სალომე ზურაბიშვილი კანონპროექტზე „უცხოური აგენტების შესახებ“ ვეტოს დადებას გეგმავს

© photo: Sputnik / Stringerსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 28.02.2023
გამოწერა
საქართველოს პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ კანონი უცხოური აგენტების შესახებ საქართველოს ევროპისგან დააშორებს.
თბილისი, 28 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კატეგორიული წინააღმდეგია ქვეყანაში „უცხოური გავლენის აგენტების შესახებ“ კანონის მიღებისა. მან განაცხადა, რომ ვეტოს უფლების გამოყენებას აპირებს.
საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირდა ორი კანონპროექტი: „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელიც მხოლოდ იურიდიულ პირებს ეხება, და „უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ“, რომელიც ამერიკული კანონიდან არის ნათარგმნი. ორივე ინიცირებულია საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ დეპუტატების მიერ.

„კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ იმ კანონის, რომელიც ახლა იხილება, არ შევალ ამ კანონის განხილვაში. ყოველ შემთხვევაში, ვეტოს დავადებ. მე არ მაქვს სამართლებრივი პოზიციები, რომ ის მუხლი ან ეს მუხლი არ ვარგა, ეს არის პირდაპირი კანონი, რომ დაგვაშორონ ევროპას. ამდენად, ჩემთვის მიუღებელია“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ამავე დროს ორივე კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებისთვის მზად არიან დეპუტატები მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოდან“. ისინი კანონპროექტებს მხარს დაუჭერენ პრინციპების დონეზე და შემდეგ შეფასებისთვის გაგზავნიან ვენეციის კომისიაში.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პარლამენტი გააგრძელებს იმ კანონპროექტის განხილვას, რომელიც ვენეციის კომისიისგან დადებით შეფასებას მიიღებს.
კანონპროექტის ავტორებმა და ასევე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ამერიკული კანონი არაადეკვატურად მკაცრია და ამგვარი კანონის მიღება საქართველოში არასწორი იქნებოდა.
„გადაჭარბებული შეფასება და შიშები“ – „ქართულ ოცნებაში“ გაეროს განცხადებას გამოეხმაურნენ>>
პირველი კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, ავტორებისა და „ოცნების“ წარმომადგენლების თქმით, ამერიკული კანონისგან განსხვავებით, სრულად შეესაბამება ადამიანის უფლებების სტანდარტებს. და მაინც, ის გააკრიტიკეს ქართულმა ოპოზიციამ, პრეზიდენტმა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკურმა სამსახურებმა და საქართველოს გაეროს წარმომადგენლობამ.
კრიტიკოსებმა კანონპროექტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ქართული დემოკრატიისთვის საფრთხე დაინახეს. ამის საპასუხოდ კანონპროექტის ავტორებმა ამერიკული კანონის ასლის გადმოღება და მისი ინიცირება გადაწყვიტეს, რათა განსხვავება ყველას ენახა.
„ქართული ოცნების" ლიდერმა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი სიცრუეში დაადანაშაულა>>
ერთ-ერთი მთავარი განსხვავება პირველი კანონპროექტისა მეორისგან ის არის, რომ უცხოური გავლენის აგენტი შეიძლება მხოლოდ იურიდიული პირი იყოს. ამასთან, ავტორების თქმით, პრინციპულია ტერმინოლოგია - „უცხოური გავლენის აგენტი“ და არა „უცხოელი აგენტი“. ტერმინი „უცხოელი აგენტის“ გამოყენება, ავტორების აზრით, სტიგმატიზაციის რისკს შეიცავს.
„ხალხის ძალა“ ჩამოაყალიბეს „ქართული ოცნებიდან“ გამოყოფილმა დეპუტატებმა. ამასთან, საზოგადოებრივი მოძრაობის დეპუტატები საპარლამენტო უმრავლესობაში რჩებიან.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0