https://sputnik-georgia.com/20230302/saqartvelos-parlamenti-skandaluri-kanonproeqtebis-ganxilvas-iwyebs-275393048.html
საქართველოს პარლამენტი სკანდალური კანონპროექტების განხილვას იწყებს
საქართველოს პარლამენტი სკანდალური კანონპროექტების განხილვას იწყებს
Sputnik საქართველო
ორივე კანონპროექტი ვენეციის კომისიას გაეგზავნება, რომელიც ევროპის საბჭოს საკონსტიტუციო სამართლის საკონსულტაციო ორგანოა. 02.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-02T13:01+0400
2023-03-02T13:01+0400
2023-03-02T16:24+0400
საქართველოს პარლამენტი
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/04/269201768_0:159:3078:1890_1920x0_80_0_0_8533275e36dbba9de1d3893d377ef9c1.jpg
თბილისი, 2 მარტი — Sputnik. საქართველოს პარლამენტში იწყება კანონპროექტების „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ განხილვა, მათ საგარეო ურთიერთობებისა და თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განიხილავენ.კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მხოლოდ იურიდიულ პირებს ეხება, ხოლო „უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ ამერიკული კანონიდან არის ნათარგმნი. ორივე ინიცირებულია საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ დეპუტატების მიერ. უკვე ცნობილია, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვეტოს უფლების გამოყენებას აპირებს.მმართველი პარტია „ქართული ოცნება" მზადაა კანონპროექტის ორივე ვერსიას პირველი მოსმენით პრინციპების დონეზე მხარი დაუჭიროს, რის შემდეგაც დოკუმენტები შეფასებისთვის ვენეციის კომისიას გადაეგზავნება.მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პარლამენტი გააგრძელებს იმ კანონპროექტის განხილვას, რომელიც ვენეციის კომისიისგან დადებით შეფასებას მიიღებს.კანონპროექტის ავტორები და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ამერიკული კანონი არაადეკვატურად მკაცრია და ასეთი კანონის მიღება საქართველოში არასწორი იქნება.სკანდალი „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტის ირგვლივ - მომხრეები და მოწინააღმდეგეები>>პირველი კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, ავტორებისა და „ოცნების“ წარმომადგენლების თქმით, ამერიკული კანონისგან განსხვავებით, სრულად შეესაბამება ადამიანის უფლებების სტანდარტებს. და მაინც, ის გააკრიტიკეს ქართულმა ოპოზიციამ, პრეზიდენტმა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკურმა სამსახურებმა და საქართველოს გაეროს წარმომადგენლობამ.კრიტიკოსებმა კანონპროექტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ქართული დემოკრატიისთვის საფრთხე დაინახეს. ამის საპასუხოდ კანონპროექტის ავტორებმა ამერიკული კანონის ასლის გადმოღება და მისი ინიცირება გადაწყვიტეს, რათა განსხვავება ყველას ენახა.პაპუაშვილი: 2022 წელს ოთხმა არასამთავრობომ იმდენივე დაფინანსება მიიღო, რაც ყველა პარტიამ>>ერთ-ერთი მთავარი განსხვავება პირველი კანონპროექტისა მეორისგან ის არის, რომ პირველ შემთხვევაში უცხოური გავლენის აგენტი შეიძლება მხოლოდ იურიდიული პირი იყოს. ამასთან, ავტორების თქმით, პრინციპულია ტერმინოლოგია - „უცხოური გავლენის აგენტი“ და არა „უცხოელი აგენტი“. ტერმინი „უცხოელი აგენტის“ გამოყენება, ავტორების აზრით, სტიგმატიზაციის რისკს შეიცავს.„ხალხის ძალა“ ჩამოაყალიბეს „ქართული ოცნებიდან“ გამოყოფილმა დეპუტატებმა. ამასთან, საზოგადოებრივი მოძრაობის დეპუტატები საპარლამენტო უმრავლესობაში რჩებიან.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/04/269201768_174:0:2905:2048_1920x0_80_0_0_869cad9896453b0f8ed4a1220066492a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს პარლამენტი, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო
საქართველოს პარლამენტი, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო
საქართველოს პარლამენტი სკანდალური კანონპროექტების განხილვას იწყებს
13:01 02.03.2023 (განახლებულია: 16:24 02.03.2023) ორივე კანონპროექტი ვენეციის კომისიას გაეგზავნება, რომელიც ევროპის საბჭოს საკონსტიტუციო სამართლის საკონსულტაციო ორგანოა.
თბილისი, 2 მარტი — Sputnik. საქართველოს პარლამენტში იწყება კანონპროექტების „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ განხილვა, მათ საგარეო ურთიერთობებისა და თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განიხილავენ.
კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მხოლოდ იურიდიულ პირებს ეხება, ხოლო „უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ ამერიკული კანონიდან არის ნათარგმნი. ორივე ინიცირებულია საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ დეპუტატების მიერ. უკვე ცნობილია, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვეტოს უფლების გამოყენებას აპირებს.
მმართველი პარტია „ქართული ოცნება" მზადაა კანონპროექტის ორივე ვერსიას პირველი მოსმენით პრინციპების დონეზე მხარი დაუჭიროს, რის შემდეგაც დოკუმენტები შეფასებისთვის ვენეციის კომისიას გადაეგზავნება.
„ჩემთვის სასურველია, რომ გავიდეს ქართული ვერსია, რადგან არის ბევრად ლიბერალური, რბილი და ემსახურება მხოლოდ გამჭვირვალობას. ვენეციის კომისია ამას აზღვევს, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებას ვაპირებთ“, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ.
მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პარლამენტი გააგრძელებს იმ კანონპროექტის განხილვას, რომელიც ვენეციის კომისიისგან დადებით შეფასებას მიიღებს.
კანონპროექტის ავტორები და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ამერიკული კანონი არაადეკვატურად მკაცრია და ასეთი კანონის მიღება საქართველოში არასწორი იქნება.
პირველი კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, ავტორებისა და „ოცნების“ წარმომადგენლების თქმით, ამერიკული კანონისგან განსხვავებით, სრულად შეესაბამება ადამიანის უფლებების სტანდარტებს. და მაინც, ის გააკრიტიკეს ქართულმა ოპოზიციამ, პრეზიდენტმა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკურმა სამსახურებმა და საქართველოს გაეროს წარმომადგენლობამ.
კრიტიკოსებმა კანონპროექტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ქართული დემოკრატიისთვის საფრთხე დაინახეს. ამის საპასუხოდ კანონპროექტის ავტორებმა ამერიკული კანონის ასლის გადმოღება და მისი ინიცირება გადაწყვიტეს, რათა განსხვავება ყველას ენახა.
ერთ-ერთი მთავარი განსხვავება პირველი კანონპროექტისა მეორისგან ის არის, რომ პირველ შემთხვევაში უცხოური გავლენის აგენტი შეიძლება მხოლოდ იურიდიული პირი იყოს. ამასთან, ავტორების თქმით, პრინციპულია ტერმინოლოგია - „უცხოური გავლენის აგენტი“ და არა „უცხოელი აგენტი“. ტერმინი „უცხოელი აგენტის“ გამოყენება, ავტორების აზრით, სტიგმატიზაციის რისკს შეიცავს.
„ხალხის ძალა“ ჩამოაყალიბეს „ქართული ოცნებიდან“ გამოყოფილმა დეპუტატებმა. ამასთან, საზოგადოებრივი მოძრაობის დეპუტატები საპარლამენტო უმრავლესობაში რჩებიან.