მდინარაძე: ხალხმა უნდა იცოდეს ვინ აფინანსებს ენჯეოებს, ვინც მთავრობის გადადგომას ითხოვს

© photo: Sputnik / Stringerმამუკა მდინარაძე
მამუკა მდინარაძე - Sputnik საქართველო, 1920, 02.03.2023
გამოწერა
მმართველი პარტია „ქართული ოცნება" მზადაა კანონპროექტის ორივე ვერსიას პირველი მოსმენით პრინციპების დონეზე მხარი დაუჭიროს.
თბილისი, 2 მარტი — Sputnik. ქართველ ხალხს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა გაიგოს, ვინ აფინანსებს არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც მთავრობის გადადგომას მოითხოვენ, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.
საქართველოს პარლამენტში უკვე დარეგისტრირებულია ორი კანონპროექტი: პირველი – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელიც ითვალისწინებს ქვეყანაში „უცხოური გავლენის აგენტების“ ბაზის შექმნას. ასეთი შეიძლება იყვნენ მხოლოდ იურიდიული პირები, არასამთავრობო ორგანიზაციები ან მასმედია, რომლის წლიური შემოსავლის მინიმუმ 20%-ის წყარო „უცხოური ძალაა“, და მეორე – „უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ“, რომელიც ამერიკული კანონიდან არის ნათარგმნი.

„ნახეთ, რა ხდება: მაგალითად, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი გამოდის და ხელისუფლების გადადგომას მოითხოვს. ევროპასა და ამერიკაში ვერავინ წარმოიდგენს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი ამას გააკეთებს. როგორც მინიმუმ მივცეთ ხალხს შესაძლებლობა იცოდნენ, ვინ აფინანსებს მათ“, – განაცხადა მდინარაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

მისი თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციების შემთხვევაში ათეულობით მილიონი ლარი შეიძლება დაიხარჯოს გაუმჭვირვალედ, პარტიების შემთხვევაში კი ერთი ლარიც დეკლარირებული უნდა იყოს.
საქართველოს პარლამენტი სკანდალური კანონპროექტების განხილვას იწყებს>>>
„დასავლური გრანტებისა და დაფინანსების გარდა, სხვადასხვა მხრიდან ბევრი ფული შემოდის და ვერცერთი ქვეყანა ვერ გააკონტროლებს ამას ასეთი კანონის გარეშე. უბრალოდ არ ეცოდინებათ საიდან შემოდის ფული – სამხრეთიდან თუ აღმოსავლეთიდან“, – აღნიშნა მდინარაძემ.
კანონპროექტი უცხოური აგენტების შესახებ
მმართველი პარტია „ქართული ოცნება" მზადაა კანონპროექტის ორივე ვერსიას პირველი მოსმენით პრინციპების დონეზე მხარი დაუჭიროს, რის შემდეგაც დოკუმენტები შეფასებისთვის ვენეციის კომისიას გადაეგზავნება.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პარლამენტი გააგრძელებს იმ კანონპროექტის განხილვას, რომელიც ვენეციის კომისიისგან პოზიტიურ შეფასებას მიიღებს.
კანონპროექტის ავტორებმა, ასევე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ამერიკული კანონი არაადეკვატურად მკაცრი კანონია და ამგვარი კანონის მიღება „ქართულ ოცნებაში" არასწორად მიაჩნიათ.
სალომე ზურაბიშვილი კანონპროექტზე „უცხოური აგენტების შესახებ“ ვეტოს დადებას გეგმავს>>>
პირველი კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, ავტორებისა და „ოცნების“ წარმომადგენლების თქმით, ამერიკული კანონისგან განსხვავებით, სრულად შეესაბამება ადამიანის უფლებების სტანდარტებს. და მაინც, ის გააკრიტიკეს ქართულმა ოპოზიციამ, პრეზიდენტმა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების სამსახურმა და საქართველოში გაეროს წარმომადგენლობამ.
კრიტიკოსებმა კანონპროექტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ქართული დემოკრატიისთვის საფრთხე დაინახეს. ამის საპასუხოდ კანონპროექტის ავტორებმა ამერიკული კანონის ასლის გადმოღება და მისი ინიცირება გადაწყვიტეს, რათა განსხვავება ყველას ენახა.
ერთ-ერთი მთავარი განსხვავება პირველი კანონპროექტისა მეორისგან ის არის, რომ პირველ შემთხვევაში უცხოური გავლენის აგენტი შეიძლება მხოლოდ იურიდიული პირი იყოს. ამასთან, ავტორების თქმით, პრინციპულია ტერმინოლოგია - „უცხოური გავლენის აგენტი“ და არა „უცხოელი აგენტი“. ტერმინი „უცხოელი აგენტის“ გამოყენება, ავტორების აზრით, სტიგმატიზაციის რისკს შეიცავს.
„ხალხის ძალა“ ჩამოაყალიბეს „ქართული ოცნებიდან“ გამოყოფილმა დეპუტატებმა. ამასთან, საზოგადოებრივი მოძრაობის დეპუტატები საპარლამენტო უმრავლესობაში რჩებიან.
ყველა ახალი ამბავი
0