https://sputnik-georgia.com/20230303/ristvisaa-sawiro-kanoni-ucxouri-agentebis-sesaxeb-275428956.html
რისთვისაა საჭირო კანონი უცხოური აგენტების შესახებ? მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა არგუმენტები
რისთვისაა საჭირო კანონი უცხოური აგენტების შესახებ? მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა არგუმენტები
Sputnik საქართველო
კანონპროექტს მხარს არ უჭერენ ევროკავშირი, ევროპის საბჭო, გაერო და სხვები. 03.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-03T12:18+0400
2023-03-03T12:18+0400
2023-03-03T17:52+0400
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პარლამენტი
ქართული ოცნება
ქართული ოპოზიცია
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/04/251073371_0:160:3072:1888_1920x0_80_0_0_30dfb6855dacf4347d15b7889b989769.jpg
თბილისი, 3 მარტი – Sputnik. საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მოჰყვა არა მხოლოდ ხელისუფლების ოპონენტების, არამედ დასავლეთის მეტად ნეგატიური რეაქცია.კანონპროექტის ავტორები არიან დეპუტატები, რომლებიც გამოეყვნენ მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ და დააფუძნეს საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“, თუმცა „ოცნებასთან“ ერთად დარჩნენ საპარლამენტო უმრავლესობის შემადგენლობაში.კანონპროექტის ავტორთა აზრით, გამჭვირვალე უნდა იყოს არა მხოლოდ პოლიტიკოსების, არამედ მასმედიისა და არასამთავრობო სექტორის შემოსავლის წყაროები, რომელთა მიზანიც საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე ზეგავლენაა. კრიტიკოსების აზრით კი, კანონპროექტი საფრთხეს უქმნის დემოკრატიას საქართველოში.კანონპროექტის თანახმად, უცხოური გავლენის აგენტები არიან იურიდიული პირები, რომელთა ბიუჯეტის 20%-ზე მეტი უცხოეთიდან ფინანსდება.„ცარიელი ისტერია“ კობახიძე „უცხოურ აგენტებზე“ კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტზე>>მას შემდეგ, რაც მოწინააღმდეგეები ალაპარაკდნენ, რომ კანონპროექტი ეფუძნება რუსულ კანონს, „ხალხის ძალამ“ გადაწყვიტა პარლამენტში ალტერნატიული – ამერიკული კანონის ანალოგიური კანონპროექტის წარდგენა. მაშინ კრიტიკოსებმა განაცხადეს, რომ საქართველოს საერთოდ არ სჭირდება ასეთი კანონები, რადგან ეს საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროატლანტიკურ მომავალს.ამის მიუხედავად, „ქართული ოცნების“ დეპუტატები აპირებენ ორივე კანონპროექტის პირველი მოსმენით დამტკიცებას, შემდეგ კი ვენეციის კომისიაში გაგზავნას. მიიღებენ იმ ვარიანტს, რომელიც უკეთეს შეფასებას დაიმსახურებს. კენჭისყრა ივნისის ბოლოს იგეგმება.დასავლეთი კატეგორიული წინააღმდეგია„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი სერიოზულ შეშფოთებას იწვევს და მისი მიღება შეუთავსებელია ევროკავშირის ნორმებთან და ფასეულობებთან, განაცხადა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჟოზეფ ბორელის პრეს-სპიკერმა.„სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნა და შენარჩუნება, ასევე მასმედიის თავისუფლების უზრუნველყოფა დემოკრატიის საფუძველია“, – აღნიშნა ბორელის პრეს-სპიკერმა.მისი სიტყვებით, ეს არის ევროკავშირის იმ 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთი, რომლებიც ქვეყანამ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად უნდა შეასრულოს.საქართველოს პრეზიდენტმა ევროინტეგრაციის მოწინააღმდეგე პარტიებს ანტიკონსტიტუციური უწოდა>>შეშფოთება გამოხატა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა დუნია მიატოვიჩმაც.„მართალია, გამჭვირვალობა შეიძლება იწვევდეს კანონიერ შეშფოთებას, მაგრამ ის არ უნდა მიიღწეოდეს არაკომერციული ორგანიზაციებისა და მასობრივი საინფორმაციო საშუალებების მიერ თავიანთი უფლებებისა და თავისუფლებების და მათი კანონიერი საქმიანობის ეფექტიანად განხორციელების საზიანოდ“, – ნათქვამია მიატოვიჩის წერილში, რომლის ადრესატია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.მისი სიტყვებით, ანგარიშვალდებულების მოთხოვნა უნდა ეფუძნებოდეს თანასწორ და მიუკერძოებელ მიდგომას შემოსავლის წყაროსგან დამოუკიდებლად.ამასთან, მიატოვიჩი აღნიშნავს, რომ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ რუსული კანონი უცხოელი აგენტების შესახებ ადამიანის უფლებების დამრღვევ კანონად ცნო.აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ნედ პრაისმა განაცხადა, რომ საქართველოში ინიცირებული კანონპროექტი სტიგმატიზაციას გამოიწვევს და ჩაახშობს საქართველოს მოქალაქეების დამოუკიდებელ ხმას, პოტენციურ საფრთხეს შეუქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.