https://sputnik-georgia.com/20230302/saqartvelos-prezidentma-evrointegraciis-mowonaarmdege-partiebs-antikonstituciuri-uwoda-275420538.html
საქართველოს პრეზიდენტმა ევროინტეგრაციის მოწინააღმდეგე პარტიებს ანტიკონსტიტუციური უწოდა
საქართველოს პრეზიდენტმა ევროინტეგრაციის მოწინააღმდეგე პარტიებს ანტიკონსტიტუციური უწოდა
Sputnik საქართველო
პრეზიდენტის განცხადებას წინ უძღოდა ცხარე დისკუსია პარლამენტში, სადაც უცხოური გავლენის შესახებ კანონები განიხილებოდა 02.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-02T23:38+0400
2023-03-02T23:38+0400
2023-03-02T23:38+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პრეზიდენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/1c/273496137_0:62:1280:783_1920x0_80_0_0_e05450b123227ca1b9a1d9bebde95c42.jpg
თბილისი, 2 მარტი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოვიდა ინიციატივით, არაკონსტიტუციურად გამოცხადდეს ის პარტიები, რომელთა ქმედებები და განცხადებები ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პრინციპებს ეწინააღმდეგება.პრეზიდენტის განცხადებას წინ უძღოდა ცხარე დისკუსია პარლამენტში, სადაც უცხოური გავლენის შესახებ კანონები განიხილებოდა.სამშაბათს პარლამენტის კომიტეტებმა დაიწყეს კანონპროექტის „უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ განხილვა. ის არის ამერიკული კანონის ანალოგი და ინიციატორებმა განაცხადეს, რომ პარლამენტს წარუდგინეს ამერიკული ვერსია, რათა ყველა დარწმუნდეს, რამდენად უფრო ლიბერალურია მათ მიერ შემუშავებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.კანონი „უცხოური აგენტების შესახებ“ გააკრიტიკეს ქართულმა ოპოზიციამ, პრეზიდენტმა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების სამსახურმა და საქართველოში გაეროს წარმომადგენლობამ. კრიტიკოსებმა კანონპროექტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ქართული დემოკრატიისთვის საფრთხე დაინახეს.დაკავებები პარლამენტთან: შსს-მ საგანგებო განცხადება გაავრცელა >>კანონპროექტის ავტორები და მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერები ამტკიცებენ, რომ შემოსავლის წყაროები უნდა იყოს გამჭვირვალე არა მხოლოდ პოლიტიკოსებისთვის, არამედ მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვისაც, რომელთა მიზანია საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე გავლენის მოხდენა.კანონპროექტის ავტორია საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“, რომელიც ჩამოაყალიბეს „ქართული ოცნებიდან“ გამოყოფილმა დეპუტატებმა. ამასთან, საზოგადოებრივი მოძრაობის დეპუტატები საპარლამენტო უმრავლესობაში რჩებიან.კანონპროექტის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ამერიკული ვარიანტისგან ერთ-ერთი მთავარი განსხვავებაა ის, რომ უცხოური გავლენის აგენტები შეიძლება იყვნენ მხოლოდ იურიდიული პირები, არასამთავრობო ორგანიზაციები ან მასმედია, რომლის წლიური შემოსავლის მინიმუმ 20%-ის წყარო „უცხოური ძალაა“.ერთ-ერთი მთავარი განსხვავება პირველი კანონპროექტისა მეორისგან ის არის, რომ პირველ შემთხვევაში უცხოური გავლენის აგენტი შეიძლება მხოლოდ იურიდიული პირი იყოს. ამასთან, ავტორების თქმით, პრინციპულია ტერმინოლოგია - „უცხოური გავლენის აგენტი“ და არა „უცხოელი აგენტი“. ტერმინი „უცხოელი აგენტის“ გამოყენება, ავტორების აზრით, სტიგმატიზაციის რისკს შეიცავს.კანონის მოწინააღმდეგეები აცხადებენ, რომ ის სტიგმატიზაციას მოახდენს და ჩაახშობს საქართველოს მოქალაქეების დამოუკიდებელ ხმას, და ამან შეიძლება შეარყიოს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი. მეტიც, დასავლელმა პარტნიორებმა გააფრთხილეს საქართველოს ხელისუფლება, რომ ასეთი კანონის მიღება ევროინტეგრაციის გზაზე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი დაბრკოლება გახდება.პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ კანონის მიღების სემთხვევაში ვეტოს უფლების გამოყენებას აპირებს. მაგრამ პარლამენტს ვეტოს დაძლევის შესაძლებლობა აქვს.ამ დროისთვის ცნობილია, რომ უმრავლესობა აპირებს მხარი დაუჭიროს მხოლოდ პროექტის პრინციპს - მედიის დაფინანსების გამჭვირვალობას, შემდეგ კი ორივე ვარიანტი ვენეციის კომისიას დასკვნისთვის გაუგზავნოს. მხოლოდ დასკვნის მიღების შემდეგ იქნება მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება პროექტის მიღების თუ ცვლილების შესახებ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/1c/273496137_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_dfe14894286d3144d95bb8df2ece97ff.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პრეზიდენტი
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პრეზიდენტი
საქართველოს პრეზიდენტმა ევროინტეგრაციის მოწინააღმდეგე პარტიებს ანტიკონსტიტუციური უწოდა
პრეზიდენტის განცხადებას წინ უძღოდა ცხარე დისკუსია პარლამენტში, სადაც უცხოური გავლენის შესახებ კანონები განიხილებოდა
თბილისი, 2 მარტი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოვიდა ინიციატივით, არაკონსტიტუციურად გამოცხადდეს ის პარტიები, რომელთა ქმედებები და განცხადებები ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პრინციპებს ეწინააღმდეგება.
