https://sputnik-georgia.com/20230303/carieli-isteriakobaxize-ucxouri-agentebis-sesaxeb-kanonproeqtis-winaarmdegprotestze-275427764.html
„ცარიელი ისტერია“ - კობახიძე უცხოურ აგენტებზე კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტის შესახებ
„ცარიელი ისტერია“ - კობახიძე უცხოურ აგენტებზე კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტის შესახებ
Sputnik საქართველო
საქართველოს პარლამენტის შენობაში გუშინ დეპუტატებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა, შენობის გარეთ კი საპროტესტო აქცია გაიმართა. 03.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-03T11:44+0400
2023-03-03T11:44+0400
2023-03-03T17:40+0400
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პარლამენტი
საქართველო
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე
ქართული ოცნება
ქართული ოპოზიცია
საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/19/261459323_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_0738e7b5e4d5d3c5e8cf563274f530b1.jpg
თბილისი, 3 მარტი – Sputnik. უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტის მოწინააღმდეგეებმა ვერ შეძლეს თავიანთი მოსაზრების არგუმენტირება და მხოლოდ ცარიელი ისტერიკა მოაწყვეს, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.ხუთშაბათს კანონპროექტების „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ განხილვა პარლამენტის თავდაცვისა და საგარეო ურთიერთობების კომიტეტების გაერთიანებული სხდომაზე მწვავე დისკუსიისა და დაპირისპირებების ფონზე მიმდინარეობდა. ამ დროს პარლამენტის შენობის გარეთ საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა.დეპუტატებმა მმართველი პარტია „ქართული ოცნებიდან“ და საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალიდან“ არგუმენტირებული პასუხები წარმოადგინეს თავიანთი ოპონენტებისგან განსხვავებით, აღნიშნა მან.„ეს არის საერთო სურათი, რაც დღეს საზოგადოებამ იხილა. ყველას შეუძლია დარწმუნდეს იმაში, რომ იქიდან იყო ნული არგუმენტი და აქედან იყო აბსოლუტურად არგუმენტირებული მსჯელობა“, – განაცხადა კობახიძემ.„ქართული ოცნების“ ლიდერმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ კანონის მიღება მნიშვნელოვანია, რადგან ეს ხელს შეუწყობს გამჭვირვალობას და დეპოლარიზაციას ქართულ საზოგადოებაში.დაპირისპირება თავიდან სხდომათა დარბაზის კარის წინ დაიწყო და გაგრძელდა პარლამენტის შენობის წინ, სადაც პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა. ამასთან, კომიტეტების გარეთიანებულ სხდომაზე დეპუტატებმა მაინც დაუჭირეს მხარი ორივე კანონპროექტს და განსახილველად იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გადასცეს.კანონპროექტი უცხოური აგენტების შესახებპარლამენტში დარეგისტრირებულია ორი კანონპროექტი – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელიც მხოლოდ იურიდიულ პირებს ეხება, და „უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ“, რომელიც ამერიკული კანონიდან არის ნათარგმნი. ორივე კანონპროექტის ინიციატორი საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალაა".უცხოური აგენტების შესახებ ნებისმიერი კანონის მიღების წინააღმდეგ გამოვიდნენ ქართული ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები, პრეზიდენტი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, აშშ-ის საელჩო, ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების სამსახური, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისია, საქართველოში გაეროს წარმომადგენლობა. კრიტიკოსებმა კანონპროექტში, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მასმედიას ეხება, ქართული დემოკრატიისთვის საფრთხე დაინახეს.კანონპროექტის ავტორები და მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერები ამტკიცებენ, რომ შემოსავლის წყაროები უნდა იყოს გამჭვირვალე არა მხოლოდ პოლიტიკოსებისთვის, არამედ მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვისაც, რომელთა მიზანია საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე გავლენის მოხდენა.