გაერო „უცხოური აგენტების" შესახებ კანონპროექტს აკრიტიკებს>>ამასთან, პრაისმა დასძინა, რომ ქართული კანონპროექტი ეფუძნება არა ამერიკულ „აქტს უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ (FARA), როგორც ამას პროექტის ავტორები ამტკიცებენ, არამედ რუსულ და უნგრულ კანონმდებლობას.იმაზე, რომ საქართველოს „ხალხის ძალის“ მიერ შემოთავაზებული არცერთი ვერსია არ სჭირდება, საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმაც ისაუბრა.„ნათელია, რომ საქართველოს ეს კანონი არ სჭირდება, არც ეს ვერსია (ამერიკული FARA-ს ანალოგი). ასევე ნათელია, რომ ის, ვინც კანონპროექტს დაუჭერს მხარს, პირდაპირ იქნება პასუხისმგებელი საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის ზიანის მიყენებაზე“, – აღნიშნა დეგნანმა ჟურნალისტებთან საუბრისას.ელჩი ასევე დაინტერესდა, რამდენად რეალურია საქართველოში უცხოელი აგენტების შესახებ კანონის მიღების ინიციატივის მიზანი.თავის მხრივ, გაეროს წარმომადგენლობამ საქართველოში ხელისუფლება გააფრთხილა, რომ კანონის მიღებამ შეიძლება ხელი შეუშალოს გაეროს საქმიანობას მდგრადი განვითარების სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ფარგლებში, რომელიც საქართველოს მთავრობასთან არის გაფორმებული.ევროკავშირმა „უცხოური აგენტების" შესახებ კანონპროექტი გააკრიტიკა>>„სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის სტიგმატიზაციამ შესაძლოა დახმარების გარეშე დატოვოს დაუცველი და მოწყვლადი ჯგუფები, მათ შორის, შშმ პირები, დევნილები, უმცირესობების წარმომადგენლები, ხანდაზმულები, ქალები, ბავშვები, ოჯახური ძალადობის მსხვერპლნი და სხვები“, – ნათქვამია განცხადებაში.მხარდამჭერთა არგუმენტებიმმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერები პარტნიორების შეშფოთებას გადაჭარბებულად მიიჩნევენ.პარტიის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ სრულად შეესაბამება ადამიანის უფლებათა სტანდარტებს, მაშინ, როცა ამერიკული კანონი „სრული კატასტროფაა“. მან გააკრიტიკა ასევე უცხოელი აგენტების შესახებ რუსული კანონიც.საქართველოს მოქალაქეებს უფლება აქვთ იცოდნენ, რა ფინანსური რესურსები დგას იმ ადამიანების უკან, რომლებიც პოლიტიკური გადაწყვეტილებების ფორმირებაში მონაწილეობენ, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.მისი სიტყვებით, საქართველოში ყველა პარტიის ბიუჯეტი იმაზე ნაკლებია, ვიდრე ოთხი არასამთავრობო ორგანიზაციისა. მაგალითად, 2022 წელს პარტიებმა მიიღეს 12 მილიონი ლარი სახელმწიფო ბიუჯეტიდან და კიდევ 750 ათასი ლარი შემოწირულობის სახით.მდინარაძე: ხალხმა უნდა იცოდეს ვინ აფინანსებს ენჯეოებს, ვინც მთავრობის გადადგომას ითხოვს>>ამასთან, პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვის დროს საქართველოს პარლამენტი გაითვალისწინებს პარტნიორების შეშფოთებას.მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, „ქართული ოცნების“ საპარლამენტო ფრაქციის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ მიუთითა, რომ საქართველოში ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები მთავრობის გადადგომას ითხოვდნენ.„ვერავინ წარმოიდგენს ევროპასა და ამერიკაში, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი ამას გააკეთებს. მინიმუმ, იმის შესაძლებლობა მაინც მივცეთ ხალხს, იცოდეს, ვინ აფინანსებს მათ“, – განაცხადა მდინარაძემ.ამასთან, მდინარაძემ სიცრუის ტირაჟირებაში დაადანაშაულა ყველა, ვინც „ხალხის ძალის“ ალტერნატიულ კანონპროექტს (ამერიკული კანონის ანალოგს) რუსულ კანონს უწოდებს.„ხალხის ძალამ“ აღნიშნულ თემაზე საუბარი 2022 წლის ნოემბრის ბოლოს დაიწყო. მოძრაობის ლიდერებმა განაცხადეს, რომ არასამთავრობოების დაფინანსების დღევანდელი პრაქტიკა საფრთხეს უქმნის ქვეყნის სუვერენიტეტს.ამასთან, „ხალხის ძალამ“ ხაზი გაუსვა, რომ დაფინანსების დიდი ნაწილი აშშ-დან გამიზნულია სწორედ არასამთავრობოებისთვის – ამ ფულს იღებს არა საქართველო, არამედ ამერიკის აგენტურა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/04/251073371_308:0:3039:2048_1920x0_80_0_0_c2282fa0a82138bd67e0dc890e56e55c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტი, ქართული ოცნება , ქართული ოპოზიცია, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები
პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტი, ქართული ოცნება , ქართული ოპოზიცია, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები
რისთვისაა საჭირო კანონი უცხოური აგენტების შესახებ? მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა არგუმენტები
12:18 03.03.2023 (განახლებულია: 17:52 03.03.2023) კანონპროექტს მხარს არ უჭერენ ევროკავშირი, ევროპის საბჭო, გაერო და სხვები.
