536_1920x0_80_0_0_51dc4c1da0fce66d6945043157a9a16d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, კონკურენციის სააგენტო, საქართველოს ეკონომიკა, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, კონკურენციის სააგენტო, საქართველოს ეკონომიკა, საზოგადოება, ახალი ამბები
რამდენად არის დაცული მომხმარებელთა უფლებები საქართველოში - კონკურენციის სააგენტოს ანგარიში
13:22 03.04.2023 (განახლებულია: 18:04 03.04.2023) ნებისმიერ პირს დარღვევის ჩადენიდან 2 წლის ვადაში უფლება აქვს კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს მიმართოს.
თბილისი, 3 აპრილი — Sputnik. კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ 2022 წლის 1 ნოემბრიდან მიმდინარე წლის მარტის ჩათვლით პერიოდში მომხმარებელთა უფლებების დარღვევის შესახებ 194 საჩივარი მიიღო, საიდანაც 118 მათგანზე საქმის შესწავლა დაიწყო, ნათქვამია კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
2022 წლის 1 ნოემბრიდან ნებისმიერ პირს შეუძლია კონკურენციის სააგენტოში შეიტანოს საჩივარი საქონლის შეძენისას მათი უფლებების დარღვევის თაობაზე.
სააგენტოს ცნობით, საჩივრების 80% ონლაინ-ვაჭრობის ფაქტს ეხება, ხოლო 20% ნივთის ადგილზე შეძენის შემთხვევას. რეგიონების მიხედვით, 90%-ით თბილისი ლიდერობს, შემდეგ მოდიან იმერეთი – 4% და აჭარა – 3%.
„ამ დროისათვის 6 საქმესთან დაკავშირებით საკითხი სრულად ამოწურულია. ამავე პერიოდში, სააგენტოს გადაწყვეტილებით, დადასტურდა მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 5 დარღვევის ფაქტი – 16 საქმეზე, ხოლო 2 შემთხვევაში დარღვევა არ დადასტურდა“, – ნათქვამია განცხადებაში.
უწყების ცნობით, მიღებული და დამუშავებული მონაცემების მიხედვით, საჩივრების 57% ეხება თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნას, 58% – დაზიანებული ნივთის შეკეთებას ან დაბრუნებას, 9% – ნივთის უპირობოდ დაბრუნებას, ხოლო 49% – სხვა დანარჩენს.
5 თვის განმავლობაში კონკურენციის სააგენტომ მომხმარებლის სასარგებლოდ პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 49 საქმეზე 28 შეთანხმება გააფორმა, რაც ნიშნავს, რომ მოვაჭრეებმა აიღეს ვალდებულება, საქმიანობის შიდა პოლიტიკა შეცვალონ და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინონ, რომელთაც, სავარაუდოდ, მათი სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგათ.
ნებისმიერ პირს დარღვევის ჩადენიდან 2 წლის ვადაში უფლება აქვს კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს მიმართოს. დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში სააგენტოს უფლება აქვს მოითხოვოს დარღვევის გამოსწორება, ამ მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში კი კომპანიას ჯარიმა დაეკისრება.