კანონპროექტის ავტორია საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“, რომელიც ჩამოაყალიბეს „ქართული ოცნებიდან“ გამოყოფილმა დეპუტატებმა. ამასთან, საზოგადოებრივი მოძრაობის დეპუტატები საპარლამენტო უმრავლესობაში რჩებიან.მდინარაძე: ხალხმა უნდა იცოდეს ვინ აფინანსებს ენჯეოებს, ვინც მთავრობის გადადგომას ითხოვს>>კანონპროექტის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ამერიკული ვარიანტისგან ერთ-ერთი მთავარი განსხვავებაა ის, რომ პირველ შემთხვევაში უცხოური გავლენის აგენტები შეიძლება იყვნენ მხოლოდ იურიდიული პირები, არასამთავრობო ორგანიზაციები ან მასმედია, რომლის წლიური შემოსავლის მინიმუმ 20%-ის წყარო „უცხოური ძალაა“. ამასთან, ავტორების თქმით, პრინციპულია ტერმინოლოგია - „უცხოური გავლენის აგენტი“ და არა „უცხოელი აგენტი“. ტერმინი „უცხოელი აგენტის“ გამოყენება, ავტორების აზრით, სტიგმატიზაციის რისკს შეიცავს.კანონის მოწინააღმდეგეები აცხადებენ, რომ ის სტიგმატიზაციას მოახდენს და ჩაახშობს საქართველოს მოქალაქეების დამოუკიდებელ ხმას, და ამან შეიძლება შეარყიოს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი. მეტიც, დასავლელმა პარტნიორებმა საქართველოს ხელისუფლება მკაფიოდ გააფრთხილეს, რომ ასეთი კანონის მიღება ევროინტეგრაციის გზაზე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი დაბრკოლება გახდება.საქართველოს პრეზიდენტმა ევროინტეგრაციის მოწინააღმდეგე პარტიებს ანტიკონსტიტუციური უწოდა>>პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ კანონის მიღების შემთხვევაში ვეტოს უფლების გამოყენებას აპირებს. მაგრამ პარლამენტს ვეტოს დაძლევის შესაძლებლობა აქვს.ამ დროისათვის ცნობილია, რომ უმრავლესობა აპირებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭიროს მხოლოდ პროექტის პრინციპებს, შემდეგ კი ორივე ვარიანტი შესაფასებლად ვენეციის კომისიას გაუგზავნოს. მხოლოდ ვენეციის კომისიის დასკვნის შემდეგ იქნება მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება პროექტის მიღებისა თუ ცვლილების შესახებ.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/19/261459323_109:0:1280:878_1920x0_80_0_0_d197f7928a300ab971e866b8a108b042.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტი, საქართველო, ახალი ამბები, ირაკლი კობახიძე, ქართული ოცნება , ქართული ოპოზიცია, საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები
პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტი, საქართველო, ახალი ამბები, ირაკლი კობახიძე, ქართული ოცნება , ქართული ოპოზიცია, საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები
„ცარიელი ისტერია“ - კობახიძე უცხოურ აგენტებზე კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტის შესახებ
11:44 03.03.2023 (განახლებულია: 17:40 03.03.2023) საქართველოს პარლამენტის შენობაში გუშინ დეპუტატებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა, შენობის გარეთ კი საპროტესტო აქცია გაიმართა.
თბილისი, 3 მარტი – Sputnik. უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტის მოწინააღმდეგეებმა ვერ შეძლეს თავიანთი მოსაზრების არგუმენტირება და მხოლოდ ცარიელი ისტერიკა მოაწყვეს, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
ხუთშაბათს კანონპროექტების „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ განხილვა პარლამენტის თავდაცვისა და საგარეო ურთიერთობების კომიტეტების გაერთიანებული სხდომაზე მწვავე დისკუსიისა და დაპირისპირებების ფონზე მიმდინარეობდა. ამ დროს პარლამენტის შენობის გარეთ საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა.
„ჩვენ ვნახეთ ცარიელი ისტერია, ჯერ სხდომათა დარბაზის გარეთ, შემდეგ უკვე შენობის წინ. მაგრამ როდესაც საფუძველი არ აქვს ამ ისტერიას, ძალიან მარტივად სრულდება ხოლმე და ეს ასეც მოხდა დღეს“, – განაცხადა კობახიძემ.
დეპუტატებმა მმართველი პარტია „ქართული ოცნებიდან“ და საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალიდან“ არგუმენტირებული პასუხები წარმოადგინეს თავიანთი ოპონენტებისგან განსხვავებით, აღნიშნა მან.