თბილისი, 3 მარტი – Sputnik. საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მოჰყვა არა მხოლოდ ხელისუფლების ოპონენტების, არამედ დასავლეთის მეტად ნეგატიური რეაქცია.
კანონპროექტის ავტორები არიან დეპუტატები, რომლებიც გამოეყვნენ მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ და დააფუძნეს საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“, თუმცა „ოცნებასთან“ ერთად დარჩნენ საპარლამენტო უმრავლესობის შემადგენლობაში.
კანონპროექტის ავტორთა აზრით, გამჭვირვალე უნდა იყოს არა მხოლოდ პოლიტიკოსების, არამედ მასმედიისა და არასამთავრობო სექტორის შემოსავლის წყაროები, რომელთა მიზანიც საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე ზეგავლენაა. კრიტიკოსების აზრით კი, კანონპროექტი საფრთხეს უქმნის დემოკრატიას საქართველოში.
კანონპროექტის თანახმად, უცხოური გავლენის აგენტები არიან იურიდიული პირები, რომელთა ბიუჯეტის 20%-ზე მეტი უცხოეთიდან ფინანსდება.
მას შემდეგ, რაც მოწინააღმდეგეები ალაპარაკდნენ, რომ კანონპროექტი ეფუძნება რუსულ კანონს, „ხალხის ძალამ“ გადაწყვიტა პარლამენტში ალტერნატიული – ამერიკული კანონის ანალოგიური კანონპროექტის წარდგენა. მაშინ კრიტიკოსებმა განაცხადეს, რომ საქართველოს საერთოდ არ სჭირდება ასეთი კანონები, რადგან ეს საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროატლანტიკურ მომავალს.
ამის მიუხედავად, „ქართული ოცნების“ დეპუტატები აპირებენ ორივე კანონპროექტის პირველი მოსმენით დამტკიცებას, შემდეგ კი ვენეციის კომისიაში გაგზავნას. მიიღებენ იმ ვარიანტს, რომელიც უკეთეს შეფასებას დაიმსახურებს. კენჭისყრა ივნისის ბოლოს იგეგმება.
დასავლეთი კატეგორიული წინააღმდეგია
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი სერიოზულ შეშფოთებას იწვევს და მისი მიღება შეუთავსებელია ევროკავშირის ნორმებთან და ფასეულობებთან, განაცხადა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჟოზეფ ბორელის პრეს-სპიკერმა.
„სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნა და შენარჩუნება, ასევე მასმედიის თავისუფლების უზრუნველყოფა დემოკრატიის საფუძველია“, – აღნიშნა ბორელის პრეს-სპიკერმა.
მისი სიტყვებით, ეს არის ევროკავშირის იმ 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთი, რომლებიც ქვეყანამ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად უნდა შეასრულოს.
შეშფოთება გამოხატა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა დუნია მიატოვიჩმაც.
„მართალია, გამჭვირვალობა შეიძლება იწვევდეს კანონიერ შეშფოთებას, მაგრამ ის არ უნდა მიიღწეოდეს არაკომერციული ორგანიზაციებისა და მასობრივი საინფორმაციო საშუალებების მიერ თავიანთი უფლებებისა და თავისუფლებების და მათი კანონიერი საქმიანობის ეფექტიანად განხორციელების საზიანოდ“, – ნათქვამია მიატოვიჩის წერილში, რომლის ადრესატია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.
მისი სიტყვებით, ანგარიშვალდებულების მოთხოვნა უნდა ეფუძნებოდეს თანასწორ და მიუკერძოებელ მიდგომას შემოსავლის წყაროსგან დამოუკიდებლად.