„ევროკავშირში და ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციაში სრული ინტეგრაცია საქართველოს კონსტიტუციით გაცხადებული მიზანია. ანტიკონსტიტუციურად უნდა გამოცხადდეს და აიკრძალოს ყველა იმ პოლიტიკური პარტიის საქმიანობა, რომელიც ეწინააღმდეგება კონსტიტუციის პრინციპებს, ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობის მიერ არჩეულ გზას“, – ნათქვამია სალომე ზურაბიშვილის განცხადებაში.
პრეზიდენტის განცხადებას წინ უძღოდა ცხარე დისკუსია პარლამენტში, სადაც უცხოური გავლენის შესახებ კანონები განიხილებოდა.
სამშაბათს პარლამენტის კომიტეტებმა დაიწყეს კანონპროექტის „უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ განხილვა. ის არის ამერიკული კანონის ანალოგი და ინიციატორებმა განაცხადეს, რომ პარლამენტს წარუდგინეს ამერიკული ვერსია, რათა ყველა დარწმუნდეს, რამდენად უფრო ლიბერალურია მათ მიერ შემუშავებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.
კანონი „უცხოური აგენტების შესახებ“ გააკრიტიკეს ქართულმა ოპოზიციამ, პრეზიდენტმა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების სამსახურმა და საქართველოში გაეროს წარმომადგენლობამ. კრიტიკოსებმა კანონპროექტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ქართული დემოკრატიისთვის საფრთხე დაინახეს.
კანონპროექტის ავტორები და მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერები ამტკიცებენ, რომ შემოსავლის წყაროები უნდა იყოს გამჭვირვალე არა მხოლოდ პოლიტიკოსებისთვის, არამედ მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვისაც, რომელთა მიზანია საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე გავლენის მოხდენა.
კანონპროექტის ავტორია საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“, რომელიც ჩამოაყალიბეს „ქართული ოცნებიდან“ გამოყოფილმა დეპუტატებმა. ამასთან, საზოგადოებრივი მოძრაობის დეპუტატები საპარლამენტო უმრავლესობაში რჩებიან.
კანონპროექტის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ამერიკული ვარიანტისგან ერთ-ერთი მთავარი განსხვავებაა ის, რომ უცხოური გავლენის აგენტები შეიძლება იყვნენ მხოლოდ იურიდიული პირები, არასამთავრობო ორგანიზაციები ან მასმედია, რომლის წლიური შემოსავლის მინიმუმ 20%-ის წყარო „უცხოური ძალაა“.
ერთ-ერთი მთავარი განსხვავება პირველი კანონპროექტისა მეორისგან ის არის, რომ პირველ შემთხვევაში უცხოური გავლენის აგენტი შეიძლება მხოლოდ იურიდიული პირი იყოს. ამასთან, ავტორების თქმით, პრინციპულია ტერმინოლოგია - „უცხოური გავლენის აგენტი“ და არა „უცხოელი აგენტი“. ტერმინი „უცხოელი აგენტის“ გამოყენება, ავტორების აზრით, სტიგმატიზაციის რისკს შეიცავს.
კანონის მოწინააღმდეგეები აცხადებენ, რომ ის სტიგმატიზაციას მოახდენს და ჩაახშობს საქართველოს მოქალაქეების დამოუკიდებელ ხმას, და ამან შეიძლება შეარყიოს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი. მეტიც, დასავლელმა პარტნიორებმა გააფრთხილეს საქართველოს ხელისუფლება, რომ ასეთი კანონის მიღება ევროინტეგრაციის გზაზე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი დაბრკოლება გახდება.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ კანონის მიღების სემთხვევაში ვეტოს უფლების გამოყენებას აპირებს. მაგრამ პარლამენტს ვეტოს დაძლევის შესაძლებლობა აქვს.
ამ დროისთვის ცნობილია, რომ უმრავლესობა აპირებს მხარი დაუჭიროს მხოლოდ პროექტის პრინციპს - მედიის დაფინანსების გამჭვირვალობას, შემდეგ კი ორივე ვარიანტი ვენეციის კომისიას დასკვნისთვის გაუგზავნოს. მხოლოდ დასკვნის მიღების შემდეგ იქნება მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება პროექტის მიღების თუ ცვლილების შესახებ.