„ეს არის საერთო სურათი, რაც დღეს საზოგადოებამ იხილა. ყველას შეუძლია დარწმუნდეს იმაში, რომ იქიდან იყო ნული არგუმენტი და აქედან იყო აბსოლუტურად არგუმენტირებული მსჯელობა“, – განაცხადა კობახიძემ.
„ქართული ოცნების“ ლიდერმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ კანონის მიღება მნიშვნელოვანია, რადგან ეს ხელს შეუწყობს გამჭვირვალობას და დეპოლარიზაციას ქართულ საზოგადოებაში.
დაპირისპირება თავიდან სხდომათა დარბაზის კარის წინ დაიწყო და გაგრძელდა პარლამენტის შენობის წინ, სადაც პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა. ამასთან, კომიტეტების გარეთიანებულ სხდომაზე დეპუტატებმა მაინც დაუჭირეს მხარი ორივე კანონპროექტს და განსახილველად იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გადასცეს.
კანონპროექტი უცხოური აგენტების შესახებ
პარლამენტში დარეგისტრირებულია ორი კანონპროექტი – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელიც მხოლოდ იურიდიულ პირებს ეხება, და „უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ“, რომელიც ამერიკული კანონიდან არის ნათარგმნი. ორივე კანონპროექტის ინიციატორი საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალაა".
უცხოური აგენტების შესახებ ნებისმიერი კანონის მიღების წინააღმდეგ გამოვიდნენ ქართული ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები, პრეზიდენტი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, აშშ-ის საელჩო, ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების სამსახური, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისია, საქართველოში გაეროს წარმომადგენლობა. კრიტიკოსებმა კანონპროექტში, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მასმედიას ეხება, ქართული დემოკრატიისთვის საფრთხე დაინახეს.
კანონპროექტის ავტორები და მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერები ამტკიცებენ, რომ შემოსავლის წყაროები უნდა იყოს გამჭვირვალე არა მხოლოდ პოლიტიკოსებისთვის, არამედ მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვისაც, რომელთა მიზანია საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე გავლენის მოხდენა.
კანონპროექტის ავტორია საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“, რომელიც ჩამოაყალიბეს „ქართული ოცნებიდან“ გამოყოფილმა დეპუტატებმა. ამასთან, საზოგადოებრივი მოძრაობის დეპუტატები საპარლამენტო უმრავლესობაში რჩებიან.
კანონპროექტის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ამერიკული ვარიანტისგან ერთ-ერთი მთავარი განსხვავებაა ის, რომ პირველ შემთხვევაში უცხოური გავლენის აგენტები შეიძლება იყვნენ მხოლოდ იურიდიული პირები, არასამთავრობო ორგანიზაციები ან მასმედია, რომლის წლიური შემოსავლის მინიმუმ 20%-ის წყარო „უცხოური ძალაა“. ამასთან, ავტორების თქმით, პრინციპულია ტერმინოლოგია - „უცხოური გავლენის აგენტი“ და არა „უცხოელი აგენტი“. ტერმინი „უცხოელი აგენტის“ გამოყენება, ავტორების აზრით, სტიგმატიზაციის რისკს შეიცავს.
კანონის მოწინააღმდეგეები აცხადებენ, რომ ის სტიგმატიზაციას მოახდენს და ჩაახშობს საქართველოს მოქალაქეების დამოუკიდებელ ხმას, და ამან შეიძლება შეარყიოს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი. მეტიც, დასავლელმა პარტნიორებმა საქართველოს ხელისუფლება მკაფიოდ გააფრთხილეს, რომ ასეთი კანონის მიღება ევროინტეგრაციის გზაზე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი დაბრკოლება გახდება.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ კანონის მიღების შემთხვევაში ვეტოს უფლების გამოყენებას აპირებს. მაგრამ პარლამენტს ვეტოს დაძლევის შესაძლებლობა აქვს.
ამ დროისათვის ცნობილია, რომ უმრავლესობა აპირებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭიროს მხოლოდ პროექტის პრინციპებს, შემდეგ კი ორივე ვარიანტი შესაფასებლად ვენეციის კომისიას გაუგზავნოს. მხოლოდ ვენეციის კომისიის დასკვნის შემდეგ იქნება მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება პროექტის მიღებისა თუ ცვლილების შესახებ.