ამასთან, მიატოვიჩი აღნიშნავს, რომ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ რუსული კანონი უცხოელი აგენტების შესახებ ადამიანის უფლებების დამრღვევ კანონად ცნო.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ნედ პრაისმა განაცხადა, რომ საქართველოში ინიცირებული კანონპროექტი სტიგმატიზაციას გამოიწვევს და ჩაახშობს საქართველოს მოქალაქეების დამოუკიდებელ ხმას, პოტენციურ საფრთხეს შეუქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.
ამასთან, პრაისმა დასძინა, რომ ქართული კანონპროექტი ეფუძნება არა ამერიკულ „აქტს უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ (FARA), როგორც ამას პროექტის ავტორები ამტკიცებენ, არამედ რუსულ და უნგრულ კანონმდებლობას.
იმაზე, რომ საქართველოს „ხალხის ძალის“ მიერ შემოთავაზებული არცერთი ვერსია არ სჭირდება, საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმაც ისაუბრა.
„ნათელია, რომ საქართველოს ეს კანონი არ სჭირდება, არც ეს ვერსია (ამერიკული FARA-ს ანალოგი). ასევე ნათელია, რომ ის, ვინც კანონპროექტს დაუჭერს მხარს, პირდაპირ იქნება პასუხისმგებელი საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის ზიანის მიყენებაზე“, – აღნიშნა დეგნანმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
ელჩი ასევე დაინტერესდა, რამდენად რეალურია საქართველოში უცხოელი აგენტების შესახებ კანონის მიღების ინიციატივის მიზანი.
თავის მხრივ, გაეროს წარმომადგენლობამ საქართველოში ხელისუფლება გააფრთხილა, რომ კანონის მიღებამ შეიძლება ხელი შეუშალოს გაეროს საქმიანობას მდგრადი განვითარების სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ფარგლებში, რომელიც საქართველოს მთავრობასთან არის გაფორმებული.
„სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის სტიგმატიზაციამ შესაძლოა დახმარების გარეშე დატოვოს დაუცველი და მოწყვლადი ჯგუფები, მათ შორის, შშმ პირები, დევნილები, უმცირესობების წარმომადგენლები, ხანდაზმულები, ქალები, ბავშვები, ოჯახური ძალადობის მსხვერპლნი და სხვები“, – ნათქვამია განცხადებაში.
მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერები პარტნიორების შეშფოთებას გადაჭარბებულად მიიჩნევენ.
პარტიის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ სრულად შეესაბამება ადამიანის უფლებათა სტანდარტებს, მაშინ, როცა ამერიკული კანონი „სრული კატასტროფაა“. მან გააკრიტიკა ასევე უცხოელი აგენტების შესახებ რუსული კანონიც.
საქართველოს მოქალაქეებს უფლება აქვთ იცოდნენ, რა ფინანსური რესურსები დგას იმ ადამიანების უკან, რომლებიც პოლიტიკური გადაწყვეტილებების ფორმირებაში მონაწილეობენ, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
მისი სიტყვებით, საქართველოში ყველა პარტიის ბიუჯეტი იმაზე ნაკლებია, ვიდრე ოთხი არასამთავრობო ორგანიზაციისა. მაგალითად, 2022 წელს პარტიებმა მიიღეს 12 მილიონი ლარი სახელმწიფო ბიუჯეტიდან და კიდევ 750 ათასი ლარი შემოწირულობის სახით.
ამასთან, პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვის დროს საქართველოს პარლამენტი გაითვალისწინებს პარტნიორების შეშფოთებას.
მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, „ქართული ოცნების“ საპარლამენტო ფრაქციის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ მიუთითა, რომ საქართველოში ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები მთავრობის გადადგომას ითხოვდნენ.
„ვერავინ წარმოიდგენს ევროპასა და ამერიკაში, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი ამას გააკეთებს. მინიმუმ, იმის შესაძლებლობა მაინც მივცეთ ხალხს, იცოდეს, ვინ აფინანსებს მათ“, – განაცხადა მდინარაძემ.
ამასთან, მდინარაძემ სიცრუის ტირაჟირებაში დაადანაშაულა ყველა, ვინც „ხალხის ძალის“ ალტერნატიულ კანონპროექტს (ამერიკული კანონის ანალოგს) რუსულ კანონს უწოდებს.
„ხალხის ძალამ“ აღნიშნულ თემაზე საუბარი 2022 წლის ნოემბრის ბოლოს დაიწყო. მოძრაობის ლიდერებმა განაცხადეს, რომ არასამთავრობოების დაფინანსების დღევანდელი პრაქტიკა საფრთხეს უქმნის ქვეყნის სუვერენიტეტს.
ამასთან, „ხალხის ძალამ“ ხაზი გაუსვა, რომ დაფინანსების დიდი ნაწილი აშშ-დან გამიზნულია სწორედ არასამთავრობოებისთვის – ამ ფულს იღებს არა საქართველო, არამედ ამერიკის აგენტურა.